ჯონ ლენონის და იოკო ონოს ყოფილი სახლი იყიდება

ახლახან, გასაყიდად გამოიტანეს სანაპიროს სახლი, რომელიც ადრე ჯონ ლენონის და იოკო ონოს ეკუთვნოდა. 1.3 ჰექტარის მიწაზე მდებარე ქონება 4200 კ/მ ფართობის მქონე სახლს მოიცავს. ესპანური სტილის მთავარი შენობის შემადგენლობაში შედის სამმანქანიანი გარაჟი, ორი საცურაო აუზი და სანაპიროს ქოხი. ამ შესანიშნავი სახლის ღირებულება საერთო ჯამში 47.5 მილიონ დოლარს წარმოადგენს ვოლ სტრიტ ჟურნალის მიხედვით.

შვიდსაძინებლიანი სახლი 1919 წელს აშენდა ცნობილი არქიტექტორის, ედისონ მიზნერის მიერ და მას შემდეგ მნიშვნელოვანი განახლებების პროცესი გამოიარა. თუმცა, მას მაინც აქვს შენარჩუნებული ისეთი ორიგინალური დეტალები, როგორიცაა ხელით მოხატული ჭერი და ქვის ორნამენტები. დიდი მისაღები ოთახი გაფორმებულია ულამაზესი ბუხრით, ხოლო მისი ფანჯრები წყალს გადაჰყურებს. ერთი არაორდინალური დეტალი, რომლითაც ეს სახლი გამოირჩევა, მისი და მეზობლად მდებარე აპარტამენტის გამყოფი საერთო კედელია. ეს გვერდით არსებული შენობა ჯეიმს პეტერსონს ეკუთვნის.

რობერტ როზენის თქმით, ბითლზების ცნობილი წევრი და მისი მეუღლე ამ სახლში ყიდვამდე საერთოდ არ ჩამოსულან. ისინი არასდროს სტუმრობდნენ იმ სახლებს, რომლების ყიდვაზეც ფიქრობდნენ, რადგან მათი სახეების გამოჩენის შემდეგ ქონების ფასის სწრაფად აწევის ეშინოდათ. ამის გამო ისინი სახლების დასათვალიერებლად სხვადასხვა ადამიანებს აგზავნიდნენ, რათა მათ შენობისთვის პოლაროიდული სურათები გადაეღოთ და მათთვის ეჩვენებინათ.

ამ ფოტოებს შემდეგ იოკო ონო აფასებდა საკუთარ მრჩეველებთან ერთად. წყვილს ყიდვის შემდეგ ამ სახლის გადაკეთების გეგმებიც ჰქონდათ, თუმცა ამის რეალურად განხორციელებამდე ჯონ ლენონი გარდაიცვალა. ამის შემდეგ იოკომ სახლის განახლების პროცედურები მოგვიანებით მაინც განახორციელა, თუმცა მალევე გაყიდა მთლიანი ქონება 3.15 მილიონ დოლარად. სახლის ახლანდელმა მფლობელებმა ეს შენობა 2016 წელს 23 მილიონ დოლარად შეიძინეს მისი წინა პატრონისგან.