
კაილი ჯენერი კორონავირუსის მიერ გამოწვეული კარანტინის მიუხედავად საკუთარი უძრავი ქონების პორტფოლიოს გადიდებას მაინც აგრძელებს – მან ახლახანს 36.5 მილიონად შეფასებული ვილა შეიძინა ლოს-ანჯელესში. მისი ახალი სახლი მართლაც საოცრად გამოიყურება იმ ფოტოებსა და ვიდეოებში, რომელიც ვარსკვლავმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა.
22 წლის კაილი ჯენერი მის მეგობარ სტასსის შეუერთდა ტიკტოკის ვიდეოების გადაღებისას, სადაც მან საკუთარი ახალი სახლის ტური წარმოგვიდგინა ვიდეოკლიპების საშუალებით. მათში ასახულია გიგანტური სახლის ინტერიერი და შთამბეჭდავი საცურაო აუზიც.
კლიპი მისაღებ ოთახში იწყება, შემდეგ კი მასში მდიდრული სააბაზანო და ტერასაა ასახული, რომელზეც ბუხარიც კია მოთავსებული. სახლი ირგვლივ ევლება საცურაო აუზს, რომელიც გაფორმებულია მზის აბაზანების მისაღები კუთხეებით, სასადილო ნაწილით და სავარჯიშო დარბაზით. აქ ასევე შეხვდებით გიგანტურ ეკრანს, რომელზეც ფილმების ყურებაა შესაძლებელი.
კაილის ახალი ქონება 990 კ/მ-ს მოიცავს და მასში ჯამში 7 საძინებელი და 14 სააბაზანოა მოწყობილი. აქ ასევე განთავსებულია სამზარეულო, ბარი, თამაშების ოთახი, სპორტული კორტები და სახლის კინოთეატრი პროექტორით. სახლის ტერიტორიაზე ასევე შეხვდებით სტუმრებისთვის განკუთვნილ ორ აპარტამენტს.
ამ გიგანტურ შენაძენთან ერთად ცნობილი ვარსკვლავი კიდევ უამრავ მდიდრულ ქონებას ფლობს. მისი მეორე სახლი კალიფორნიაში მდებარეობს, სადაც ასევე დედამისის მეორე სახლია განთავსებულიკ. გავრცელებული ინფორმაციით კაილი ჯენერმა აქამდე ორი სახლი იყიდა და გაყიდა ასევე კალიფორნიის რეგიონში და 2018 წელს ბევერლი ჰილზში მის ყოფილ შეყვარებულთან ერთად ასევე გიგანტური სახლიც შეიძინა.
ესეც სახლი ზემოდან: