
ტელეფონში ნომრის დაბლოკვის უამრავი მიზეზი არსებობს და სამწუხაროდ, ყველა მათგანი არასასიამოვნოა. საბედნიეროდ მიუხედავად იმისა, რომ ნომრის დაბლოკვა არასდროს არ არის სასიამოვნო ფაქტი, ამ პროცედურის შესრულება მართლაც მარტივი გახლავთ ქვემოთ მოცემული ინსტრუქციების მიხედვით. მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რომელ მობილურ ქსელს ან სისტემას იყენებთ, რადგან აღნიშნული მეთოდები ნებისმიერი ტიპის მობილურზე მუშაობს:
როგორ უნდა დავბლოკოთ ნომერი iOS-ზე, Android-ზე და Windows-ზე მომუშავე მობილურებში
iOS
ამ სისტემაზე მომუშავე მობილურებში ნომრის დაბლოკვა მარტივია კონტაქტების სიის დათვალიერების დროს და ზარის შემოსვლის დროსაც კი. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ დაბლოკვის შემდეგ ზარს აეკრძალება თქვენთან ნებისმიერი სერვისის საშუალებით დაკავშირება, რაც მოიცავს ვიდეოზარებს, დარეკვას, მესიჯს და ნებისმიერი სხვა სახის კომუნიკაციას.
უკანასკნელი ზარის პასუხისას შეგიძლიათ აირჩიოთ ბოლოს შემოსული ზარების ნახვის ფუნქცია Phone აპლიკაციაში და შემდეგ დააჭიროთ ნომრის გვერდით არსებულ წრეს. ეს ეკრანზე გამოგიტანთ ნომრის შესახებ დამატებით დეტალებს, რისი სიის ბოლოშიც დაინახავთ ნომრის დაბლოკვის ბრძანებას.
არსებული კონტაქტის დასაბლოკად უნდა მიყვეთ შემდეგ ინსტრუქციას: Settings > Phone > Call Blocking & Identification > Block Contact. ეს ეკრანზე გამოგიჩენთ არსებული კონტაქტების სიას და საშუალებას მოგცემთ დაბლოკოთ ერთი ან რამდენიმე ნომერი ერთდროულად.
Android
ანდროიდის შემთხვევაში პირველ რიგში ის უნდა გაარკვიოთ, თუ ამ ოპერატიული სისტემის რომელ ვერსიას იყენებთ. სხვადასხვა ვერსიებში ნომრის დაბლოკვის ინსტრუქცია განსხვავებულია. თუკი თქვენ იყენებთ Marshmallow-ს ან მასზე უფრო ახალ ვერსიას, მაშინ დააჭირეთ Dialer-ს უახლესი ზარების სანახავად და შემდეგ ამოარჩიეთ დასაბლოკი ნომერი. მასზე დაჭერისას გამოგიჩნდებათ დაბლოკვის და ასევე მისი სპამად მონიშვნის ფუნქცია.
Lollipop-ით ან უფრო ძველი ვერსიით სარგებლობისას შედით ტელეფონის აპლიკაციაში და მიყევით ამ ინსტრუქციას Call Settings > Call Rejection > Auto Reject List. აქ მოგიწევთ სასურველი ნომრის ხელით ჩაწერა მის საპოვნელად და დასაბლოკად.
მესენჯერით სარგებლობისას ნებისმიერი ანდროიდის სისტემის ქონის შემთხვევაში დაგჭირდებათ პირდაპირ არასასურველი ტექსტის გამომგზავნ ნომერზე დაჭერა, რაც გამოგიჩენთ დაბლოკვის და მისი სპამად მონიშვნის ფუნქციას.
უკვე არსებული კონტაქტის ნომრის დასაბლოკად შედით მესენჯერში და აირჩიეთ Menu > Blocked Contacts > Add a Number შემდეგ კი შეიყვანეთ სასურველი ნომერი და დააჭირეთ დადასტურებას.
Windows Phone
ვინდოუსის ტელეფონების პოპულარობა ძალიან გაიზარდა თანამედროვე სამყაროში და იგი უკვე დიდ კონკურენციას უწევს ზემოთ ხსენებულ სისტემებს. ასევე აღსანიშნავია, რომ იგი სრულიად განსხვავებული სისტემით მუშაობს და ეს უნდა გაითვალისწინოთ ნომრის დაბლოკვის მცდელობისას. ეს ოპერატიული ინტერფეისი საშუალებას გაძლევთ ერთი ნომრიდან შემომავალი მესიჯები და ზარები ერთდროულად დაბლოკოთ. ამისთვის უნდა მიყვეთ შემდეგ ინსტრუქციას: Settings > Call > SMS Filter და შემდეგ ფუნქციებში უნდა დაეთანხმოთ ნომრის დაბლოკვის პოლიტიკას.
შემდეგ ესტუმრეთ მობილურის აპლიკაციას და მობილურის ნომერზე დაჭერით გამოგიჩნდებათ აღნიშნული კონტაქტისგან შემოსული ნებისმიერი კომუნიკაციის მცდელობის დაბლოკვის ფუნქცია.
რომელი აპლიკაციებია საუკეთესო ნომრების დასაბლოკად:
თანამედროვე სამყაროში აპლიკაციების დახმარებითაც შეგვიძლია ნომრების დაბლოკვა. მათი დადებითი მხარე ისაა, რომ ისინი ოპერატიული სისტემის ყველა ვერსიას ერგებიან და მათი ფუნქციების შესწავლა და დამახსოვრება მარტივია. თანაც ისინი ერთ ღილაკზე დაჭერით ბლოკავენ ნომრებს მარტივად და სწრაფად. ამისთვის საუკეთესო აპლიკაციების სია ასეთია:
The Hiya App (iOS): ამ აპლიკაციას ყველაზე თანამედროვე ძრავი გააჩნია სპამისგან მობილურის დაცვის სფეროში. იგი ავტომატურად იცნობს და ბლოკავს მარკეტერებისგან შემოსულ ზარებს და ასევე თავისით აფერადებს იმ ნომრებს, რომლებიდანაც შეიძლება თაღლითები გირეკავდნენ. იგი ასევე პერსონალიზებურ დაბლოკილი ნომრების სიის ნახვასაც გთავაზობთ მათი მარტივი დახარისხების შესაძლებლობით.
Sync. ME (iOS): ეს აპლიკაცია არასასურველი ზარების დაბლოკვის უამრავ ფუნქციას მოიცავს, მათ შორის უცნობი ნომრების ამოცნობის შესაძლებლობასაც. ასევე იგი გატყობინებთ სპამის შესახებ და ასევე ამატებს დამრეკავის ფოტოს თქვენი სოციალური კონტაქტების სიაში ტვიტერზე, ფეისბუქსა და გუგლის სოციალურ ქსელებში.
The Safest Call Blocker (Android): ამ აპლიკაცის გამოყენება და ჩართვა ძალიან მარტივია. იგი ასევე გეხმარებათ ზარებზე ავტომატური ფუნქციების დაყენებაში ზარების დასაბლოკად და კონტაქტების გასაკონტროლებლად რეალურ დროში.
Mr. Number (Android): ეს აპლიკაცია უფასოდ ეძებს 20 შემოსულ ზარზე ინფორმაციას და ასევე გააჩნია სპამური მესიჯების დაბლოკვის ავტომატური ფუნქცია, თუმცა თქვენ თვითონ უნდა ჩაამატოთ დაბლოკილთა სიაში სპეციფიური ნომრები. ეს საკმაოდ დიდ დროს დაგიზოგავთ და შემაწუხებელი ზარების მარტივად დაბლოკვაში დაგეხმარებათ.
Calls Blacklist (Android): ეს აპლიკაცია შემაწუხებელი ნომრიდან მესიჯებისა და ზარების შემოსვლას ერთი დაჭერით დაბლოკავს. თუმცა ამისთვის ანდროიდის საბაზისო ესემესების აპლიკაციას უნდა ხმარობდეთ. საერთო ჯამში ეს აპლიკაცია სწრაფი და ეფექტურია, თანაც ის საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ საეჭვო ნომრები და ამის საშუალებით დაბლოკოთ ყველა ზარი ისეთი ნომრებისგან, რომლებიც თქვენს მიერ არჩეული რიცხვებით იწყება ან მათ გავს.