ინტერიერის დიზაინის რომელი დეტალები უნდა გადმოიღოთ ცნობილების სახლებიდან

წელს ლოს-ანჯელესში კვლავ გაიხსნა თანამედროვე ღონისძიებების საგამოფენო სივრცე Ruby Street. მისი სტუმრები მაშინვე მოიხიბლნენ მისი საოცარი გაფორმებით, მუხის იატაკებით და შთამბეჭდავი ფერადი ფანჯრებით. ეს შენობა ადრე ეკლესიის როლს ასრულებდა, რის გამოც მისი დიზაინის ელემენტები თავიდანვე ორიგინალური ელემენტებით იყო სავსე. პანდემიის გამო სივრცის მფლობელები მოწიწებით ეკიდებიან ქორწილების, ფილმების ჩვენებების და მსგავსი ღონისძიებების მასპინძლობას. თუმცა, თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ მის სივრცეში განთავსებული ღირსშესანიშნაობები ვირტუალური ტურის დახმარებით. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ 5 საუკეთესო დიზაინის იდეას, რომელიც ამ სივრცის ინტერიერის მიერ მოცემული ინსპირაციით შეიქმნა:

სიმეტრიის ძიება

შეიძლება სიმეტრიული ოთახი ზედმეტად მკაცრი და დალაგებული მოგეჩვენოთ, თუმცა Ruby Street-მა გვაჩვენა თუ როგორი მარტივია სიმეტრიებით ოთახის ინტერიერის გახალისება. მის მისაღებში ვხვდებით იდეალურად დაბალანსებულ ავეჯს, პლანტერებს, მცენარეებსა და ორნამენტებს, რომლებიც გამოირჩევიან თანამედროვე ელემენტებით და ფერებით ახლებური იერის შესანარჩუნებლად. თუკი გიყვართ წესრიგი, მაშინ რატომ არ უნდა გამოიყენოთ სიმეტრია? უბრალოდ დაუმატეთ დიზაინს მოულოდნელი მცირე სტრუქტურული დეტალები და ფერადი წერტილები უხეში ინტერიერის მიღებისგან თავის დასაცავად.

განმეორებითი ფორმები

მომრგვალებული, წრიული ავეჯის იდეალურობას Ruby Street მარტივად გვახსენებს. იქნება ეს სარკეები, ყავის მაგიდები თუ ჩამოსაკიდი ორნამენტები, წრეები და რბილი კუთხეები ყოველთვის იდეალურად ამშვენებს ინტერიერს. თუკი წრეების დიდი ფანი არ ხართ, მაშინ შეგიძლიათ უბრალოდ ერთი და იგივე ფორმა გაიმეოროთ დიზაინში რამდენჯერმე. მნიშვნელობა არ აქვს მათ ფორმასაა და ფერს, ერთნაირი ელემენტების თანმიმდევრული გამოყენება თქვენს სივრცეს უფრო მეტად შეკრულ და კომფორტულ ინტერიერს აჩუქებს.

მორთეთ ხით კედლები და ჭერი

თუკი ხის კედლებსა და ჭერზე ტყის ქოხები გახსენდებათ, მაშინ თავიდან უნდა დაფიქრდეთ. ღია მუხის ფიცრები ნამდვილად ანახლებს ნებისმიერ სივრცეს და ხის ორნამენტების განთავსება სწორ წერტილებში ოთახს სრულიად განხვავებულ ვიზუალურ ელფერს სძენს.

დაამატეთ მეტი სარკე

Ruby Street მართლაც არ განიცდის სარკეების ნაკლებობას. მათი უმრავლესობა ყვავილებითაა შემოფარგლული უკეთესი ეფექტისთვის. ყველა ოთახში შეხვდებით ანარეკლს. თქვენს ოთახებში სარკეების დამატება სივრცისა და შუქის მაქსიმალურად წარმოჩენის მარტივი ხერხია. თანაც მეორადი სარკეების იაფად მოძიება საკმაოდ ადვილია.

შეურიეთ თანამედროვე და ისტორიული ელემენტები

შენობის ორიგინალი ფანჯრები და ორნამენტებით გაფორმებული ფასადი ფრთხილად იქნა შემონახული ეკლესიისთვის დამახასიათებელი ღია სივრცეების განლაგების მსგავსად. თუმცა, დიზაინერებმა დაამატეს ჭაღოვანი განათებები და განაახლეს უკანა ეზოს არე, რითაც სივრცეს უფრო თანამედროვე ელფერი შესძინეს. საკმაოდ წამახალისებელია იმის წარმოდგენა, რომ მცირე განახლებებლა თქვენს სახლს შესაძლოა თანამედროვე ვიზუალი შესძინოს მაშინაც კი, როდესაც გსურთ ინტერიერის ისტორიული ელემენტების შენარჩუნება. იქნება ეს ახალი საღებავის ფენა თუ იდეალური ჭაღი, თქვენ მარტივად შეგიძლიათ ისტორიული იერის მქონე ინტერიერს თანამედროვე ელფერი შესძინოთ.