
ყველაზე ხშირად, აგარაკის ღობე ჩვენთვის ხის ნაცრისფერ ბოძებთან ასოცირდება, მოსაწყენი ბადით ან უსიცოცხლო ბეტონის ბლოკებით. თუმცა არსებობს უფრო საინტერესო, თვალისთვის სასიამოვნო ვარიანტები იმისთვის, რომ თქვენი მიწის ნაკვეთი მეზობლებისგან შემოღობოთ.
სწორედ ამიტომ, ჩვენმა რედაქციამ თქვენთვის შეაგროვა ღობის კრეატიული იდეები სააგარაკე სახლისთვის.
აგარაკის ღობე
აგარაკის მიწის ნაკვეთების გასაფორმებელი ვარიანტები მხოლოდ ადამიანის ფანტაზიით შემოიფარგლება. უსასრულოდ განსხვავებულია ფორმები, მასალა და ტექნიკა. მაგრამ დღეს ჩვენ გადავხედავთ ღობის 7 ვარიანტს, რომელთა განხორციელება დამოუკიდებლად შეგიძლიათ სურვილის შემთხვევაში.
1. ღობე ბადისა და ქვისგან
არაჩვეულებრივი ლითონის ბადე და ქვები მოხერხებული ხელებით ასეთ უჩვეულო ღობედ შეგიძლიათ აქციოთ. შესანიშნავი გზაა ბიუჯეტურად ეზოს საზღვრების შემოსაფარგლად.
2. ღობე ფერადი შუშის ბოთლებისგან
ფერადი შუშის ბოთლებისგან დამზადებული ღობე ყველაზე ორიგინალური მფლობელებისთვის. ასეთი დიზაინი ნებისმიერ ადამიანს გაუხარებს თვალს.
3. მწვანე ღობე
ჩვეულებრივი ლითონის ბადე შეიძლება შემოაკრათ ხელოვნური ბალახის მარადმწვანე საბანს. ასეთი ღობის წესრიგის და სისუფთავის შენარჩუნება საკმაოდ მარტივია: წყლის დიდი ნაკადით შეგიძლიათ ძალიან ადვილად ჩამორეცხოთ იგი.
4. პლასტმასის ან შუშის ღობე
ასეთი ვარიანტი ყოველთვის ვიზუალურად აფართოებს სივრცეს და ამავე დროს არაჩვეულებრივად გამოიყურება. შუშის მქრქალ ღობეს, რა თქმა უნდა, ყველაზე გამძლე მასალად ვერ მოვიხსენიებთ. უფრო საიმედო ალტერნატივა შეიძლება გახდეს პლასტმასის დაფები, რომლებიც შუშაზე არანაკლებ მიმზიდველია და დაზიანების შემთხვევაშიც ადვილად შეიძლება მისი შეცვლა.
5. ხის ღობე
როგორც ხედავთ, ლითონის ბადე შეიძლება სრულიად განსხვავებულადაც გამოიყენოთ. სიმყუდროვის კრეატიულ მოყვარულებს შეგიძლიათ ხისგან აი ასეთი ულამაზესი ღობე დაამზადოთ.
6. ხისა და ქვის ღობე
ღობეში ხისა და ქვის შერწყმით შეგიძლიათ მიიღოთ წარმოუდგენლად მიმზიდველი შედეგი. და განათების სათანადო განთავსებით კი, საღამოობით კედლები სრულიად ახალი ფერებით ითამაშებს.
კიდევ რამდენიმე იდეა მათთვის, ვისაც, სილამაზის გარდა, სივრცის პრაქტიკულობა სჭირდება.
7. ხის ღობე გამწვანებით
ხის ღობე საყვავილეებით შესანიშნავი ვარიანტია ყველა მებაღისთვის. მეზობლების, სტუმრებისა და უბრალო გამვლელების აღტაცება გარანტირებულია!
თითოეული ეს საოცარი, განსაკუთრებული ვარიანტი საკმაოდ მარტივია აქციოთ რეალობად. იმედი გვაქვს, რომ ეს არასტანდარტული იდეები შთაგაგონებთ გარდაქმნათ თქვენი საყვარელი აგარაკის ღობე. წარმატებებს გისურვებთ!