როგორ ვაქციე პოლიეთილენის პარკი მრავალჯერად ხელჩანთად, საყიდლებისთვის

ახლახანს ნიუ-იორკის შტატში საბოლოოდ შევიდა ძალაში კანონი პარკების მოხმარების შესახებ. ბევრისთვის ეს მართლაც პრობლემად შეიძლება იქცეს მაშინ, როდესაც სახლიდან მაღაზიაში წახვალთ და პროდუქტებით კალათის ავსების შემდეგ გაგახსენდებათ, რომ სახლში დაგრჩათ თქვენი მრავალჯერ გამოყენებადი პარკი. სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტა გადაწყვიტა ანჯელა ანდალორომ კრეატიულად. მსგავსი პროექტისთვის ინსპირაციის მოსაძებნად იგი ინტერნეტში სურათებს ათვალიერებდა და სწორედ ამ დროს გადააწყდა ინფორმაციას პოლიეთილენის ძაფის შესახებ. დიახ არ მოგესმათ, მან მართლაც აღმოაჩინა ძაფის სახეობა, რომელიც პოლიეთილენის პარკების გადამუშავების შედეგად მიიღება.ანჯელამ აღმოაჩინა, რომ ასეთი ძაფებით მართლაც ძალიან ლამაზი და ორიგინალური პარკების დამზადება შეიძლება.

დასაწყისისთვის თქვენ გჭირდებათ პარკების მომზადება. დარწმუნდით რომ ისინი მაქსიმალურად მთელია და არ აქვს ბევრი ნახევი. შემდეგ მოაჭერით მას თავი სახელურებიანად და შემდეგ მოაჭერით ქვემოთა ნაწილიც. ამით ორივე მხრიდან გახსნილი წრე უნდა მიიღოთ. დადევით ის ბრტყლად და დაადევით ზემოდან იგივენაირად გამზადებული პარკები. ანდალორომ მრავალჯერადი პარკების დასამზადებლად 50 ასეთი პარკის გამოყენება გადაწყვიტა.

ამის შემდეგ დაჭერით პარკები ზოლებათ. სტანდარტული ზომის პარკის მისაღებად პოლიეთილენის პარკები უნდა გაჭრათ 4 თანაბარ ზოლად. ნუ გაჭრით ზოლებს პარკის ბოლომდე, დატოვეთ მათი მთლიანი ზოლი ბოლოში დაახლოებით 2 სანტიმეტრის სიგანეზე. შემდეგ გადაჭერით დიაგონალურად ზოლები და ამით მიიღებთ ძაფებს, რომლებიც ერთმანეთზე უნდა გადააბათ.

გადაჭერით დიაგონალზე პირველი წრიდან მეორე წრემდე და გაიმეორეთ ასე სხვა წრეების შემთხვევაშიც. ამის შემდეგ გექნებათ პარკები დამატებითი წრეებით მათ ბოლოში. უნდა გადაჭრათ იმ მხარეს, რომელიც გააგრძელებს წრის ფორმას. ღია კიდეებით თქვენ შეკრავთ ჩანთას. ასევე შეგიძლიათ საქმის გასამარტივებლად ყველა თავს მოუკრათ თავი ერთად და მიიღოთ პატარა ბურთის ფორმის პარკი.

ანჯელამ შემდეგი ნაწილის დაწყებამდე ქარგვაში გავარჯიშება გადაწყვიტა და ასევე ცდილობდა შეგუებოდა პოლიეთილენის ძაფებთან ურთიერთობას, რადგან ისინი ჩვეულებრივ ძაფებზე უფრო სქელია. მან თავდაპირველად სცადა მართკუთხედების მოქარგვა, რაც პარკის ძირად იქცეოდა, თუმცა ეს კარგად არ გამოსდიოდა. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა მიემართა სათითაო ნაკერის ტექნიკისთვის, რითაც პარკის გვერდების ამოშენება ჰქონდა გადაწყვეტილი. თითქმის ნახევარი კედლის ამოშენების შემდეგ იგი მიხვდა, რომ პარკის კედლებს სხვანაირი მიდგომა სჭირდებოდათ და ამის გამო მიიღო რთული გადაწყვეტილება პარკის დაშლისა და მისი თავიდან მოქარგვის შესახებ.

მეორე ჯერზე გოგონამ ორმაგი ნაკერით დაიწყო ქარგვა მართკუთხედის ერთი კუთხიდან. თავდაპირველად უნდა გამოიყენოთ ხვეული ნაკერების სამი ზოლი და შემდეგ მოქარგოთ მთელი ამ ნაკერების წრის ზედაპირი ორმაგი ნაკერებით. შემდეგი ეტაპისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ორმაგი ნაკერი ყოველ მეორე ზოლში, რაც შეუმჩნევლად თუმცა აღსანიშნავად ცვლის ჩანთის სტილს.

ამ რაუნდის დასრულების შემდეგ დაუბრუნდით ორიგინალი ნაკერების სტილს, რაც ნიშნავს ორმაგი ნაკერების გამოყენებას ზოლის გამოტოვების გარეშე. სწორედ ასე გაავლეთ ზემოდან ორი ზოლი და შემდეგ შეაფასეთ თქვენი ნამუშევარი. ანჯელა ამ ეტაპზე საკუთარი ნამუშევრის ზომით კმაყოფილი იყო. იგი ასევე საკმაოდ დაღლილიც იყო. მას გამოცდილმა მქარგველმა აცნობა, რომ პირველ ჯერზე ამხელა ჩანთის მოქარგვა დამწყებებისთვის ზედმეტად დიდ და რთულ პროექტად ითვლებოდა.

გარეთ გადმოშვერილი ზედმეტი ნაჭრები სათითაოდ მოჭერით მაკრატლით. მათი რაოდენობის შესამცირებლად, შეგიძლიათ ჩანთა გამოატრიალოთ.

ჩანთის სახელურების მოსაქარგად, ანჯელამ 45 პარკისგან დამზადებული პოლიეთილენის ძაფი გამოიყენა. ისინი უნდა მოქსოვოთ ერთი თვლით და დასრულებისას ცალი ნაკერით შეაერთოთ შუაში. დარწმუნდით, რომ სახელურები ერთნაირი სიგრძისაა. ჩანთის ზედაპირის სისქეების განსხვავებამ შესაძლოა სხვაობა გამოიწვიოს წონის გადანაწილებაში, ამიტომ ეცადეთ, სხვაობა დამატებითი ნაკერებით ამოავსოთ.

ანჯელას თქმით, ეს ადვილი პროცესი არ იყო, თუმცა პოზიტიურ გამოწვევად იქცა. ეს მისთვის გასართობი და ორიგინალური გზა იყო დროის გასაყვანად, თუმცა ეს პროცესი მას ირგვლივ არსებულ ნეგატიურ პროცესებზე ფიქრშიც უშლიდა ხელს. თანაც, მან ამ პროექტის წყალობით მართლაც ლამაზი და მსუბუქი მრავალჯერადი ჩანთა მიიღო.