
რიჩმონდის პარკსა და უიმბლდონს შორის არსებულ მშვიდ უბანში ძირითადად ნეოკლასიკური არქიტექტურის შედევრებსა და აგურით ნაშენ ბუნგალოებს შეხვდებით. თუმცა, ახლა უკვე ლონდონის ამ მხარეს თანამედროვე ხელოვნების მართლაც გამორჩეული ნიმუში ამშვენებს კერძო რეზიდენციის სახით. არქიტექტურული ფირმა Eldridge London-ის მიერ აშენებული მრუდე სინუსური ფორმის შენობას ალუმინის ფასადი აქვს და უბნის თითქმის ყველა სტანდარტს არღვევს.
პროექტის არქიტექტორის, მაიკ გიბსონის განცხადებით კომპანიის კლიენტს იდეალური წარმოდგენა ჰქონდა იმაზე, თუ როგორ უნდა მოწყობილიყო სივრცე სახლის შიგნით, თუმცა ექსტერიორის შესახებ კონკრეტული დავალებები არ მიუცია. მას უბრალოდ სურდა რაც შეიძლება კარგად დაცული ყოფილიყო მისი პირადი სივრცე და ასევე სახლში აუცილებლად უნდა შესულიყო ბუნებრივი შუქის დიდი რაოდენობა. სწორედ ამიტომაც დიზაინერებმა სახლს უნიკალური ფორმა მიანიჭეს და მისი ქუჩის მხარეს არსებული ფასადი ალუმინის ექსტერიერით მორთეს, ხოლო ბაღის მხარეს არსებული სახლის ნაწილი შუშის კედლებითაა გამოყოფილი სიმწვანისგან.
უბნის დიზაინის კომიტეტმა აღნიშნული სახლის დიზაინი ძალიან შეაქო, რადგან იგი სრულიად ასახავს აღნიშნული გარემოს აღმატებულ ხასიათს. ამ შენობის წინა ეზო და რამდენიმე დონის მქონე უკანა ბაღი მართლაც უბნის შესაფერის სტატუსს სძენს აღნიშნულ სახლს.
გასაოცარი სახლის ფასადი.
ბაღის დონის ამაღლება სახლში დიდი ოდენობით ბუნებრივი სინათლის შესვლას უზრუნველყოფს.
თავდაპირველად, სახლის ასპექტები მუხის ხით იყო გაფორმებული, თუმცა ტესტებისას გამოჩნდა, რომ ეს მასალა ამინდის ზეწოლას ვერ უძლებდა და ფორმას მალე იცვლიდა. შესაბამისად დიზაინერებმა დიზაინის გასაფორმებლად ალუმინის გამოყენება გადაწყვიტეს.
სახლის ხედი ბაღზე.
სახლის სხვა ნაწილებსგან განსხვავებით, აბაზანა მართკუთხა ფორმებშია გადაწყვეტილი.
ინტერიერი გაფორმებულია ხით, მარმარილოთა და ცემენტით.
სახლის დიზაინი და ამაღლებული სართული ბაღის ნაწილთან ერთად სახლის მთლიანად ბაღით შემოღობვას უზრუნველყოფს.