თქვენს კატას უცნაურ პოზაში სძინავს? აი, რაზე შეიძლება მიგანიშნებდეთ იგი

კატები სიცოცხლის უმეტეს ნაწილს ძილში ატარებენ. თითოეულ კატას საკუთარი ხასიათი და განსაკუთრებული ქცევა აქვს, მაშინ როგორ გავიგოთ, კმაყოფილია თუ არა ჩვენი კატა სახლში ცხოვრებით და ჯანმრთელია თუ არა ის? დღეს ჩვენ მოგიყვებით, როგორ უნდა გაუგოთ კატებს, სანამ მათ სძინავთ.

როგორ გავუგოთ კატას

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ კატებს ჩვეულებრივ უჩვეულო პოზებში სძინავთ. სწორედ ამ პოზებით შეგიძლიათ გამოიცნოთ, ყველაფერი რიგზე აქვს თუ არა თქვენს შინაურ ცხოველს. ჩვენმა რედაქციამ თქვენთვის მოამზადა მცირე ლექსიკონი, რომელიც თქვენს საყვარელ ცხოველზე ყველაფერს უსიტყვოდ მოგიყვებათ.

1. სფინქსი

ასეთ პოზაში სძინავთ მშვიდ კატებს, რომლებიც სახლში თავს კომფორტულად გრძნობენ. კატა თავის დაცვის საჭიროებას არ გრძნობს, ის ბედნიერია და პატრონის მზრუნველობას გრძნობს.

2. “პური”

სფინქსის მსგავსი პოზაა, მაგრამ ზოგჯერ კატა შუბლს იატაკზე დებს, ზოგჯერ კი თათებს ფუნთუშასავით ალაგებს. ასეთ პოზაში კატები ენერგიას ზოგავენ. შესაძლებელია, რომ კატა მთელი დღის განმავლობაში ძალიან დაიღალა. თუ თქვენს კატას “გოგორას” პოზაში ხედავთ, უმჯობესია არ შეეხოთ მას, აცადეთ მას აღიდგინოს ენერგია.

3. განგაში

მოდუნებული, მხართეძოზე მძინარე კატა ნებისმიერ დროს შეიძლება თათებზე დადგეს და მსხვერპლს დაედევნოს. ეს არის მტაცებლის პოზა, ასე ჩვეულებრივ სძინავთ აქტიურ და ახალგაზრდა კატებს.

4. ინკოგნიტო

ყველაზე დასაძინებლად კომფორტული პოზა კატების უმრავლესობისთვის. ასე ჩვენი ფუმფულა შინაური ცხოველები მუცელს იცავენ – მათ ყველაზე დაუცველ ადგილს. “ინკოგნიტოს” პოზაში ყველაზე კარგად არის კონცენტრირებული სითბო, კუდი კი უსაფრთხოებისთვის არის მუცელთან ახლოს მიტანილი.

5. სუპერვარსკვლავი

თუ თქვენი კატა ზურგზე გაწვა და თათები ჩამოუშვა, შესაძლებელია, რომ იგი ზედმეტი სითბოსგან გათავისუფლებას ცდილობდეს, თუ ოთახში ძალიან ცხელა ან მას ზედმეტად ტკბილად სძინავს.

6. მუცელი ზემოთ

თუ კატამ მუცელი გაჩვენათ ჩათვალეთ, რომ ის გენდობათ. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გააბრაზოთ იგი. არსებობს რისკი, რომ მან საყვარელი თათებიდან ბასრი კლანჭები გამოაჩინოს.

7. მხართეძოზე

ასე კატა თავის პატრონს ძლიერ ემოციურ დამოკიდებულებას აჩვენებს, რადგან ცხოველი თავს მშვიდად და მოდუნებულად გრძნობს.

8. გორგალი

დამალული თათები და კუდით შემოსაზღვრული სხეული. ასეთ პოზაში კატა თავს უსაფრთხოდ, მშვიდად და კომფორტულად გრძნობს. პატრონი ყურადღებით უნდა იყოს, რადგან კატა ამ პოზას მაშინ იღებს, როდესაც რაღაც სტკივა. ყურადღება მიაქციეთ, შეიცვალა თუ არა კატის ქცევები დღის განმავლობაში.

9. შლაგბაუმი

თუ კატა დასაძინებლად მუდმივად საწოლისკენ მიიწევს და თქვენსა და თქვენს პარტნიორს შორის წვება, ის ეჭვიანობას გამოხატავს. ასე შინაური ცხოველი ყურადღებას იქცევს და მიგანიშნებთ, რომ სახლში ყველაზე საყვარელი და მავნებელი ის არის.

მაშ ასე, ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ზოგჯერ რამდენად გვანან კატები თავიანთ პატრონებს. როგორ არ უნდა გვიყვარდეს ეს ფუმფულა საყვარელი ფისუნიები, რომლებთანაც ჩახუტების და მოფერების გარდა არაფერი გვინდა?