ადრე თუ გვიან, ყველა მანქანას უჩნდება ჟანგი. ყველაზე უარესი ის არის, რომ ალბათ, ამ პრობლემას ვერაფერს მოვუხერხებთ. და თუ მის წინააღმდეგ რაიმე ზომებს არ მივიღებთ, შეიძლება ჩვენს მანქანებზე სულ მალე საშინელი ჟანგის ხვრელებიც კი გაჩნდეს. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში? სინამდვილეში, აუცილებელი სულაც არ არის დახმარებისთვის ხელოსანს მიმართოთ. მანქანაზე ჟანგიანი ადგილების რესტავრაცია საკუთარი ხელითაც შეიძლება.

ამისთვის დაგჭირდებათ: სამონტაჟო ქაფი, გამხსნელი ან ზეთის მოსაცილებელი, საღებავი წებო, საღებავი, ლაქი, აეროზოლის გრუნტი, საავტომობილო მასტიკა.

რესტავრაციის პროცესი შრომატევადი და ძალიან საპასუხისმგებლოა, თუმცა მისი ლოგიკით სულაც არ არის რთული. პირველ რიგში აუცილებელია ამოჭრათ მთელი დაჟანგული მასალა. ეს სახეხი ხელსაწყოს გამოყენებით არის შესაძლებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჟანგი ამოიღთ და დაჟანგული ადგილის გარშემო კიდევ რამდენიმე ნაწილიც, უფრო მეტი საიმედოობისთვის. ამის შემდეგ, საჭიროა ხვრელის გაუცხიმოება, გაწმენდა და ქაფით ამოვსება. თუ სამუშაო კარის “ზღურბლზე” ხორციელდება, მაშინ უფრო მეტი მოხერხებულობისთვის რეკომენდებულია ქვემოდან მუყაოს განთავსება.

ქაფი დიდი რაოდენობით უნდა გამოიყენოთ. უფრო მეტიც, საჭიროა ჩადოთ მაქსიმალური ძალისხმევა, რომ საიზოლაციო მასალა ხვრელის შიგნით რაც შეიძლება დიდი რაოდენობით მოთავსდეს. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ კონტაქტის საკმარისი ტერიტორია უზრუნველყოს. როგორც კი ქაფი გაშრება, საქმეში ბასრი დანა ერთვება. მისი გამოყენებით უნდა მოჭრათ ყველა ზედმეტი ნაწილი. საჭიროა, რომ ქაფი მანქანის ზედაპირს გაუთანაბრდეს.

მომდევნო ნაბიჯი – მთელ დაზიანებულ ზედაპირზე საღებავის წებოს ზოლები დააწებეთ მათი ერთმანეთისგან გამოსაყოფად. შემდეგ, ეპოქსიდის გამოყენებით სარესტავრაციო ნაწილი უნდა მოაპრიალოთ. თუ მანქანაზე ხვრელი ორმხრივია, მაშინ საჭიროა იგი ორივე მხარეს მოაპრიალოთ.

საჭიროა ზედმეტი მასალა გამოიყენოთ. ეპოქსიდი სწრაფად გაშრება, ასე რომ, შეგიძლიათ უხეშად იმუშაოთ. მით უმეტეს, რომ მომდევნო ეტაპი ზედაპირის გახეხვა გახლავთ. ამის შემდეგ, კიდევ ერთი გაწმენდა და გაუცხიმოება უნდა ჩატარდეს, შემდგომ კი დასასრულს კვლავ ამოგოზვაა საჭირო.

ახლა კი ყველაზე ადვილი დავალება უნდა შეასრულოთ. ავტომანქანის საბურავი და პლასტმასის ელემენტები ხვრელის მხარეს დამცავი საშუალებით უნდა დაფაროთ. რესტავრაციის ადგილი გრუნტით უნდა დაფაროთ, შემდეგ კი უნდა შეღებოთ იგი.

იხილეთ ვიდეო:

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი
გთხოვთ ჩაწერეთ თქვენი სახელი