დიდი მშენებლობის ან რემონტის შემდეგ ყოველთვის გვრჩება სამშენებლო ნაგავი, შეფუთვების ნარჩენები, ხის პალეტები. ძალიან ხშირად ამ უკანასკნელებს ნაგავში ისვრიან, თუმცა, ხელოსნებისა და კრეატიული ადამიანებისთვის ეს ღირებული მასალაა. და ეს მხოლოდ დაფებს არ ეხება. რომელთაგანაც იგი მზადდება. თავად პალეტები მზა მასალაა სახლისა და აგარაკისთვის ავეჯისა და სხვა ნაკეთობების შესაქმნელად. ჩვენს დღევანდელ სტატიაში შევკრიბეთ საუკეთესო იდეები პალეტების გამოსაყენებლად.

1. ყვავილნარი

შთამბეჭდავი ზომების ხის კლუმბი მცოცავი მცენარეებისთვის მაღალი სადგამით, რომლის შესაქმნელადაც ძირითადი და ერთადერთი მასალა ხის პალეტები გახლავთ.

2. მწვანე თაროები

არ გყოფნით სიმწვანე და სუფთა ჰაერი სახლში? მაშინ ეს სტელაჟი სწორედ ის არის, რაც გჭირდებათ. მათ დასამზადებლად დაგჭირდებათ ევრო პალეტები, რამდენიმე ცალკეული დაფა, მიწა და მცენარეების თესლი.

3. ბაღის გრძელი სკამები

უბრალო, მაგრამ ძალიან მოსახერხებელი უსარგებლო პალეტებისგან დამზადებული ბაღის გრძელი სკამები, რომლებიც მკვეთ ფერებშია შეღებილი, ნებისმიერ ბაღის ნაკვეთს გარდაქმნის.

4. ტუმბო

ჩვენი რედაქციის ინფორმაციით, აბსოლუტურად შეულამაზებელი სამშენებლო პალეტით შეიძლება ადვილად ჩაანაცვლოთ შთანამედროვე მოდური საწოლის ტუმბო.

5. საწოლი

გამოიყენეთ ევრო პალეტები სრულფასოვანი საწოლის შესაქმნელად. ასეთი კონსტრუქცია არაფრით ნაკლებია კლასიკურ საწოლებზე, მაგრამ იგი გაცილებით იაფი დაგიჯდებათ.

6: სადგომი ველოსიპედებისთვის

თუ თქვენი ოჯახის წევრები აქტიურად სარგებლობენ ველოსიპედით, ასეთი მოდური და მოსახერხებელი სადგომი აუცილებლად გამოგადგებათ. მათ მოსაწყობად კი მხოლოდ ერთი სამშენებლო პალეტი და პატარა ქილით საღებავი დაგჭირდებათ.

7. აყვავებული ღობე 

გამოუსადეგარი ხის პალეტები შეიძლება გამოიყენოთ ძალზედ უჩვეულო აყვავებული ღობის მოსაწყობად, რომელიც არა მხოლოდ დაყოფს თქვენს მიწის ნაკვეთს ზონებად, არამედ გააფორმებს კიდეც მას.

8. სტელაჟი

ერთადერთი ხის პალეტი შეგიძლიათ მარტივად გადააქციოთ პრაქტიკულ სტელაჟად პატარა ელექტრო ინსტრუმენტებისა და ლითონის დეტალების შესანახად.

9. აყვავებული კლუმბი

მასიური ყვავილოვანი კლუმბი გვერდებზე ყვავილების დასარგავად დამატებითი თაროებით თქვენი ბაღის ნაკვეთზე ცენტრალურ დეტალად იქცევა. ბუნებრივია, როგორც ამ კოლექციაში ყველა ნივთის, მისი შექმნაც რამდენიმე უბრალო ხის პალეტისგან არის შესაძლებელი.

10. მობილური ზონა ბარბიქიუსთვის

სრულიად მარტივი და ამავე დროს ძალიან პრაქტიკული პალეტებისგან შემდგარი კონსტრუქცია, რომელიც ვიწრო მაგიდას წარმოადგენს მრავალრიცხოვანი კაკვებით. კონსტრუქციას ორი ბორბალი აქვს, რაც გადაადგილებას მარტივს ხდის და ამ თაროს ბუნებაში მწვადების მომზადების პროცესში შეუცვლელს ხდის.

11. ავეჯის კომპლექტი ბაღისთვის

თქვენ წინაშე შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მხოლოდ რამდენიმე პალეტის გამოყენებით ავეჯით სრულად აღჭურვოთ უკანა ეზო. ასეთი კომპლექტი მოიცავს გრძელ სკამს, პატარა მაგიდას და ორ ასაწევ თაროს.

12. თაროები

ევრო პალეტებისგან დამზადებული ორი კომპაქტური თარო კარგად ჯდება ქალაქის ტიპის ინტერიერში, რომელიც ლოფტის, რუსტიკის ან ინდუსტრიული სტილითაა შესრულებული.

13. სასადილო მაგიდა

უზარმაზარი სასადილო მაგიდა, რომლის ზედაპირიც ხის პალეტებისგანაა დამზადებული, მარტივი პროექტი გახლავთ, რომლის რეალიზებაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

14. ჩამოსაკიდი თარო

კომპაქტური და მოდური ჩამოსაკიდი თარო აღნიშვნებისთვის პატარა ეკრანით და რამდენიმე საკიდით, ყველაზე უბრალო ხის პალეტის და ნებისმიერი ფერის საღებავის გამოყენებით შეიძლება დავამზადოთ.

15. ბაღის მაგიდა

დროდადრო, აგარაკის მფლობელებს უწევთ სასუქების არევა, მცენარეების გადარგვა, მარკერების გაკეთება და ა.შ. ყველა ამ მიზნისთვის, კარგი იქნება, თუ ხელთ გექნებათ ბაღის პატარა მაგიდა. ასეთი ნივთი შეგიძლიათ შეიძინოთ ან თავად დაამზადოთ რამდენიმე უსარგებლო ხის პალეტისგან.

16. მაგიდის თარო

პალეტისგან დამზადებული პატარა მაგიდის თარო გახდება სამუშაო მაგიდის არა მხოლოდ ფუნქციური დეტალი, არამედ მისი მოდური გაფორმებაც.

17. სარკის ჩარჩო

არაორდინალური ჩარჩო სარკისთვის გვერდებზე დამატებითი თაროებით, რომლებშიც შეგიძლიათ კრემების, პირის ღრუს სავლების, კოსმეტიკური და პირადი ჰიგიენის საშუალებების შენახვა, ლამაზი და ფუნქციური დეტალი გახდება თქვენს სააბაზანო ოთახში.

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი