როგორ მოვაშოროთ კედელს ძველი შპალერი მარტივად

თუ გსურთ თქვენი სახლის ინტერიერის განახლება, მაშინ ძველი შპალერის ახლით ჩანაცვლება თქვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. ეს პროცესი ნამდვილად არ გახლავთ ისეთი რთული და საშინელი, როგორი წარმოდგენაც მასზე გაქვთ შექმნილი სხვების მიერ მოთხრობილი ისტორიების წყალობით. კედლების გაფორმების ექსპერტის ჯორჯ კოვაჩის თქმით ეს მართლაც ლაკონური პროცესია. როგორც იგი აღნიშნავს, თუ შპალერის ჩამოკიდების დროს სწორი პროდუქტები იქნა გამოყენებული, მაშინ მისი ჩამოხსნა სწრაფი და ადვილი პროცესი იქნება. ინტერიერის ექსპერტის განცხადებით, პრობლემებს მაშინ წააწყდებით, თუ შპალერი არასწორი ნივთიერებებით დაამაგრეს კედელზე, რის გამოც ქვემოთ მოყვანილი საინტერესო რჩევები აუცილებლად გაგიმარტივებთ შპალერის ჩამოხსნის პროცესს:

1. დაიცავით სივრცე.

შპალერის მოშორების პროცესის დაწყებამდე მნიშვნელოვანია ოთახის სხვა ზედაპირების დაცვა იმ წყლისგან და საპონისგან, რომელსაც პროცესის დროს გამოიყენებთ. გამოიყენეთ წებოვანი ლენტი სენსიტიური ადგილების დასაფარად და იატაკზე დააფინეთ სქელი ნაჭრები.

2. ჩამოფხიკეთ

ზოგიერთ შემთხვევაში ძველი შპალერი შეიძლება თავისითაც ძვრებოდეს კედელს. პირველ რიგში ეცადეთ მათი ჩამოქაჩვა წყლის გამოყენების გარეშე. იპოვეთ ოდნავ ამძვრალი ნაწილების სათავე და ჩამოწიეთ შპალერის ნაწილები მათი დახმარებით.

3. დაასველეთ კედელი

შეასხურეთ კედელს თბილი წყალი მის დასარბილებლად. ასეთ დროს იატაკი უნდა იყოს დაფარული საკმარისი ნაჭრით იმისათვის, რომ თავისუფლად შეასხათ კედელს საკმარისი წყალი მის დასაფარად.

4. კიდევ ჩამოფხიკეთ

დასველებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ შეგიძლიათ დაიწყოთ შპალერის ნაზად ჩამოფხეკვის პროცესი, მარცხნიდან მარჯვნივ ან ზემოდან დაბლა. თუკი მისი ჩამოხსნა კვლავ გიძნელდებათ, მაშინ დაუბრუნდით წყლის შესხმის პროცესს. ეცადეთ არ დაჩხაპნოთ შპალერის ქვეშ არსებული კედელი. თუკი შპალერის პირველი ფენის ქვეშ კიდევ წააწყდებით ქაღალდის ფენას, მაშინ სჯობს ჯერ პირველი ფენის ჩამოხსნა დაასრულოთ და შემდეგ იზრუნოთ მეორე ქაღალდის დონის მოშორებაზე.

5. გაწმინდეთ

შპალერის მთლიანად ჩამოხსნის შემდეგ დროა კედელი გარეცხოთ, რათა მას მოაშოროთ ზედმეტი ნაწილაკები ან პასტა. კოვაჩის რეკომენდაციით ასეთ დროს კედელი რამდენჯერმე უნდა ჩამოწმინდოთ წყალში ჩალბობილი ღრუბლით. ეს მთელი პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რამდენად კარგად ჩამოხევთ შპალერს. თუკი ამის შემდეგ ძველ პასტას კარგად არ ჩამოწმენდთ, ახალი საღებავის ან შპალერის გაკვრის დროს პრობლემები შეგექმნებათ.

6. გააპრიალეთ

კედლის განახლების პროცესი ძველი პასტის ერთმა პატარა ნაწილაკმაც კი შეიძლება გაართულოს. მათი მოშორების გარეშე წასმული საღებავი მალე დაიბზარება და აიქერცლება, ხოლო ახალი შპალერის ქვეშ ჰაერის ბუშტები გაჩნდება და იგი წესიერად არ მიეკრობა კედელს. ამის თავიდან ასაცილებლად კედელზე შერჩენილი პასტის წერტილებს გადაუსვით სახეხი ჟელე და კარგად გააპრიალეთ კედლის ზედაპირი.

7. განაახლეთ

ყველა საჭირო რთული პროცესის შესრულების შემდეგ, თქვენ საბოლოოდ შეძლებთ დამსახურებული ჯილდოს მიღებას – ახალი ლამაზი კედლის დიზაინის არჩევით ტკბობის საშუალებას. ამის შემდეგ შეგიძლიათ მარტივად გაალამაზოთ კედელი ახალი საღებავით ან გამორჩეული ორნამენტებით გაფორმებული ახალი შპალერი გააკრათ მასზე.