გამოგადგებათ: ამ კრეატიულმა ადამიანებმა ძალიან პატარა ფართი სრულყოფილ სახლებად აქციეს

მსოფლიოში ყველაზე ხშირი ოცნება საკუთარი სახლის ქონაა. თუმცა ეს ძნელად მისაღწევი მიზანია, რადგან სახლის ყიდვა დიდ ხარჯებს უკავშირდება. საბედნიეროდ ამ დაბრკოლებას არ შეუშლია ხელი ამ სიაში წარმოდგენილი ადამიანებისთვის. მათ შეძლეს პატარა სივრცეების გადაკეთება ყველაზე კომფორტულ სახლებად, მინიმალისტური სტილის გამოყენებით და ფუფუნების ელემენტებზე უარის თქმის გარეშე.

სახლის მოწყობის ასეთი ტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში დ ბრიტანეთში დაიწყო, ახლა კი ისეთ ქვეყნებშიც ვრცელდება, როგორიცაა მექსიკო და ეპანეთი. შეაფასეთ ასეთი ორიგინალური პროექტების ფოტოები და დაათვალიერეთ ყველაზე ლამაზი მინი-სახლები:

1. პროექტი თავისუფალი დროისთვის

რუპკორეს და მის ცოლს ყოველთვის სურდათ საკუთარი სახლის აშენება. ამ ოცნების ასრულების მიზნით მან რამდენიმე წლით სკოლა მიატოვა და დურგლობა შეისწავლა. ამის შემდეგ 2 წლის განმავლობაში, სრულ განაკვეთზე მომუშავე წყვილი, რომელიც ასევე სკოლაშიც დადიოდა, თავისუფალ საათებს სწორედ მათი მინი-სახლის აშენებას ახმარდა. წინასწარ გადანახული თანხების წყალობით მათ მშენებლობის დასრულება ვალების გარეშე შეძლეს. შეაფასეთ მათი პროგრესის ამსახველი ფოტოები:

2. ადგილი მამისთვის

მეთევზემ ეს კონსტრუქცია მეგობრისგან იყიდა, რომელსაც მისი გაყიდვა მოუწია ფინანსური პრობლემების გამო. პირველ რიგში იგი ამ სივრცის ოფისად გადაკეთებას გეგმავდა. თუმცა, სამწუხაროდ მისი მოხუცი მამა ვერ ახერხებდა საკუთარი სახლის ქირის გადახდისთვის საკმარისი თანხის გამომუშავებას, რის გამოც მზრუნველმა შვილმა ეს სივრცე სწორედ მის საცხოვრებელ კომფორტულ კოტეჯად გადააკეთა:

3. კრეატიულობა + დრო = სახლს

სარა როუზმა თავისუფალი დრო და უსაზღვრო ენერგია დაახარჯა მინი-სახლებზე ინფორმაციების მოძიებას. მან უყურა უამრავ ვიდეოს და ბევრი ადამიანიც გამოკითხა. საბოლოოდ მან სახლის სქემები აღმოაჩინა ონლაინში და მათი გამოყენება დაიწყო, თუმცა სქემების უმრავლესობა მშენებლობის პროგრესთან ერთად იცვლებოდა კიდეც. 20 ათას დოლარზე ოდნავ ნაკლები თანხის სანაცვლოდ მან საკუთარი მისი აასრულა და ასეთი შედეგი მიიღო:

4. 40-დღიანი მუშაობა ცხოვრებისეული სიამოვნების მისაღებად

მამამისთან ერთად მონდომებულმა მამაკაცმა ახალ ზელანდიაში ასეთი უნიკალური პატარა სახლი ააშენა. მშენებლობის მთელ პროცესს მხოლოდ 40 დღე დასჭირდა. ამ გამორჩეული პროექტის ავტორი საკუთარი მიღწევის შედეგებს ასეთი ფოტოებით გვიზიარებს. მისი მიღწევა მართლაც განსაკუთრებულია:

5. ამ ადამიანმა “პატარა სახლის” ცნება განსხვავებულად აღიქვა და ასეთი მყუდრო სახლი მოაწყო

6. სპარტაკუსის მცირე ციხესიმაგრე

მილერმა ეს მინი-სახლი ფერმაში ააშენა. მისი ხის ინტერიერისა და შავი მეტალის დეკორაციების შერწყმით ეს პატარა ციხესიმაგრე მართლაც კომფორტულ ატმოსფეროს ქმნის.

7. მოაშორეთ ზედმეტი, შეინარჩუნეთ აუცილებელი

ჰავოკმა უამრავი კვლევის შედეგად შეძლო საჭირო ნივთების დაპატარავება და ასეთი გზით ცხოვრების დაწყება. მან იპოვა ბრენდი, რომელიც სახლის აქსესუარებს მცირე სივრცის შესაფერისად ამზადებდა. ერთადერთი, რისი ზომაც მან არ შეამცირა, სამზარეულო იყო. მას უყვარს საჭმელების კეთება და ამის გამო მხოლოდ სახლის ამ სივრცეს დაახარჯა სივრცე და ფული: