ამ პროგრამით ინტერიერის დიზაინს მარტივად შეარჩევთ

ქსოვილებისა და ავეჯის მწარმოებელი კომპანია Kravet ახალ ტექნოლოგიურ საფეხურზე გადასვლას გეგმავს მომავალ ზაფხულში. ისინი აპირებენ გამოაქვეყნონ სრულიად ახალი პროგრამა, რომელიც დიზაინერებს დაეხმარება საკუთარი ავეჯისა და ქსოვილების დამუშავებაში იდეალური ნაწარმის მისაღებად.

360 გრადუსიანი ვიზუალიზაციისა და მსგავსი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით კომპანია, რომელსაც უკვე მეხუთე თაობა უდგას სათავეში, ახალ ხელსაწყო Icreate-ს სთავაზობს მოსახლეობას. ეს ხელსაწყო დიზაინერებს დაეხმარება სასურველი ვიზუალის, ქსოვილის, ზომის და სხვა დეტალების არჩევაში ვიზუალური რენდერის დახმარებით, რომელშიც მარტივად შეძლებთ იმის დანახვას, თუ როგორ გამოიყურება თქვენს მიერ დახასიათებული პროდუქტის ვიზუალი.

” ეს პროგრამა დიზაინერებს სთავაზობს კრეატივსა და თავისუფლებას იმის გასაკეთებლად რაც საუკეთესოდ გამოსდით!” – აცხადებს კომპანიის ვიცე პრეზიდენტი სარა კრავეტი.

აღნიშნული ხელსაწყო შემოგთავაზებთ პერსონალიზაციის შესაძლებლობას ყუთების, სკამების, სავარძლების, ლოგინების და მსგავსი აქსესუარების წარმოსადგენად. როდესაც დიზაინერი სასურველ კრეატიულ არჩევანს დააფიქსირებს პროგრამის საშუალებით, იგი ავტომატურად წარმოუდგენს მას ავეჯის ან ნებისმიერი შექმნილი პროდუქტის ჯამურ ფასს.

პარამეტრების პერსონალიზაციის გარდა, პრემიუმ აპარატურა დამზადდება ცნობილი დიზაინერების დუეტის Addison Weeks- ის მიერ. ეს დუეტი ცნობილია მალაქიტისა და ვარდების კვარცის მსგავსი ძვირფასი ქვების გამოყენებით. კომპანიის ინოვაციების დეპარტამენტის მმართველის განცხადებით, აღნიშნული ტექნოლოგია დიზაინერებს საშუალებას მისცემს სრულყოფილად წარუდგინონ საკუთარ კლიენტებს მათ მიერ შექმნილი კრეატიული პროექტები. ამის წყალობით კლიენტებს გამოცნობა აღარ დასჭირდებათ იმ დეტალებისა თუ ვიზუალური კონცეპტების, რომლებსაც დიზაინერები ეყრდნობიან პროდუქტის შექმნისას.