
ყველას გვქონია ისეთი ფეხსაცმელი, რომელიც გარედან იდეალურად გამოიყურება, თუმცა მისი ჩაცმისას სრულ კომფორტს მაინც ვერ განვიცდით. თუმცა, ეს მაინც არ ნიშნავს იმას, რომ მათ ჩაცმაზე უარი უნდა თქვათ. ნებისმიერი ფეხსაცმელის კომფორტის დონის გაზრდა მარტივადაა შესაძლებელი ასეთი მარტივი და ჭკვიანური ხრიკების დახმარებით:
1. გამოიყენეთ ქუსლების ძირები ფეხსაცმლის პლატფორმის გათანაბრებისთვის.
ფეხსაცმელებს ყველაზე ადვილად ქუსლები უზიანდება. ამის გამოსწორება მარტივადაა შესაძლებელი სპეციალური ქუსლების ძირების გამოყენებით, რომლებიც მაღაზიაში იყიდება და მათი დახმარებით ფეხსაცმლის პლატფორმას მარტივად გაათანაბრებთ. ეს მას უფრო კომფორტულს გახდის.
2. გამოიყენეთ ჯინსი ქუსლის გაცრეცილი ნაწილების განახლებისთვის.
ჯინსი ყველაზე ელასტიური და კომფორტული ნაჭერია ასეთი მიზნით გამოყენებისათვის.
3. ფეხსაცმლის გასაპრიალებლად გამოიყენეთ შამპუნი და აქციეთ ტყავი უფრო რბილ და კომფორტულ ნაკეთობად.
4. წაუსვით ქუსლიან ფეხსაცმელებს შიდა კედლებზე დეოდორანტი და ჩაიცვით უფრო ადვილად.
5. გამოიყენეთ დეოდორანტი კოჟრებისგან თავის დასაცავად.
დეოდორანტს კიდევ ერთი ჯადოსნური ძალა აქვს: იგი ხახუნის ეფექტს ამცირებს ფეხსაცმლის ზურგსა და თქვენს ფეხს შორის. ამით უსიამოვნო წყლულების გაჩენას აირიდებთ თავიდან.
6. ჩაიცვით ორი წყვილი წინდა ფეხსაცმლის შიგნით და ასე იარეთ სახლში 2-3 დღის განმავლობაში.
დახარჯეთ დღეში რამდენიმე საათი ასეთ აქტივობაში და ახალი ფეხსაცმელი სასურველ ზომას მიიღებს.
7. თუ ფეხსაცმელი ოდნავ დიდია, ჩადეთ მის წინა ნაწილში შალის ქსოვილი, ფეხსაცმლის სრიალის თავიდან ასაცილებლად და დამატებითი კომფორტისთვის.
8. კოჟრების თავიდან ასაცილებლად, წაისვით ფეხზე და ფეხსაცმელების შიდა მხარეს საბავშვო პუდრი.
ეს ხრიკი ხახუნის ეფექტს შეამცირებს და ზედმეტ ტენიანობასაც გააკონტროლებს, რაც, ასევე, კოჟრების გამოწვევის მიზეზი შეიძლება იყოს.
9. ჩადეთ საშრობი ხელსახოცები ფეხსაცმელებში, ოფლის შესაწოვად.
თუ ფეხი ხშირად გიოფლიანდებათ, ხელსახოცების ჩადებით ფეხსაცმელებს მარტივად გამოაშრობთ მათ შემდეგ ჩაცმამდე.
10. გამოიყენეთ მომლისკინის ლენტი ქუსლების კომფორტულობისთვის.
ეს ლენტი იდეალურია თასმებიანი ფეხსაცმლისთვისაც, რადგან მისი ზომის შეცვლა მარტივადაა შესაძლებელი. ლენტის გამოყენება ადვილია და ეს სამუდამოდ დაგიცავთ ფეხის წყლულებისგან.
11. ფეხის წყლულებისგან თავის დასაცავად, გამოიყენეთ ფეხსაცმლის დამატებითი ხვრელი.
ფეხსაცმელების უმრავლესობა, ყველაზე ხშირად კი სპორტული ფეხსაცმელი, მარტივად აჩენს ფეხებზე წყლულებს. ამის თავიდან ასაცილებლად შეგიძლიათ თასმების შეკვრისას გამოიყენოთ დამატებითი ხვრელიც, რაც ამ პრობლემას მოაგვარებს.
12. დაიკარით სანტავიკი მგრძნობიარე ადგილებზე, წყლულებისგან ფეხის დასაცავად.
დაბალქუსლიანი ფეხსაცმელების ჩაცმისას, ფეხის წყლულებისგან დასაცავად ლეიკოპლასტირი საუკეთესო არჩევანია. ისინი ამცირებენ ხახუნს და იცავენ სენსიტიურ კანს დაზიანებისგან.