როგორ შევქმნათ დასასვენებელი ატმოსფერო აივანზე თუ ლოჯში

თანამედროვე ცხოვრების რიტმი ადამიანს საშუალებას არ აძლევს შეჩერდეს თუნდაც ერთი წუთით, რის შედეგადაც ჩვენი უმრავლესობა სტრესს განიცდის და თავს გამოფიტულად გრძნობს. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად ვიზრუნოთ საკუთარ თავზე. ამის გასაკეთებლად საუკეთესო გზა დამამშვიდებელი და სარელაქსაციო ატმოსფეროს შექმნა აივანზე, ტერასაზე ან ვერანდაზე, ჩვენი რედაქცია დარწმუნებულია, რომ ასეთი ატმოსფერო გაგიუმჯობესებთ თვითშეგრძნებას, დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ შფოთვისა და დაძაბულობისგან და მოიპოვოთ თავდაჯერებულობა.

მეთოდი 1: მოაწყეთ სასაუზმე ზონა

და არა მხოლოდ საუზმისთვის, არამედ ლანჩისთვის და სადილისთვის. უნდა ვაღიაროთ, რომ ყველაზე საყვარელი სამზარეულოც კი დროთა განმავლობაში გვბეზრდება, რის გამოც, ტრაპეზი სასიამოვნო რიტუალიდან ყოველდღიურ აუცილებლობად იქცევა. და თუ აივანზე, ტერასაზე ან ვერანდაზე სასადილო ჯგუფის მინი-ვერსიას შექმნით, მაშინ რომანტიკული და სარელაქსაციო ატმოსფერო გარანტირებული გაქვთ. გარდა პატარა მაგიდისა, შეგიძლიათ ამ ზონაში ნებისმიერი ავეჯი დადგათ, რომელიც გიყვართ – ტაბურეტები, სავარძელი, ხის სკამები და პუფები.

საბოლოო არჩევანი დამოკიდებული იქნება თქვენს სურვილებზე, ფინანსურ რესურსებსა და ოჯახის წევრების რაოდენობაზე – თუ თქვენ ბინაში მეორე ნახევართან ერთად ცხოვრობთ, მაშინ ორი რბილი სავარძელი სავსებით საკმარისი იქნება, მაგრამ თუ შვილებთან ან მშობლებთან ერთად ცხოვრობთ – საჭიროა დივნის ან სკამების შეძენაზე იფიქროთ. და ნახავთ, მას შემდეგ, რაც ინტერიერის ამ ნივთებით აღიჭურვებით, მოგინდებათ, რომ მთელი თავისუფალი დრო აივანზე გაატაროთ.

მეთოდი 2: დაამატეთ ტექსტილი

შეუძლებელია ლამაზი აივნის ან ვერანდის წარმოდგენა სწორად შერჩეული ტექსტილის გარეშე. თქვენ შეგიძლიათ უპირატესობა მიანიჭოთ რბილ ხალიჩებს, სუფრის გადასაფარებლებს, ფარდებს და სხვა აქსესუარებს, რომლებიც სპეციალურად გარეთ გამოყენებისთვისაა შექმნილი. რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ არჩევანი კლასიკურ ვარიანტებზეც შეაჩეროთ, რომლებსაც ბინაში იყენებთ, მაგრამ ცნობილი არ არის, რამდენად გამძლე იქნება ისინი, რადგან ასეთი ნივთები ჩვეულებრივ ნეგატიური გარე ფაქტორების მიმართ რეზისტენტული არ არის.  ასევე არ უნდა დაგავიწყდეთ პლედების და ბალიშების გამოყენებაც – ისინი დაგეხმარებათ დატკბეთ ბუნებით და სუფთა ჰაერით იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქუჩაში ძალიან ცხელი ამინდი იქნება. გარდა ამისა, ასეთი მყუდრო წვრილმანები კონვერტულ ატმოსფეროს შექმნის, სივრცეს ლამაზი და კომფორტული ტექსტურებით შეავსებს.

მეთოდი 3: უპირატესობა მიანიჭეთ ეკოსტილს

ნაკლებად სავარაუდოა. რომ სინთეტიკის გამოყენებით მყუდრო და ენერგიით დამმუხტველი ინტერიერის შექმნას შეძლებთ, რომელიც სუფთად და ჰარმონიულად გამოიყურება. ბუნებრივი მასალები კი ამ ამოცანას შესანიშნავად უმკლავდებიან. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაფერი: ხე, კენჭები, შუშა, ქვა, ფერადი ლითონები, ნატურალური ტექსტილი და სხვა. შეგიძლიათ არ შემოიფარგლოთ მხოლოდ ინდივიდუალური აქსესუარებით, კედლის ან იატაკის საფარებით, არამედ მთელი ტერასა, ვერანდა ან აივანი ეკოსტილში გააფორმოთ.

ინტერიერის დიზაინის ეს ტრენდი მაღალ პოზიციებს იკავებს რეიტინგებში და ძალიან სწრაფად ვითარდება. მისთვის დამახასიათებელია წყალზე დაფუძნებული საღებავები და ლაქები, მშვიდი რბილი ჩრდილები, ლაკონური ფორმები, ბუნებრივი მოტივებისა და მცენარეების სიმრავლე. ფერთა გამაში ჭარბობს ხე, პასტელის ტონალობები, წყლის, ქვის და ბალახის ჩრდილები. როგორც საფუძველი, შეგიძლიათ გამოიყენოთ რძისფერი, ქვიშისფერი, ღია-ცისფერი ფერები. ეკოსტილი საშუალებას გაძლევთ მიიღოთ დადებითი ენერგეტიკა: ამგვარ გარემოში თავს მშვიდად იგრძნობთ, განეწყობით პოზიტიურ აზროვნებაზე.

მეთოდი 4: გაამწვანეთ სივრცე

ეს პუნქტი ჰარმონიულად ავსებს წინას. მაშინაც კი, თუ თქვენს აივანზე ტყის ან სააგარაკე ნაკვეთის შესანიშნავი ხედი იშლება, სადაც ვერანდა მდებარეობს, ყველაფერი ნათელ ფერებშია აყვავებული, არ ნიშნავს, რომ საჭიროა თქვენი სარელაქსაციო ზონა დამატებითი გამწვანების გარეშე დატოვოთ. ამ საკითხში მხოლოდ თქვენი ფანტაზიით უნდა შემოიფარგლოთ – შეგიძლიათ სივრცე ქოთნის მცენარეებით ან ყუთებსა და კალათებში ჩარგული ყვავილების კომპოზიციებით, ფლორარიუმებით გააფორმოთ. ყურადღება მიაქციეთ ვერტიკალურ სადგამებს საყვავილეებისთვის, ასევე მოდელებს, რომლებიც სპეციალურად აივნის მოაჯირებისთვის არის შექმნილი.

უპირატესობა მიანიჭეთ უპრეტენზიო ყვავილებსა და მცენარეებს, რომლებიც მდგრადია ნეგატიური გარე ფაქტორების მიმართ. მაგალითად, აივნისთვის შესანიშნავი არჩევანი იქნება პეტუნია (ის ხანგრძლივად ყვავილობს, გამოირჩევა მრავალფეროვანი სახეობებითა და ფერებით), პელარგონიუმი (სწრაფად იზრდება, არ საჭიროებს განსაკუთრებულ ზრუნვას), ბეგონია (კარგად გრძნობს თავს ნაწილობრივ ჩრდილში, ყვავილობს ივნისიდან სექტემბრამდე) და ა.შ.

მეთოდი 5: განათავსეთ სანთლები

თქვენთვის პირველ რიგში რასთან ასოცირდება რომანტიკული ატმოსფერო? სწორია, აალებულ სანთლებთან. შეგიძლიათ შეიძინოთ რამდენიმე სასანთლე ან LED სანთლები ბატარეებზე, რომლებიც სპეციალურად სივრცის დემკორაციისთვისაა შექმნილი. თუ მეორე ნახევრისთვის სიურპრიზის მოწყობა გადაწყვიტეთ, მაშინ შეგიძლიათ შეიძინოთ სანთელი ტაბლეტები. ყოველდღიური გამოყენებისთვის კი უმჯობესია იყიდოთ უსაფრთხო ნესტგამძლე და ქარგამძლე აქსესუარები, რომლებიც განკუთვნილია გარე გამოყენებისთვის.

მიაქციეთ ყურადღება: განსაკუთრებით ლამაზი იქნება ღია ფერის სასანთლეები ან ფარნები, რომლებიც საინტერესო ფორმებს ისვრის.

მეთოდი 6: მოაწყვეთ სამზარეულოს “ფილიალი”

თუ თქვენ იმდენად გიყვართ სასადილო ფართობი აივანზე, რომ გირჩევნიათ მუდმივად იქ ისაუზმოთ ან ისადილოთ, მაშინ უნდა იფიქროთ სამზარეულოს “ფილიალის” შექმნაზე. იგი საჭიროა, რომ ჭურჭლისთვის და სხვა საჭირო ინსტრუმენტისთვის სამზარეულოში შესვლა აღარ მოგიწიოთ. ამიტომ, თუ ლოჯის ან ტერასის ფართობი ამის საშუალებას იძლევა, მოაწყვეთ აქ ბარი, გრილ-ზონა, მყუდრო და ფუნქციური ადგილი საუზმეების და სხვათა მოსამზადებლად.

მეთოდი 7: იფიქრეთ დამატებით შენახვის სისტემებზე

აქაც ყველაფერი აივნის ზომებზეა დამოკიდებული. შეგიძლიათ იქ დადგათ დახურული ჩაშენებული კარადა თაროებითა და უჯრებით, პლედების, ბალიშების, ჭურჭლისა და სხვა ნივთების შესანახად. თუ ასეთი ავეჯი მეტისმეტად დატვირთულად გამოიყურება და მთელ თავისუფალ სივრცეს იკავებს, მაშინ ყურადღება მიაქციეთ სტელაჟს და ღია თაროებს. თუ აქ პატარა ნივთების შენახვას გეგმავთ, მაშინ ნამდვილად ღირს შეიძინოთ სხვადასხვა ფერის ან გამჭვირვალე კონტეინერები: ისინი შესანიშნავად გამოიყურება თაროებზე და, ამავე დროს, მათში შენახულ ნივთებს მტვრისა და ჭუჭყისგან დაიცავს.თუ არ გსურთ, რომ შენახული ნივთები თვალსაჩინო იყოს, დამალეთ ისინი კომპაქტური მოცურების კარით, ინტერიერის სტილთან შესაფერისი ლამაზი ფარდით ან კარები “გარმონით”. კიდევ ერთი პრაქტიკული გამოსავალია კედლის კაკვები და სპეციალური საკიდი კონსტრუქციები. მაგრამ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ აივანზე დიდი ზომის ობიექტების შენახვას აპირებთ: ველოსიპედის, სლედის და სხვა.

მეთოდი 8: დაამატეთ დასაკიდი დეკორი

დღესდღეობით დასაკიდი აქსესუარები ყველაზე პოპულარულია და ქმნის მყუდრო, სარელაქსაციო ატმოსფეროს, ამიტომ ღირს მათზე ყურადღების გამახვილება. ინტერიერის გაფორმებისთვის, შეგიძლიათ აირჩიოთ როგორც ფუნქციური ვარიანტები (სანთლების ფარნები, დასაკიდი ყვავილების ქოთნები), ასევე მხოლოდ დეკორატიული ეგზემპლარები, რომლებიც სივრცის გასაფორმებლადაა შექმნილი, რომ იგი უფრო ნათელი და საინტერესო გახადოს.

მეთოდი 9: დაკიდეთ ფარდები

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ზოგადად ტექსტილზე, მაგრამ უფრო დეტალურად გვინდოდა ფარდების განხილვა. ისინი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ტერასა ან აივანი მეზობლების და გამვლელების მხედველობის არეალშია. ფარდები არა მხოლოდ დაგიცავთ ზედმეტი ყურადღებისგან, არამედ უზრუნველყოფს კონფიდენციალურობას, მაგრამ ასევე დაგიცავთ ცხელ დღეებში მზის პირდაპირი სხივებისგან, მავნე მწერების შემოღწევისგან. და, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფარდები რომანტიკული ატმოსფეროს შესაქმნელად იდეალური რამაა, რადგან ისინი განმარტოების საშუალებას იძლევა.