აი, ასეთი იქნება მომავლის კომერციული შენობები: ვუფრთხილდებით ეკოლოგიას

Cube Berlin დანიური ფირმა 3XN-ის მიერ აშენებული უახლესი ოფისია, რომელიც 25 წლის წინ მოფიქრებული ორიგინალური სქემის მიხედვითაა აგებული. იგი ვაშინგტონის მოედანზე მდებარეობს და ფირმის დამაარსებლის თქმით სწორედ ამ არის ვიზუალურ გამოცოცხლებაზე ზრუნავს საკუთარი ექსტერიერით. შენობას გატეხილი კუბის ფორმა აქვს და მისი ფასადი იდეალურად ირეკლავს ქუჩისა და ცის ხედს. თანაც, შუშის ექსტერიერი ასევე მის შიგნით განთავსებული ოფისებისთვის იდეალურ ტერასასაც ქმნის.

დიზაინერების თქმით ეს შენობა ეწინააღმდეგება იმ მითს, რომლის მიხედვითაც შუშის ფასადიანი შენობები ნაკლებად ეფექტურია. თუმცა, 3XN ამ პრობლემას საკმაოდ ჭკვიანურად მიუდგა და შენობის დიზაინის შექმნისას ერთგვარი ორმაგი ფასადი შექმნა.

როგორც წესი, შუშის შენობები, კლიმატის კონტროლის საკითხში, საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს გარემოს, რადგან მათი ექსტერიერი მზისგან მიღებულ მხურვალებას არაეფექტურად ებრძვის. ორიგინალური არქიტექტურული გადაწყვეტის წყალობით კუბში მზის სინათლის მაკონტროლებელი პანელები გარე ფასადზეა მოთავსებული შიდა ექსტერიერის მაგივრად. ეს შენობას ხელს უწყობს ტემპერატურის უკეთესად კონტროლში და სივრცის ნატურალური გზით განიავების უფრო ხანგრძლივი პერიოდის ქონაში.

სწორედ ასეთი მექანიკური და თანამედროვე სისტემების წყალობით ეს ახალი საოფისე შენობა 25 პროცენტით უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს ვიდრე სტანდარტული ეკო-მეგობრული შენობები.

ჭკვიანურ ექსტერიერთან ერთად, კუბი ასევე ჭკვიანი ციფრული ტვინითაც გამოირჩევა. მთელი შენობა ერთი სისტემით იმართება, რომელზე წვდომაც მისი მომხმარებლებისთვის ერთი აპლიკაციის წყალობითაა შესაძლებელი. ამ აპლიკაციის წყალობით ოფისის პატრონებს შეუძლიათ შეამოწმონ და შეცვალონ ოფისის ტემპერატურა, შეამოწმონ მათი ელექტრიკული მანქანების ან ველოსიპედების დატენვის დონე გარაჟში და ეკონტაქტონ სხვა ოფისის მფლობელებსაც კი.

აპლიკაციაში შესრულებული თითოეული აქტივობა შენობის სისტემის ციფრული ტვინის მიერ მუშავდება და იგი ოფისის მომხმარებლების ჩვეულებებს იმახსოვრებს ამის წყალობით. სწორედ ასეთი მოხერხებული ალგორითმის წყალობით შენობას ავტომატურად შეუძლია მისი სისტემების მუშაობაში ცვლილებების შეტანა მაქსიმალური მოხერხებულობისთვის.

სისტემის ავტორის თქმით, ლიფტის, ვენტილაციის, გაგრილებისა და კარების მართვის სისტემების მუშაობის მიერ მიწოდებული ინფორმაცია აღნიშნულ შენობაში ერთი პლატფორმის მიერ მუშავდება მაშინ, როდესაც ასეთ ასპექტებს სხვა შენობაში განცალკევებით ამონტაჟებენ. ასეთი მოხერხებული დიზაინის წყალობით დიზაინერები აპლიკაციისთვის მალე უფრო ახალი სერვისებისა და ელემენტების დამატებასაც გეგმავენ.

ბერლინური კუბის ციფრული ტვინი სამომავლოდ ოფისებში ეკო-მეგობრული ტექნოლოგიების უკეთ გამოყენების მართლაც იდეალურ საშუალებას იძლევა. თანაც, კორონავირუსის პერიოდში გახსნილი ახალ ორიგინალურ საოფისე შენობაზე დაკვირვება გვასწავლის იმას, თუ როგორ ვეგუებით ახალი ცხოვრების წესს კარანტინის პერიოდში.