
ზოგჯერ ბუნება ისეთ სპეციალურ ეფექტებს გვთავაზობს, რომელიც ჰოლივუდის ჰიტებში მოხვედრას იმსახურებს. ასეთი სანახაობების შექმნისთვის ხშირად რამდენიმე ფენომენის დამთხვევაც კია საჭირო. მათი დანახვისას იმაზე გვიწევს დაფიქრება, თუ სად ვცხოვრობთ, დედამიწაზე თუ ზღაპარში?
კომეტის გადაფრენა Stonehenge-ის თავზე
ამ კომეტამ მზეს 1997 წელს შემოუარა და ისეთი კაშკაშა იყო, რომ მისი დანახვა შიშველი თვალით 18 თვის განმავლლობაში, რეკორდული დროით იყო შესაძლებელი.
სამოთხეში ასასვლელი კარიბჭე
ეს მაგიური მოვლენა მაშინ ჩნდება, როდესაც პატარა ყინულის კრისტალების დიდი რაოდენობა ორთქლდება ავსებს ღრუბლებს და მის აორთქლებას იწვევს:
ნისლის ცისარტყელა
ეს ცისარტყელის ალბინოს ძმასს გავს. იგი წვეთების მაგივრად ნისლის ნაწილაკებისგან იქმნება და პატარა ზომის გამო მხოლოდ თეთრი ფერის არეკლვას ახერხებს, რის გამოც ასეთ მისტიურ იერს იღებს.
ლავა ჰავაის სანაპიროზე
2018 წელს კილაუეას ვულკანი ამოიფრქვა ჰავაიში და მისი ნარჩენები წყნარ ოკეანეს მიწვდა. ცხელი ლავის ფანტანმა ჰავაის უდიდესი ბუნებრივი ტბაც გაანადგურა და სანაპიროებზე წყლის მაგივრად სწორედ თვითონ გამოვიდა.
1976 წელს მზესთან ახლოს ჩავლილი კომეტა
ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ობიექტი, რომელმაც მზის სისტემაში გაიარა, სწორედ ეს კომეტა გახლდათ. იგი ოთხ ფრაგმენტად გაიყო და ამის გამო საოცარი სანახაობა შესთავაზა მის მაყურებელს.
ვულკანური ჭექა-ქუხილი
ვულკანი ამოფრქვევისას ცაში ძალიან სწრაფად ისვრის ცხელ გაზს და ფერფლს. ზოგჯერ მათი მაღლა ასროლის ძალა იმდენად დიდია, რომ მათი ცხელ ტემპერატურასთან შეხებისას გასაოცარი ელვის შოუ წარმოიქმნება.
ჩანჩქერის იშვიათი ცისარტყელა
ეს უიშვიათესი შემთხვევა ფოტოშოპს გავს, თუმცა სინამდვილეში ჩანჩქერის წვეთების მზეზე არეკვლის უნიკალური ფენომენის შედეგია.
გაყინული ტალღები ხორვატიის სანაპიროზე
2012 წელს გიგანტურმა შტორმმა ეს ტალღები წარმოშვა, შემდეგ კი ისინი გაყინა კიდეც. სწორედ ამ ეფექტმა გამოიწვია ხორვატიის სანაპიროების დაფარვა კრემის მსგავსი უნიკალური ყინულის ზედაპირით.
უდაბნომ სიცოცხლე დაიბრუნა და ყვავილებით დაიფარა
ასეთი ყვავილების აფეთქება კალიფორნიაში 10 წელში ერთხელ ხდება. მისი წარმოქმნისთვის საჭიროა იდეალური შტორმის კონდიციები: რეგულარული წვიმა, თბილი ტემპერატურა და მსუბუქი ქარი.
მზის სვეტები ჩუკჩის ზღვის თავზე
ამ უნიკალურ ფენომენბს ატმოსფეროში გაშეშებული პატარა ყინულის კრისტალები იწვევს. მზის ჩასვლისას მისი სხივები მათზე ბოძის ფორმით ირეკლება.
სისხლიანი მთვარის ამოსვლა პანთეონის უკან – 2018 წელი
2018 წელს დეკადების განმავლობაში პირველად დაემთხვა ერთმანეთს მთვარის დაბნელება და სუპერმთვარე, რის გამოც ცაზე ასეთი სისხლისფერი სანახაობა მივიღეთ, ულამაზესი პანთეონის ფონზე.
ფერადი ღრუბლები
ეს უნიკალური ფენომენი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როდესაც ძალიან არანორმალური ფორმის წყლის წვეთები ირეკლავს მზის შუქს.
ჰიმალაის მთების გამოჩენა პირველად, ბოლო 30 წელში
2020 წლის აპრილში ჰაერის დაბინძურების დონის რადიკალურმა შემცირებამ ქალაქი ჯანალდჰარის მოსახლეობას ჰიმალაის მთების ნაწილის დანახვის საშუალება მისცა. ეს ულამაზესი სანახაობა ინდური ქალაქიდან 230 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
ტოკიოში გაზაფხულზე თოვლის მოსვლა
ტოკიოში თოვლის ნახვა გასაოცარი არაა, თუმცა ეს უნიკალურ შემთხვევად ითვლება მაშინ, როდესაც იგი ალუბლის ხეების ყვავილობის პერიოდს ემთხვევა. ტოკიოში თოვლი როგორც წესი იანვრისაა და თებერვლის პერიოდში მოდის, თუმცა 32 წელიწადში პირველად თოვლის მოსვლა გაზაფხულს და ულამაზესი ხეების ყვავილობას დაემთხვა.
ჩანჩქერში არეკლილი შუაღამის მზის ჩასვლა
ისლანდიაში ზაფხულის თვეებში შუაღამეეს მზის დანახვაა შესაძლებელი, რის გამოც ღამის ორის ნახევარზე მზის ჩასვლის ყურება მართლაც გაგაოცებთ. როდესაც ეს მოვლენა 60 მეტრიან ჩანჩქერს აფერადებს, მაშინ მართლაც უნიკალური ვიზუალის მომსწრე ვხდებით.