თქვენივე კეთილდღეობისთვის: როგორ გამოვიყენოთ ჩინური ფილოსოფია სახლში

სახლის ინტერიერის დაგეგმვისას სივრცის პოზიტიურად მოწყობა მართლაც მნიშვნელოვანია. ფენ შუი ძველ ჩინურ მეთოდს წარმოადგენს, რომლის დახმარებითაც სახლში ენერგიის დაბალანსება შეგიძლიათ მეცნიერული გამოთვლების დახმარებით. ეს მართლაც საკმაოდ მარტივი გზა გახლავთ თქვენს ცხოვრებაში დადებითი ენერგიისა და კომფორტული სივრცის შემოსატანად. ფენ შუის წესები კონკრეტული სივრცის ფართობზეა დამოკიდებული, თუმცა მისი გამოყენების გენერალური მეთოდები ასეთია:

1. შეამოწმეთ მთავარი ნივთების პოზიციები

ფენ შუის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი მნიშვნელოვანი ობიექტების სწორად განლაგებაა. ლოგინი თქვენ წარმოგადგენთ, მაგიდა თქვენს კარიერას, ხოლო გაზქურა თქვენს ქონებას. თქვენ შეიძლება ვერ მოახერხოთ გაზქურის გადაადგილება, მაგრამ ამ სამი ავეჯის განლაგების მთავარი პრინციპი ისაა, რომ მათი გამოყენებისას აუცილებლად უნდა ხედავდეთ კარებს. შეიძლება ლოგინი ან მაგიდა პირდაპირ კარებს არ უყურებდეს, თუმცა არც მისგან ზურგით ყოფნა არ უნდა გიწევდეთ მათი გამოყენებისას.

2. იმოძრავეთ ვერტიკალურად

შემატეთ თქვენს ინტერიერს ვერტიკალური ფორმები და ხაზები, რადგან ეს გაზრდასა და განვითარებას ასახავს. ამის გაკეთება შეგიძლიათ შუქის წყაროს დამატებით, რომელიც სინათლეს ჭერისკენ მიმართავს. ასევე კარგი იდეაა მაღალი თაროების გაკეთება და ოთახის კუთხეში პატარა ხის დადგმა, რაც ოთახს უფრო მაღალს გამოაჩენს.

3. შეინარჩუნეთ სისუფთავე

ფენ შუის მიხედვით ოთახში დაყრილი ზედმეტი ნივთები სახლში ენერგიის შემოსვლისთვის საჭირო ადგილს იკავებს. შესაბამისად მისი მიხედვით აუცილებელია ყოველდღე დაალაგოთ თქვენი სამუშაო სივრცე, რითაც თქვენი ინტერიერი ნაკლებ სტრესს გამოიწვეს და ასევე ქაოტურ სიტუაციებში უფრო დამამშვიდებელ ეფექტს მოახდენს თქვენზე. ასევე აუცილებელია ფანჯრების გაწმენდა მზის შუქის კარგად შემოსვლისათვის.

4. დაალაგეთ შესასვლელი

შესასვლელი იმ გზას წარმოადგენს, რომლითაც ენერგია შემოდის თქვენს ცხოვრებაში. მოაშორეთ ამ სივრციდან ზედმეტი ნივთები, გადაწმინდეთ მტვერი და თუ სივრცე საშუალებას გაძლევთ, მაშინ დაამატეთ შესასვლელ ოთახს ყვავილები და ნახატები. აუცილებელია შექმნათ თარო ფეხსაცმელებისთვის, საკიდები ქურთუკებისთვის და უჯრები ქოლგისა და მსგავსი აქსესუარებისთვის, რათა ყველა საჭირო ნივთს თავისი ზუსტი ადგილი ჰქონდეს.

5. მოიშორეთ წინაღობები

სახლის ყველაზე ხშირად გავლილი მონაკვეთები, მაგალითად საძინებლიდან აბაზანამდე არის თუ არა თავისუფალი წინაღობებისგან? ასეთ მნიშვნელოვან გზებზე არ უნდა დადგათ მაგიდები და მსგავსი წინაღობები. გახადეთ სახლში მოძრაობა ყველაზე მოქნილი ავეჯის გადაადგილების წყალობით, რათა მნიშვნელოვანი წერტილიდან მეორე მნიშვნელოვან ადგილამდე მისვლისას არ გიწევდეთ სკამების და მსგავსი ობიექტების შემოვლა.

6. დაამატეთ ყვავილები

სახლში რაც უფრო მეტ ყვავილს განალაგებთ, მით უფრო ენერგიული ცხოვრების წესი გექნებათ. მცენარეები ყოველთვის პოზიტიური გავლენის მომტანია თქვენს ცხოვრებაზე.

7. გამოიყენეთ მეტალი

სახლში მეტალის ელემენტების გამოყენება გეხმარებათ უკეთესად აზროვნებაში, ფიქრების დალაგებაში და მშვიდი და დაბალანსებული ენერგიით ცხოვრებაში. შეიძინეთ დეკორატიული ჯამები, ძეგლები და პატარა სკულპტურები ოთახებისთვის მეტალის ეფექტის მისანიჭებლად.