
კარდაშიანების ოჯახი მართლაც სამაგალითო ვარსკვლავების ჯგუფად ითვლება, სოციალური დისტანცირების საკითხში. ისინი სოციალური ქსელების დახმარებით, რეგულარულად მოუწოდებენ ფანებს სახლში დარჩენისკენ, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად. თანაც, მათ მართლაც შესანიშნავი სახლები აქვთ კარანტინის დროს შინ დასარჩენად. მათ აპარტამენტებში შეხვდებით სავარჯიშო დარბაზებს, კინოს დარბაზებს, საცურაო აუზებსა და ბარებს კიდევ უამრავ გამორჩეულ ასპექტთან ერთად. სწორედ ამიტომ ღირს დაათვალიეროთ კორტნის, კიმის, ქლოის, კაილის, კენდალის და კრისის სახლების ინტერიერი:
კაილი ჯენერი
კაილის სახლის შესასვლელი შთამბეჭდავადაა გაფორმებული შავ-თეთრი ფოტოებითა და კიბით.
მას საკუთარი ბარიც აქვს, რომელიც ნეონის შუქებით და შავი მარმარილოთია გაფორმებული.
მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელის სახლი მოიცავს დიდ წრიულ ტერასას, რომელიც სავარძლებითაა გაფორმებული.
კაილის მაკიაჟის ოთახი ვარდისფერი სავარძლებითა და ასევე ნეონის ტექსტებითაა გაფორმებული. იგი სწორედ აქ მდებარე სარკის წინ ემზადება წითელი ხალიჩისთვის.
აქ ასევე შეხვდებით ენდი უორჰოლის, დამიენ ჰირსტის და ტრეისი ემინის ნამუშევრებს. თვითონ სახლის დიზაინი მარტინ ლაურენსის მიერაა შექმნილი და დიზანი 21 წლის ვარსკვლავის ხასიათს ასახავს.
დედამისის მსგავსად კაილისაც ერთი ოთახი მთლიანად მისი ჩანთების კოლექციისთვის აქვს დათმობილი შუშის კედლებითა და მასშტაბური თაროებით.
მისი შვილის ოთახში შეხვდებით სათამაშოებისა და წიგნებისთვის განკუთვნილ ღია თაროებს.
კიმ კარდაშიანი
კიმ კარდაშიანი მის მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობს. უახლესი ინტერვიუს ვიდეოში მან საოცარი სამზარეულოს და მისაღები ოთახის ინტერიერი წარმოადგინა, რომელიც გაფორმებულია ცენტრალური კუნძულებითა და ალუმინის ორნამენტებით. აქ ასევე შეხვდებით ორიგინალურ სასადილო მაგიდასაც.
2020 წელს კიმმა ფანებს საიდუმლო მეორე სამზარეულოც წარმოუდგინა, სადაც ოჯახისთვის კერძებს პროფესიონალი მზარეულები ამზადებენ. ეს მეორე სამზარეულო უფრო მეტად რესტორნის სამზარეულოს მოგაგონებთ, მეტალის კარადებითა და გიგანტური მაცივრით. ვარსკლავმა ფანებს ასევე წარმოუდგინა მისი შთამბეჭდავი გარდერობიც, რომელიც მაღაზიას მოგაგონებთ თავისი ღია თაროებითა და მართლაც ძალიან დიდი აქსესუარების კოლექციით.
სახლის დანარჩენი ნაწილის მოწყობა კიმმა და კანიემ უფრო მინიმალისტური ესთეტიკის სტილით გადაწყვიტეს. ამის გამო აქ შეხვდებით დიდ სააბაზანოებს ნაცრისფერი ცემენტის აბაზანებით და პირსაბნებით.
კორტნი კარდაშიანი
კორტნი კარდაშიანსაც აქვს აქსესუარებით სავსე ისეთი გიგანტური გარდერობი, რომელზეც ყველა ქალი ოცნებობს.
მისი სამზარეულო ძალიან თანამედროვე სტილითაა მოწყობილი და ღია თაროებითაა გაფორმებული. აქ შეხვდებით მეტალით გაფორმებულ სამზარეულოს მდიდრულ ტექნიკასაც.
კორტნის სახლი ასევე გიგანტური და ლამაზი ბაღითაც გამოირჩევა საცურაო აუზთან ერთად. სწორედ ბაღშია განთავსებული ბავშვების სათამაშო საოცარი სახლიც, სადაც ბავშვები ტექნოლოგიებთან ურთიერთობის გარეშე ისვენებენ.
3 შვილის დედას ადრე ნათქვამი აქვს, რომ მას ინტერიერის დიზაინერობა სურს, რაზეც მისი შთამბეჭდავი გემოვნებით მოწყობილი მისაღები ოთახიც მეწყბელებს. ეს სივრცე მოიცავს წიგნებით სავსე თაროებს, ყავის მაგიდებს და სავარძლების შუაში განთავსებულ ბუხარს.
კორტნიმ ფანებს ასევე მის მიერ მოწყობილი სტუმრების ოთახიც წარმოუდგინა, სადაც მას ჰოტელის ატმოსფეროს შექმნა სურდა ზედმეტი გადასაფარებლებით, ხალათებით, პირსახოცებითა და წყლის ბოთლებით.
კენდალ ჯენერი
კენდალი ბევერლი ჰილზში მდებარე სახლში ცხოვრობს, რომელიც მან 2017 წელს ჩარლი შინისგან იყიდა. მისი დის სახლის ინტერიერი კორტნიმ გააზიარა სოციალუ ქსელებში. ფოტოებში ასახულია მისაღები ოთახის ინტერიერი, რომელიც გაფორმებულია ვარდისფერი სავარძლებით, ყავის ხის მაგიდით და მერლინ მონროს პორტრეტებით კედელზე.
კორტნიმ ასევე კენდალის საკუჭნაოს ფოტოც გამოაქვეყნა, რომელშიც ასახულია გამხმარი და გამომშრალი ხილის და კრეკერების შუშის ქილებით სავსე თაროები.
კენდალის სააბაზანო მართლაც საოცნებო სივრცეს წარმოადგენს ოთახის ცენტრში დადგმული მოოქროვილი აბაზანით.
კლოე კარდაშიანი
კლოე კარდაშიანმა მართლაც ძალიან ლამაზი ოთახი მოაწყო მისი ქალიშვილისთვის. ის გაფორმებულია ვარდისფერი სქემით და საწოლით.
ქლოეს ქალიშვილის ოთახში შეხვდებით ბალიშებით სავსე დიდ დივანს, ფუმფულა სათამაშოებს და კრემისფერ ხალიჩას იატაკზე.
კლოე კარდაშიანს ასევე მართლაც უმაღლესი კლასის სავარჯიშო დარბაზი აქვს, რომელიც აღჭურვილია მრავალფეროვანი კარდიოს აქსესუარებით და წონებით სავარჯიშო ტექნიკით.
მან ახლახანს გამოაქვეყნა მისი საკუჭნაოს ფოტოებიც, რომელშიც ასახულია იდეალურად ორგანიზებული შუშის ქილები და იატაკიდან ჭერამდე თაროებით დაფარული კედლები.
კლოეს ინტერიერი დიზაინერმა ასევე გამოაქვეყნა ვარსკვლავის სახლის კინოთეატრის ფოტოები, რომელიც მართლაც იდეალური სივრცეა განსატვირთათ. იგი გაფორმებულია რბილი სავარძლებითა და მთლიანი კედლის ზომის გიგანტური ეკრანით.
კრის ჯენერი
კრის ჯენერს სურდა მის სახლში დამამშვიდებელი ესთეტიკის მქონე ინტერიერი ყოფილიყო, რის გამოც მისი მისაღები ოთახი მონოქრომული ფერების სქემითა და მეტალიკური აქცენტებითაა გაფორმებული.
მისი ფავორიტი დასასვენებელი ოთახი სახლში ეს სივრცეა, ლიზის პორტრეტითა და ბაკარატის ჭაღით. ორი სავარძლითა და ყავის მაგიდით გაფორმებული კუთხე მართლაც მყუდროდ გამოიყურება.
კრის ჯენერი კალიფორნიაში მეორე სახლსაც ფლობს. მისი ინტერიერი სატელევიზიო შოუში იქნა ნაჩვენები. გადაცემაში სახლი, რომელსაც შვიდი საძინებელი, დიდი სამზარეულო და მისაღები ოთახი, საცურაო აუზი და იდეალური ხედი აქვს, რამდენიმე ეპიზოდში იქნა წარმოდგენილი.