რამდენად შეიძლება ფასობდეს ჩვენი ბებიების სერვანტების შიგთავსი

“ამას წინათ ბებიის ძველი სახლის სხვენს ვასუფთავებდი. რა აღარ ვიპოვე იქ! განსაკურებით გამაკვირვა ძველმა ჭურჭელმა. უცნაურია, მაგრამ ბევრი რამ საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია შემონახული. მაგალითად, “მადონას” კომპლექტი თითქმის სულ ახალია, მხოლოდ რამდენიმე ფინჯანია ოდნავ გატეხილი.

ახლა ანტიკვარების შემგროვებლები მზად არიან სულიც კი გაყიდონ იმ დროინდელი ჭურჭლის სანაცვლოდ. ჩემი ნაცნობი მყიდველი, ბენჟამინი უკვე მეორეე წელია მემუდარება თევზის ფორმის ჭურჭლის ნაკრების მიყიდვას, მაგრამ ყოველ ჯერზე თავს ვიკავებ, ძალიან არ მინდა მისი გაყიდვა.”

1. ძველი ჭურჭელი

დღეს ჩვენმა რედაქციამ მოგიმზადათ საბჭოთა პერიოდის ანტიკვარიატები, რომლებიც შეგიძლიათ დღევანდელ დროში კარგ ფასად გაყიდოთ. ვინ იფიქრებდა, ზოგი კი ასეთ ნივთებს დაუფიქრებლად ყრის ნაგავსაყრელზე!

2. საბჭოთა კომპლექტი

საბჭოთა კავშირის არსებობის დროს ფაიფურის ნაკრები თითქმის ყველა ოჯახის სერვანტებში ელაგა და არა მხოლოდ სახლის დეკორაცია, არამედ კარგი ფინანსური მდგომარეობის ნიშანიც იყო. თუმცა, მათ მხოლოდ დღესასწაულებზე იყენებედნენ.

მაგრამ ფრთხილი დამოკიდებულების მიუხედავად, ზოგი მსხვრევადი ფაიფურის ობიექტი მაინც ტყდებოდა, იბზარებოდა ან იკარგებოდა. დღესდღეობით რთულია საბჭოთა პერიოდის სრულად შემონახული ფაიფურის ნაკრების პოვნა თვალსაჩინო დაზიანებების გარეშე.

ყველაზე მეტად ფასობს “მადონას” კომპლექტი. ამ კომპლექტის თვისებად შეიძლება ჩაითვალოს რეტრო სტილში შესრულებული ნახატები. კომპლექტში შემავალი სუფრის ყველა ელემენტი ნახევრად შიშველი გოგონების გამოსახულებებით არის მორთული. ფრესკის ნიმუშები მოოქროვილია. თავად ფაიფური ამ კომპლექტში საკმაოდ მაღალი ხარისხისაა, ისევე როგორც საბჭოთა პერიოდში გამოშვებული ყველა ჭურჭელი.

48 ნივთისგან შემდგარი “მადონას” კომპლექტის სანაცვლოდ შეგიძლიათ 450 ევრო მიიღოთ. ჩაის კომპლექტ “ოლიმპიადას” (Likino-Dulyovo-ს წარმოება) 5 ადამიანზე  აუქციონზე 136 და უფრო ძვირად აფასებენ.

3. ბროლი

ბროლმა ასევე დაიკავა საპატიო ადგილი საბჭოთა სერვანტებში. ბროლის ჭურჭეს ფრთხილად რეცხავდნენ და თვალსაჩინო ადგილას ათავსებდნენ, როგორც სიმდიდრის და კარგი მატერიალური მდგომარეობის ნიშანი. ახლა ბროლის კომპლექტის გამოჩენა ღია კარადებზე ითვლება როგორც, თუ არა ვულგარულ, მაშინ ცუდ ფორმად.

ასეთი ჭურჭლის უმრავლესობამ დაკარგა ღირებულება, მაგრამ არსებობს გამონაკლისები. მაგალითად, რევოლუციამდელი ბროლი 40-დან 500 ევრომდე ფასობს.

4. ჭიქების სადგამი

აღმოჩნდა, რომ ძველებური ჭიქების სადგამი შეიძლება ნამდვილი საგანძური გახდეს! ყველაზე ფასეულად მიიჩნევა ვერცხლისგან დამზადებული ავტორის ბრენდის სადგამები. ვერცხლის სადგამი “გედები” ვერცხლის სახელურით შეიძლება დაახლოებით 200 ევრო ღირდეს, ხოლო კუპრონიკელის სადგამის “სპარტაკიადა 1959” სანაცვლოდ 19 ევროს მიიღებთ.

5. სამოვარი

სამოვარიდან ჩაის დალევა ერთი სიამოვნება იყო! ელექტრო ჩაიდნების გაჩენის შემდეგ, სამოვარებზე მოთხოვნა, რა თქმა უნდა, შემცირდა. მაგრამ მისი 250 წლიანი ისტორია მოსვენებას არ აძლევს არა მხოლოდ სიძველეების მოყვარულებს, არამედ ჩვენს თანამემამულეებს და უცხოელ სტუმრებს. სამოვრები წარმოდგენილია როგორც სუვენირები, პრეზენტები და საჩუქრები.

ჩვეულებრივი ნიკელის ან სპილენძის სამ ლიტრიანი სამოვარი ფოსოებით, ნაკაწრებით და ჩიპებით 10 ევროზე მეტი არ ღირს, მაგრამ ნიკელის 7 ლიტრიანი სამოვარისთვის მცოდნეები მზად არიან დაახლოებით 150 ევრო გადაიხადონ.

6. თუჯის ჭურჭელი

ნამდვილი საბჭოური თუჯი ახლა საკმაოდ ძვირად ფასობს! თუ ასეთ ტაფას წყალში დიდი ხნით არ გააჩერებთ და მასში საჭმელს არ შეინახავთ, თუჯის ტაფა შეიძლება 100 წლამდეც კი გემსახუროთ. ამბობენ, რომ დროთა განმავლობაში, ამ ჭურჭელში მომზადებული კერძები უფრო და უფრო გემრიელი ხდება.

12 ლიტრიანი თუჯის ჭურჭელი სახურავთან ერთად, შეგიძლიათ დაახლოებით 60 ევროდ გაყიდოთ, თუჯის ტაფა ქათმის შესაწვავად – 90 ევროდ, უსახელურო ტაფა კი 28 ევროდ.

7. საცხობი ფორმები

გახსოვთ კაკლის ფორმის ორცხობილა მოხარშული შესქელებული რძის გულსართით? ადრე ასეთი ტკბილეულის მოსამზადებლად დიასახლისები ყიდულობდნენ სპეციალურ საცხობ ფორმებს. მე კი სახლში ამას გარდა აღმოვაჩინე ვაფლის საცხობი მოწყობილობაც, რომელიც თხელი ვაფლის მოსამზადებლად არის განკუთვნილი და დღესაც მასში ვაცხობ ხოლმე.

დღეს ასეთი ფორმების სავარაუდო ღირებულება ასეთია: კარგ მდგომარეობაში შემონახული საცხობი ფორმა “კაკალი” – 80-96 ევრო. საცხობი ფორმა “კაკალი” ძალიან გაცვეთილ მდგომარეობაში –  12-15 ევრო.

8. ძველი პირექსის ჭურჭელი

ამ ფრანგული ბრენდის ცეცხლგამძლე ჭურჭელი ახლაც პოპულარობით სარგებლობს დიასახლისებში. თუმცა, მზარეულისთვის, განსაკუთრებულად ფასობს 20 წლის და უფრო მეტის ჭურჭელი.

ასეთი ჭურჭლის ღირებულება 12-დან 150 ევრომდეა.

9. ნაძვის ხის სათამაშოები

კოლექციონერებში იზრდება მოთხოვნა საბჭოთა პერიოდის საახალწლო სათამაშოებზე. ყველაზე მეტად ფასობს არა შუშის ან ფაიფურის სათამაშოები, არამედ ბამბის, რომლებიც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში დამზადდა და ბურთები პროპაგანდისტული წარწერებით.

მათი ფასი 20-დან 185 ევრომდეა.

ვინტაჟური ნივთები კვლავ მოდაშია! იმ დროინდელი ძველი ჭურჭელი ახლაც შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ მათ კარგად მოუვლით, შეიძლება თქვენს შვილიშვილებსაც კი გამოადგეთ, რადგან მოგეხსენებათ, რომ მასალა, რომლისგანაც ეს ჭურჭელი მზადდებოდა, უმაღლესი ხარისხის იყო.