ძველი ქარხნის ნანგრევები ოჯახმა შეუდარებელ სახლად აქცია: აიღეთ მაგალითი

რა სახის ტრანსფორმაციები აღარ ხდება, როდესაც საქმეს პროფესიონალი არქიტექტორები და დიზაინერები იღებენ საკუთარ თავზე. ამ სიტყვების ნათელი დასტური გახდა პრაქტიკულად ნანგრევის რეკონსტრუქცია, რომელიც XVII საუკუნეში აშენებული პერგამენტის ქარხნის კომპლექსის ნაცვლად შემორჩა, დიდი ბრიტანეთის შუაგულში. Will Gamble Architects-ის სტუდიის სპეციალისტებმა შუასაუკუნეების ნანგრევები ძვირადღირებულ საოჯახო ქონებად აქციეს, თუმცა ამავდროულად ისტორიული ნაგებობის სტილი არ დაურღვევიათ.

როდესაც ბრიტანულმა ოჯახმა ნორთჰემპტონშირის (South Northamptonshire) საგრაფოში მდებარე მიწის ნაკვეთი იყიდა, აღმოჩნდა, რომ აქ იყო ძველი პერგამენტის ქარხნის ნანგრევები შესანახი ოთახებით, რომელიც XVII საუკუნის დასაწყისში აშენდა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ნანგრევებთან ვერაფერს გახდებიდნენ, მათ მისი დანგრევა და მის ადგილას უზარმაზარი თანამედროვე სასახლის აშენება გადაწყვიტეს.

ახალი პროექტის შესაქმნელად მოიწვიეს Will Gamble Architects-ის სპეციალისტები, რომლებმაც დარჩენილი კედლების დათვალიერების შემდეგ დაარწმუნეს მფლობელები, რომ ხელახალი მშენებლობის ნაცვლად, შენობის სრული რეკონსტრუქცია ჩაეტარებინათ და უკვე მათ საფუძველზე შეექმნათ ნამდვილი ქალაქგარე უძრავი საკუთრება.

ნანგრევების წვრილმან დეტალებამდე შესწავლის დროს შემუშავდა გეგმა, თუ როგორ შეექმნათ ისეთი მყუდრო თანამედროვე საცხოვრებელი სივრცე ოჯახისთვის ისე, რომ ძველი კომპლექსისთვის რაიმე ზიანი არ მიეყენებინათ. საბოლოო ჯამში, დაპროექტდა “შენობა შენობის შიგნით”, რომელიც ფრთხილად, დაზიანებების გარეშე მოთავსდებოდა  საკმაოდ კარგად შემონახულ ნაკვეთებში ნანგრევების შიგნით.

სრული გათვლების შემდეგ პროექტის ავტორებმა მოახერხეს კომპლექტის იმ ნაკვეთების დატოვება, რომლებიც ჯერ კიდევ მყარად იდგნენ საძირკველში, მათ მხოლოდ დაზიანებული კიდეები გააძლიერეს, მკაფიო კონტურის შესაქმნელად. შენობის დაკარგული ნაწილები ძირითადი სტრუქტურის ანალოგიურად აშენდა. აღდგენის დროს, კედლების რესტავრაციისთვვის გამოყენებულ იქნა იგივე ქვები, რომლებიც დანგრეული კომპლექსის მახლობლად იპოვეს, წყობისთვის და დამატებითი ტიხრების თუ გამაგრებისთვის კი თანამედროვე აგური გამოიყენეს, ოღონდ სპეციალური ტექნოლოგიით “დაძველებული”.

კედლების მშენებლობისა და გამაგრების დასრულების შემდეგ, მიიღეს მრავალსაფეხურიანი ფასადი, დიდი ფანჯრებითა და შუშის მთელი კედლებით შიდა სივრცის დასახურად. აქედან გამომდინარე, თუ საცხოვრებელს შორიდან შეხედავთ, ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებათ, თითქოს პერგამენტის ქარხანა ჯერ კიდევ ნანგრევებშია, მაგრამ სწორედ ასეთი ილუზიის მიღებას ცდილობდნენ არქიტექტორები, რომლებიც ცდილობდნენ შენობისთვის მაქსიმალურად შეენარჩუნებინათ ორიგინალური გარეგნობა.

შიდა სამუშაოები შენობის დამპალი ხისგან და დანაყოფების ფრაგმენტებისგან გაწმენდით დაიწყო. ქვის ფილები, რომელიც იატაკის საფარის როლს ასრულებდა, შიდა ეზოს შესაქმნელად გამოადგათ, ორიგინალური იატაკის სხივები არ იყო შემონახული, ამიტომ მათ ნატურალური მუხა გამოიყენეს, რომელიც იმავე ნაკვეთში იზრდებოდა.

ზოგიერთ ადგილას გადაწყდა, რომ ქვის ფილები დაეტოვებინათ პირვანდელ ფორმაში და მათ ისინი მხოლოდ გაწმინდეს და დაზიანებული ნაწილები აღადგინეს. “ჩვენ შევეცადეთ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ქარხნის ნანგრევების და პირუტყვის სადგომის ხასიათი, ამიტომ ხელუხლებელი დავტოვეთ დიდი ნაწილი იმისა, რაც იქ ინახებოდა”, – ამბობს პროექტის ეერთ-ერთი ავტორი, Will Gamble Architects-ის სტუდიის არქიტექტორი.

რეკონსტრუქციის დროს, სტუდიის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს წყალსაცავი, რომელიც შენობის საძირკველიდან მიწისქვეშა წყლების გასაწოვად გამოიყენებოდა. ე.წ. “მშრალი ჭა” მთლიანად გაიწმინდა მრავალსაუკუნოვანი ნაგვისგან და ახლა შეძლებს ხელი შეუწყოს ზედაპირული წყალდიდობის და მიწისქვეშა წყლების დონის ამაღლების თავიდან აცილებას. ეს მნიშვნელოვანი დეტალია შენობის, როგორც საცხოვრებელი კორპუსის შემდგომი ექსპლუატაციისთვის და მისი მაცხოვრებლებისთვის ყოველ მხრიც უსაფრთხო მიკროკლიმატის შექმნისთვის. უფრო მეტიც, ცნობილი გახდა, რომ შუა საუკუნეების კომპლექსი წყაროს მახლობლად აშენდა. ასეთი განლაგება იმით აიხსნება, რომ ძველ დროში პერგამენტის წარმოებისთვის ცხოველების ტყავი გამოიყენება, ხოლო მის მოსამზადებლად და განსაცალკევებლად საჭირო იყო დიდი რაოდენობით წყალი, რომელიც სადღაც უნდა წაეღოთ.

საინტერესო ფაქტი: ნორთჰემპტონშირის საგრაფო XVI-XVII საუკუნეებში ცნობილი იყო არა მხოლოდ მეცხოველეობის განვითარებით, არამედ პერგამენტის წარმოებითაც, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში წერის მთავარ მასალად გამოიყენებოდა. როგორც თავად არქიტექტორები ამბობენ, სწორედ ამ ქარხანაში მწადდებოდა პერგამენტი სამეფო კარისთვის.

დასრულების სამუშაოების დროს, ობიექტის შიგნით დამაგრდა ფოლადის დამხმარე კონსტრუქციები, რომლებიც დაიფარა ისე, რომ თვალშისაცემი არ ყოფილიყო. ასევე დააყენეს ღია ხის სვეტები იმ ზონაში, რომელიც ოდესღაც პირუტყვის სადგომი იყო. მაცხოვრებლების კომფორტისთვის, იატაკზე მუხის დაფები დააგეს და თეთრ ფერში შეღებეს ბეტონის იმიტაციის შესაქმნელად.

იატაკის საფარის მონოლითურობის ილუზიის გასაძლიერებლად, ფუძის გასწვრივ, ბეტონის პლინტუსი იქნა გაკრული. უფრო მეტიც, ძველისა და ახლის ასეთი ნაზავი, მაშინაც კი, თუ “ანტიკვარისგან” ზოგიერთი ელემენტი ახლად შეიქმნა, ინტერიერში ყველაფერი ძალიან ორიგინალურად და უჩვეულოდ გამოიყურება.

მაგალითად, თანამედროვე სამზარეულო კვლავ ინარჩუნებს ისტორიული შენობის არათანაბარ და არეულ ხასიათს, მაგრამ ამავე დროს აბსოლუტურად კომფორტული და სრულად აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკითა და ავეჯით. ისტორიული კონტექსტი ასევე შეიძლება ვნახოთ სხვა საცხოვრებელ ზონებშიც: საძინებლებში, სააბაზანო ოთახებში, მისაღებში, ღია ტერასაზე, რომელიც სახურავზეა განთავსებული და შიდა ეზოშიც კი. მართალია, მკვეთრი კონტრასტის შექმნა არ გადაწყვიტეს, ამიტომ მთელი საცხოვრებლის დიზაინი საკმაოდ მოდურად და ორგანულად ჯდება გარემოში.

საინტერესოა: უძველესი ნანგრევების სრულ ტრანსფორმაციასა და მოწყობაზე 300 ათასი დოლარი დაიხარჯა და ეს იმის მიუხედავად, რომ მრავალი მასალა მეორადად იქნა გამოყენებული, გარდა ამისა, სვეტებისთვის, კარისა და ფანჯრის ჩარჩოებისთვის საჭირო ხის მასალა ამავე მიწის ნაკვეთიდან იქნა აღებული. თუმცა, ეს არც არის გასაკვირი, რადგან ბრიტანული სტანდარტებით ასეთი უზარმაზარი ღირებულება საკმაოდ ნორმალურია.