ასე აქციეს პატარა ფარეხი მინი-სახლად, ბებიისთვის

ამ პატარა სივრცის გარემონტების პროექტი მაშინ დაიწყო, როდესაც სიეტლში მცხოვრები წყვილი ოჯახის მოხუცი წევრისთვის საცხოვრებელ ბინას ეძებდა. ილგამ და კაილმა შესაფერისი და ხელმისაწვდომი სახლი ვერ იპოვეს, რის გამოც გადაწყვიტეს მათი სახლის უკანა ეზოში არსებული 54 კ/მ ფართობის მქონე გარაჟი დედის საცხოვრებელ სახლად გადაეკეთებინათ. მათ საკუთარ სახლში საკმარისი ადგილი არ ჰქონდათ დედისთვის პირადი სივრცის გამოსაყოფად, რის გამოც გარაჟის პოტენციალი მართლაც იდეალურაც მოეჩვენათ.

ბებიის გარაჟის ექსტერიერი ვერტიკალური კედარის ხის შავი კარკასითაა დაფარული კონფიდენციალურობის შესანარჩუნებლად, ხოლო შიდა სივრცე პლაივუდისა და გაპრიალებული ცემენტის ნაზავითაა გაფორმებული კომფორტული გარემოს შესაქმნელად. სამზარეულო მთლიანად ერთი კედლის გასწვრივაა განთავსებული, რათა მასში ყოფნისას ფანჯრიდან ბაღის ხედით დატკბეთ.

პატარა სახლი დახრილ ჭერზე დამაგრებული სხვადასხვანაირი ნათურებითაა განათებული და მისაღებ, სასადილო, სამზარეულო, საძინებელ და სააბაზანო ოთახებს მოიცავს. სააბაზანოს ზევით გამოკიდებულია სივრცე, რომელზეც კიბითაა ასვლა შესაძლებელი.

ჯერჯერობით, ეს კუთხე საკუჭნაოს ფუნქციას ასრულებს, თუმცა დიზაინერების თქმით იგი მარტივად შეიძლება გადაკეთდეს საოფისე სივრცედაც. იდეალურად გამოყენებული სივრცეების წყალობით, ეს სახლი შეიძლება სხვა შემოსავლის მომტანიც გახდეს ოჯახისთვის.

ასეთი მინიატურული სახლების პროექტები იდეალურ გამოსავალს წარმოადგენს ხელმისაწვდომობი ბინების კრიზისის დროს. ასეთი გადაწყვეტა მართლაც ეხმარება ოჯახს ერთმანეთთან ახლოს ცხოვრებაში და ასევე საკმაოდ კომფორტულ და განმარტოებულ სივრცეს სთავაზობს მის მაცხოვრებლებს. ასეთი პროექტები ასევე იდეალური საშუალებას ქმნის არქიტექტორებისა და დიზაინერებისთვის მათი კრეატიული იდეების წარმოსადგენად.

სამზარეულოდან და მისაღები ოთახიდან საძინებელს მხოლოდ ერთი კუთხე ჰყოფს, რაც პირადი სივრცესაც ქმნის და სახლის საერთო დიზაინსაც ათავისუფლებს. ამ ოთახებს შორის კედლის მაგივრად მხოლოდ მცირე კარადა დგას, რომელიც ვარდისფერი და შავი საღებავებითაა გაფორმებული ვინტაჟური იერის შესანარჩუნებლად. სახლის გვერდითა მხარე ჰოლანდიური კარებითაა გაფორმებული, რომლის ფართოდ გაღებაც სახლში ჰაერის იდეალურად მოძრაობას უწყობს ხელს.