როგორ ავარჩიოთ სწორი საღებავი სახლისთვის

ექსპერტების თქმით ნებისმიერი საღებავის ყიდვისას თავისუფლად შეგვიძლია მათი საცდელი დოზის მიღება, რათა ჩვენი თვალით ვნახოთ მისი ეფექტი და შეფერილობა. რეკომენდაციის მიხედვით სჯობს რაც შეიძლება მეტი საცდელი საღებავი ავიღოთ, რადგან ფოტოებითა და ინფორმაციის წაკითხვით შესაძლოა საღებავზე ბევრი რამე გავიგოთ, მაგრამ მის ვიზუალსა და სტილს ვერასდროს შევაფასებთ ბოლომდე, თუკი მას საკუთარი სახლის კედლებზე წასმით არ დავტესტავთ. მაგალითად წაუსვით კედლის მაგივრად საცდელ დაფაზე საღებავი და მოარგეთ ეს დაფა ოთახის და სახლის სხვადასხვა წერტილებს, რათა ბოლომდე გაითავისოთ აღნიშნული საღებავის ფერის გავლენა თქვენი სახლის ატმოსფეროზე და ინტერიერზე. გააკეთეთ იგივე დღის სხვადასხვა მონაკვეთში, შეამოწმეთ მასზე მზის შუქის მოხვედრის ეფექტი და ა.შ

დღესდღეისობით გაყიდული კედლის საღებავების უმრავლესობა წყალზეა დაფუძნებული, რადგან ისინი მარტივად გამოყენებადია. ასევე ყურადღება უნდა მიაქციოთ იმასაც, თუ როგორი საღებავით შეღებილ კედელზე აპირებთ ახალი საღებავის წასმას. ზეთის საღებავებით დაფარულ კედელზე წყლის საღებავების გადასმისაას ახალი ფენა შესაძლოა კარგად არ შენარჩუნდეს. ასეთ დროს სჯობს ძველი საღებავის კარგად ჩამოხეხვა და გასუფთავება, რათა ახალმა საღებავმა უპრობლემოდ შეძლოს კედელზე შეშრობა და ფორმის შენარჩუნება დიდი ხნის მანძილზე. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ წყლის და ზეთის საღებავები ერთმანეთისგან რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალით განსხვავდება:

წყალზე დაფუძნებული საღებავის უპირატესობები:

  • არ საჭიროებს წინასწარ მომზადებას;
  • არ ობდება;
  • გამოყოფს შედარებით მცირე ტოქსიკურ სურნელს;
  • მარტივად იწმინდება წყლით;
  • მალე შრება;
  • ელასტიურია და არ იბზარება;
  • შეიძლება წაუსვათ ნებისმიერ ზედაპირზე;
  • ინარჩუნებს სტაბილურად ფერს, არ ყვითლდება და იცრიდება მზის შუქზე.

უარყოფითი მხარეები:

  • არ გამოირჩევა მდიდარი ფერებით
  • დანესტიანების შემთხვევაში შეიძლება მოძვრეს კედელს

ზეთზე დაფუძნებული საღებავები შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი სახის ზედაპირის შეღებვისას, რადგან ისინი გამოირჩევა დიდი გამძლეობით. თუმცა უნდა იყოთ ფრთხილად, რადგან ასეთი საღებავი გამოყოფს ძლიერ სურნელს, რომელმაც შეიძლება მკვეთრი ზეგავლენა მოახდინოს თქვენზე. ასევე ძალიან გაგიძნელდებათ მისი ჩამორეცხვა წყლით. ასეთი საღებავით შეღებვისთვის უნდა გამოიყენოთ ისეთი გამხსნელი საშუალებები, როგორიცაა მაგალითად ტურპენტინი და ასევე ისეთი ფუნჯი, რომელიც აქამდე არ დაგისვრიათ სხვა საღებავით.

ზეთზე დამზადებული საღებავის უპირატესობები:

  • მიმზიდველი ბზინვა;
  • კარგად უძლებს ტენიან გარემოს (მაგალითად, აბაზანას ან სამზარეულოს);
  • გაშრობის ხანგრძლივობა (კარგია ცვლილებების შესატანად);
  • ზედაპირის გასწორება (ფუნჯის ჩამოსმისას ზედაპირი თავისით ჩამოსწორდება ერთ დონეზე);
  • კარგი გამძლეობა გაშრობის შემდეგ.

უარყოფითი მხარეები:

სურნელი შეიძლება იყოს საზიანო ჯანმრთელობისთვის
ადვილად სვრის გარემოს
ძნელად ირეცხება