
ჩინეთში, ისევე როგორც ჩვენთან, ადამიანები ბინებში ცხოვრობენ და ეს გასაკვირი არც არის. მაგრამ საცხოვრებელი ფართი, არ აქვს მნიშვნელობა, სად მდებარეობს იგი, ჩრდილოეთ თუ სამხრეთ რეგიონში, ძალიან განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ ასე ვართ მიჩვეულნი. რა განსხვავებებზეა საუბარი? დღევანდელ მასალაში ამ საკითხს უფრო დეტალურად განივხილავთ.
1. მყარი ლეიბები
ჩინეთში ყველა საწოლს ძალიან მყარი ლეიბი აქვს, რადგან მოსახლეობა თვლის, რომ ასეთ საწოლზე დაძინება სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ისეთი შეგრძნება გეუფლებათ, თითქოს შიშველ იატაკზე გძინავთ, რადგან ჩვენთვის ასეთი პირობები კომფორტულად არ ითვლება.
2. ფილები იატაკზე
ჩინურ ბინებში, ყველა ოთახში იატაკზე ფილების საფარია დაგებული. ასეთ იატაკზე ფეხშიშველი ან თუნდაც თბილი წინდებით სიარული არ გამოვა, რადგან ძალიან ცივია, განსაკუთრებით მაშინ, თუ გარეთ ტემპერატურა დაბალია. მაგრამ სამხრეთის ცხელ რაიონებში ეს ნამდვილი ხსნაა.
3. სარეცხი მანქანა
თითქმის ყველგან, სარეცხი მანქანა აივანზეა დამონტაჟებული. ზოგჯერ შეიძლება მას სააბაზანო ოთახშიც შეხვდეთ, მაგრამ ეს ძალიან იშვიათია. როგორც წესი, მანქანის შლანგიდან წყალი იღვრება, რომელიც აივნის იატაკზე გაკეთებულ სპეციალურ ხვრელს უკავშირდება. ორიგინალური და ამავე დროს მაქსიმალურად მოსახერხებელი გამოსავალია. ასე ადგილიც იზოგება და გარეცხილი ტანსაცმლის ასაღებად სააბაზანოში შესვლაც აღარ მოგიწევთ. ტანსაცმლის გაშრობაც აივანზევე ხდება, ღია სივრცეში, ჭერის ქვეშ.
ჩინელებს პრაქტიკულად ყველა კორეული წარმოების სარეცხი მანქანა აქვთ, რომელიც ნახევრად ავტომატურს ჰგავს. მოდელები ზემოდან იხსნება. სტანდარტულ ვარიანტს, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, ასევე შეხვდებით, მაგრამ იშვიათად. კიდევ ერთი მომენტი – ქსოვილის შემადგენლობის მიუხედავად, ნივთები ცივ წყალში ირეცხება.
4. სამზარეულოში არ არის ღუმელი
მართლაც, ჩინურ სამზარეულოებში ღუმელს ვერ იპოვით. ჩინელები კერძებს ყოველთვის მხოლოდ პლეტაზე ამზადებენ. ძირითადად, ეროვნული სამზარეულოს ყველა კერძი მოხარშული, ორთქლზე მოთუშილი ან შემწვარია. ისინი ნებისმიერ საკონდიტრო ნაწარმს ყიდულობენ. სახლში ცხობით მხოლოდ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან დაკავებულნი.
5. არ არის მიკროტალღური ღუმელი
თუ ბინაში სწორედ ჩინელები ცხოვრობენ, მაშინ აქ მიკროტალღურ ღუმელს ვერასოდეს ნახავთ. საქმე იმაშია, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა მხოლოდ ახლადმომზადებულ საკვებს მიირთმევს. აქ კერძებს რამდენიმე დღისთვის არ ამზადებენ და არაფერს აცხელებენ. თუ ვინმეს მოშივდება, უბრალოდ შედის სამზარეულოში და თავისთვის რაიმე საჭმელს იმზადებს.
6. გაზქურა სამზარეულოში
ჩინელები იყენებენ მხოლოდ გაზქურას. აქ ელექტრო-პლეტა საერთოდ არ არის. მაგრამ თუ ძალიან მოგინდებათ, შეგიძლიათ ეს ტექნიკა ძალიან დაბალ ფასად შეიძინოთ. ზოგადად, აქ საყოფაცხოვრებო ტექნიკა იაფია. თუ უცხოელთაგან ვინმეს პატარა ელექტრო-პლეტა სჭირდება, მას ყოველთვის შეუძლია მისი ყიდვა.
7. ქულერები
ყველა ჩინურ ბინაში, გამონაკლისის გარეშე, დამონტაჟებულია ქულერები. იქ წყალს ონკანიდან არავინ სვამს, რადგან ეს ძალიან საშიშია. თანაც, ჩინელები მხოლოდ ცხელ წყალს სვამენ, რადგან თვლიან, რომ ეს ბევრად უფრო სასარგებლო და უსაფრთხოა. ასე ისინი გამორიცხავენ რაიმე სერიოზული ვირუსით ან ინფექციით დაინფიცირების რისკს.
8. აბაზანა
ისინი ჩინურ ბინებში არსად მოიძებნება. ყველგან მხოლოდ საშხაპე კაბინებია. იქ ადგილობრივი მოსახლეობა ამას შეჩვეულია, მაგრამ ჩვენ ზოგჯერ გვინდა, რომ უბრალოდ ჩავწვეთ აბაზანაში და განვიტვირთოთ თბილ წყალში.
9. კონდიციონერები
ისინი ყველგან არის დამონტაჟებული. ზაფხულობით, ამ ქვეყანაში საშინლად ცხელა და ამ ტექნიკის გარეშე შეუძლებელია ცხოვრება. ზამთრები ცივია, ცენტრალური გათბობა კი არ არსებობს. ამიტომ, კონდიციონერი სიცხეშიც და სიცივეშიც გამოსადეგია და იგი ყველა ოთახშია დამონტაჟებული.
10. საუთოებელი მაგიდა და უთო
ჩინელებს ბინაში არც საუთოებელი მაგიდა და უთო აქვთ, რადგან იქ მათი გამოყენება არ არის მიღებული. ისინი არ აუთოებენ თავიანთ ნივთებს და არ აწუხებთ დაჭმუჭნული ტანსაცმლის ტარება.