
ობობების უმეტესობა ღია ცის ქვეშ ცხოვრობს, მაგრამ არსებობენ ისეთებიც, რომლებსაც მოსწონთ ადამიანებთან თავშესაფრის გამოყენება. ყველაზე ხშირად, ბინებსა და სახლებში გრძელფეხა თივის ობობები სახლდებიან (ისინი აბამენ არეულ ქსელებს), ასევე შავი შინაური ობობა და ნაცრისფერი შინაური ობობა (ისინი ცდილობენ გააბან კოხტა, სტრუქტურული ქსელები).
ისინი, ვისაც ნიშნების სჯერათ, არასოდეს გადევნიან ობობებს სახლიდან. ობობა სახლში მომავალი სიმდიდრის და კარგი მატერიალური მდგომარეობის ნიშანია. თუ ობობა დაგესიზმრათ, ძალიან მალე მიიღებთ ფულის ქვითარს. ასევე ამბობენ, რომ ობობები ნეგატიური ენერგეტიკის მქონე ადგილებში იყრიან თავს და სახლის პატრონს დაზიანებისგან იცავენ.
როგორ მოვიშოროთ სახლიდან ობობები
ობობები, რომლებიც ჩვენს სახლებში ცხოვრობენ, დიდ ზიანს არ აყენებენ ადამიანებს და ცდილობენ თავიდან აიცილონ ადამიანებთან კონტაქტი. პირიქით: ისინი გეხმარებათ ჩრჩილის, ბუზების და სხვა პატარა მწერების წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ ობობის ქსელები ოთახის კუთხეებში, რამდენად ლამაზადაც არ უნდა იყოს ის გაბმული, და ფეხსახსრიანების პოპულაციის ზრდის პერსპექტივა ცოტა ადამიანს თუ სიამოვნებს.
თუ სახლში ბევრი ობობა გაჩნდა, ნიშნავს, რომ მათ იპოვეს საკვების მუდმივი წყარო. ამიტომ, თუ ობობებისგან გათავისუფლების საჭიროება გამოჩნდება, უნდა გაარკვიოთ, კიდევ რა სახის მწერებმა დაიდეს ბინა თქვენს სახლში და ალყაში მოაქციეთ ისინი.
იმისთვის, რომ ობობები აიძულოთ დატოვონ თქვენი სახლი, მხოლოდ ქსელის გაწმენდა არ არის საკმარისი. ეს შრომისმოყვარე მწერები ძალიან ჯიუტები არიან და ადვილად გააბამენ ახალ ქსელს. მაგრამ არც ქიმიკატების გამოყენებაა აუცილებელი. ჩვენმა რედაქციამ იცის რამდენიმე ეფექტური გზა, რომლებიც დაგეხმარებათ ორჯერ უფრო სწრაფად აიძულოთ ობობები დატოვონ თქვენი სახლი.
1. პიტნის ეთერზეთი – ყველაზე პოპულარული საშუალება ობობებთან საბრძოლველად. ისინი მას ვერ იტანენ! ნატურალური რეპელენტის მოსამზადებლად, 100 მლ წყალს დაუმატეთ 2-5 მლ ეთერზეთი, ნარევი ბოთლში ჩაასხით და კარგად შეანჯღრიეთ. მომდევნო დასუფთავების დროს ამ საშუალებით დაამუშავეთ ფანჯრებისა და კარების კუთხეები, ზღურბლები და კიდეები. შემდეგ პროცედურა 2-3 დღეში გაიმეორეთ.
ნახავთ, ობობები სულ მალე დაიწყებენ მათთვის შესაფერისი სახლის მოძებნას, თქვენი სახლი კი დიდებული არომატით გაჯერდება!
2. ძმარი უნივერსალური დამხმარეა სისუფთავის დამყარებასა და მწერებთან ბრძოლაში. გარდა ამისა, მას სადეზინფექციო თვისებები აქვს და ებრძვის უსიამოვნო სუნს, ობობებს ის არ უყვართ. ჩაასხით ძმარი პატარა თასში და დადგით სახლის კუთხეებში, შეგიძლიათ კარადაშიც დადგათ.
3. წაბლი. წაბლის სუნი ობობებს აფრთხობს. დანაყეთ რამდენიმე წაბლი და მოათავსეთ იმ ადგილებში, სადაც ფიქრობთ რომ ობობები ბუდობენ.
4. ბორის მჟავა. იგი ფხვნილის სახით ძალიან დაბალ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ, რომელიც წყალში უნდა გაზავდეს. ჩვეულებრივ, იგი წარმატებით გამოიყენება ტარაკნების დასაფრთხობად, მაგრამ არც ობობებს მოსწონთ ის. პატარა ჭურჭელში ჩაასხით იგი და სახლის ისეთ კუთხეში დადეთ, სადაც ბავშვები და შინაური ცხოველები ვერ მიწვდებიან.
5. ციტრუსი. სასიამოვნო ლიმონის ან ფორთოხლის არომატს ობობები ვერ იტანენ. ფორთოხლის ან ლიმონის ქერქის ნაჭრები სახლის სხვადასხვა კუთხეში განათავსეთ და ობობები არც ერთ წამს აღარ გაჩერდებიან იქ.
6. კაკალი. თბილ, მყუდრო სახლში, სადაც ბევრი საკვებია, ბერძნული კაკლის სუნი ნებისმიერ ობობას დააფრთხობს. დანაყეთ რამდენიმე კაკალი და განათავსეთ იქ, სადაც ფიქრობთ, რომ ობობები ცხოვრობენ.
რედაქციის რჩევა
სანამ ობობები ერთხელ და სამუდამოდ დატოვებენ თქვენს სახლს, სახლში გენერალური დასუფთავება ჩაატარეთ. სველი ქსოვილით გაწმინდეთ ყველა კუთხე: დივნის უკან, კარადის უკან, საცხოვრებლის ყველა მიუწვდომელ ადგილას. გარდა ამისა, ნათელი შუქი მწერების პროვოცირებას ახდენს და იტყუებს მონადირე ობობებს. ამიტომ, ყოველ საღამოს დახურეთ ფანჯარა ჟალუზით ან ფარდები ჩამოაფარეთ. აქ წებოვანი ხაფანგები უძლურია, უმჯობესია ისინი ულტრაბგერითი საფრთხობელებით ჩაანაცვლოთ. რეგულარულად ჩაატარეთ სველი დასუფთავება, რათა თავიდან აიცილოთ დაუპატიჟებელი სტუმრების ხელახალი გამოჩენა.