სარკე, როგორც ინტერიერის დეკორი: გამოცდილი დიზაინერის რეკომენდაციები

სარკეების გამოყენება ინტერიერის გაფორმებისას უფრო ამრავალფეროვნებს თქვენი სახლის სტილსა და ფუნქციას. ისინი იდეალურ დეკორაციებს წარმოადგენენ და ამსთანავე მათი დახმარებით თქვენი ვიზუალის მოწესრიგებაც საკმაოდ მოსახერხებელია სახლიდან გასვლის წინ. სწორად ჩამოკიდებულ სარკეს შეუძლია სივრცე უფრო დიდი გამოაჩინოს და ბნელი ოთახი უფრო ნათელ სივრცედ აქციოს. ამისათვის ისინი ასეთი წესების დაცვით უნდა ჩამოკიდოთ სწორ ადგილებში:

როგორ გამოვიყენოთ სარკე

შესასვლელში: ფოიე პირველ შთაბეჭდილებას ახდენს სტუმრებზე თქვენი ესთეტიურობის შესახებ. აქ მაგიდის მაღლა სარკის ჩამოკიდება თქვენს შესასვლელს უფრო მეგობრულ იერს შესძენს, თანაც სახლიდან გასვლისას სარკეში ჩახედვა ვიზუალის საბოლოოდ შესასწორებლად მოსახერხებელია.

ბუხრის მაღლა: ბუხრის თაროს მაღლა განთავსებული სარკე მის ზედაპირზე მინიმუმ 12 სანტიმეტრით მაღლა უნდა იყოს ჩამოკიდებული, რათა თქვენს დეკორაციებზე ცუდი ჩრდილები არ გააჩინოს.

სააბაზანოში: როგორც წესი სააბაზანოში პირსაბანს სარკესთან ერთად ამონტაჟებე, თუმცა უკეთესი და პროფესიონალური ვიზუალის მისაღებად სჯობს ამ სარკეს ლამაზი ჩარჩო დაუმატოთ.

რთულ ზედაპირებზე დამონტაჟება: აუცილებლად შეარჩიეთ ბურღის დეტალები იმის მიხედვით, თუ რომელ ზედაპირს ხვრიტავთ. ფილების, შუშის და ცემენტის კედლებზე სარკის ჩამოკიდებისას ბურღის სხვადასხვა თავის გამოყენებაა საჭირო.

კარებზე: აირჩიეთ გრძელი სარკე, რათა მან დაფაროს კარის რაც შეიძლება დიდი ნაწილი. სარკის კლიპები ასეთ დროს საუკეთესო არჩევანია.

სად უნდა ჩამოვკიდოთ სარკე:

მისაღებ ოთახში, რომელშიც შუქი სამხრეთიდან შემოდის, აუცილებელია კომფორტული გარემოსა და განათების შესაქმნელად სარკე დაამონტაჟოთ ფანჯრის საპირისპირო მხარეს. თუკი საძინებელში ამონტაჟებთ სარკეს, მაშინ სჯობს მისთვის შეარჩიოთ ფანჯრის მომიჯნავე კედელზე არსებული პოზიცია.

სასადილო ოთახი ერთ-ერთი ყველაზე პოპლარული ლოკაციაა სარკეებისთვის, განსაკუთრებით ოთახში ლამაზი ჭაღის არსებობის შემთხვევაში. თუმცა, თუკი ჭაღი მოშიშვლებული ნათურებითაა გაფორმებული, მაშინ სარკის ანარეკლი შესაძლოა შემაწუხებელი გახდეს. ასეთ დროს უნდა გამოიყენოთ ანტიკური შუშა.

ყველა ექსპერტი თანხმდება იმაზე, რომ შესასვლელი დერეფანი საუკეთესო ადგილია სარკის ჩამოკიდებისთვის. ასეთი გაფორმება სახლს უფრო ლამაზ ელფერს სძენს და სივრცეს უფრო დიდს და ნათელს აჩენს.