3 შენობა სხვადასხვა ქვეყანაში, რომლებიც ახლოდან ყველამ უნდა იხილოს

გიზას პირამიდებიდან მანჰეტენის ცათამბჯენებამდე მსოფლიომ უამრავი კრეატიული ინჟინერიის შედევრი იხილა და დღემდე ეს არქიტექტურის მთავარ არსად რჩება. შენობები წარმოადგენენ ხორცშესხმულ იდეებს, რომლებიც მორგებულია თანამედროვე მოთხივნილებებზე იმის იმედით, რომ მას მომავლის საზოგადოებაც დააფასებს. ქვემოთ წარმოგიდგენთ სწორედ ისეთ არაორდინალურ შენობებს, რომლებიც გვასწავლიან თანამედროვე არქიტექტურის ამაღლებულ არსს მისი შემდეგ ეპოქაში გადატანის შესაძლებლობით.

Bosjes კაპელა, აშენებულია Steyn Studio-ს მიერ, სამხრეთ აფრიკაში.

ეს გასაოცარი და არაამქვეყნიური სტრუქტურა ვენახის ცენტრში მდებარეობს. ლონდონური სტუდიის წარმომადგენლებს სწორედ ასეთი ამაღლებული ეფექტის გამოწვევა სურდათ, რათა ადამიანებისთვის შეექმნათ ზეციურ ძალებთან ურთიერთობით გამოწვეული დაძაბულობა და შიგნით შესვლისთვის საკმარისი გამბედაობის შეგრძნება. კლიენტებმა ფირმას ბიბლიის ციტატები მიაწოდეს ინტერიერის დიზაინის ინსპირაციის მისაღებად, რის გამოც ლონდონური ფირმის წარმომადგენლებმა სწორედ ანგელოზების ფრთების მსგავსი ფორმა შეარჩიეს შენობის გარე დიზაინისთვის. სტრუქტურის ასაშენებლად გამაგრებული ცემენტი, ლამინირებული შუშა და ტერასული იატაკები გამოიყენეს. ავტორებს სურდათ თითოეულ ვიზიტორს საკუთარი ინდივიდუალური წარმოდგენა შექმნოდა ამ შენობის დიზაინის არსზე და მისი მისტიური არქიტექტურის უკან მდგარ კრეატიულ ჩანაფიქრზე.

სასტუმრო პარკროიალი, სინგაპური. აშენებულია WOHA-ს მიერ

ამ ჯადოსნურ ჰოტელს ირგვლივ შემოვლებული აქვს ტროპიკული მცენარეებით დაფარული ბალკონები. ლოკალური ფირმის დიზაინერებს სურდათ ეს შენობა მის გვერდით არსებული მწვანე პარკის ბუნებრივი გაგრძელება ყოფილიყო. შენობა სინგაპურის ცენტრალურ ნაწილში, ჩინურ უბანსა და ყველაზე დაკავებულ ქუჩებს შორის მდებარეობს. სწორედ ამიტომ სურდათ დიზაინერებს შენობისთვის საჯარო იერის შენარჩუნება. არქიტექტურული დაგეგმარების დროს გადაწყვეტილი იყო, რომ მცენარეებს დეკორატიული ფუნქციის პარალელურად ასევე გამაჯანსაღებელი ეფექტიც ჰქონოდათ. მათი დიზაინის ინსპირაციას წარმოადგენდა ბონსაის ხეები, რომლებიც ბუნების პეიზაჟების მინიატურულ მოდელებად ითვლება. სასტუმროს შენობა ჯამში 367 ოთახს მოიცავს და მზის ენერგიაზე მომუშავე მორწყვის სისტემითაა აღჭურვილი. იგი ასევე წვიმის წყლის შეკავების სისტემითაც გამოირჩევა, რისი დახმარებითაც წყლის ზედმეტი მოხმარების თავიდან აცილებაში ეხმარება მის პატრონებს. ტერასები ასევე შენობას იცავს ტროპიკული მზის სხივებისგან და ამცირებს საჰაერო კონდიცირების საჭიროებას, რის შედეგადაც ასევე შენობის მიერ მოხმარებული ენერგიის რაოდენობას მნიშვნელოვნად ამცირებს.

ავეჯის გალერეა, ჩეხეთის რესპუბლიკა. ავტორი Chybík + Krištof

ავეჯის გამოფენის დარბაზებს როგორც წესი მათ შიგნით მოთავსებული ინტერიერის წყალობით იმახსოვრებენ და არა მათი ექსტერიერით. თუმცა, ეს ამ ჩეხური გალერიის შემთხვევაში სრულიად პირიქითაა. 2010 წელს დაარსებული პრაღული ფირმის დიზაინერებმა შექმნეს მართლაც დასამახსოვრებელი დიზაინი, რომლის ფარგლებშიც შენობის ფასადი 900 პლასტიკური სკამითაა დაფარული. აღნიშნულ სკამები ერთნაირი ფორმის და ფერისაა. ამ დიზაინის შექმნით ავტორებს სურდათ გადაეჭრათ ავეჯის გალერიების ახლებული ხერხით წარმოჩენის სირთულის პრობლემა. ” ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ ყველაზე მისაღები დიზაინი სწორედ ჩვენს წინ იყო: კლიენტის სკამი, გამრავლებული მთლიან ფასადზე, შენობის ნატურალური ელემენტებისგან დასაცავად” – განაცხადა ფირმის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა არქიტექტორმა.

ეს გალერია მართლააც არქიტექტორების უმაღლეს სურვილს წარმოაჩენს: იგი აჩენს რთულს მარტივი სახით. თუმცა, არქიტექტორებს ასევე ექსტერიერის დახმარებით სურდათ შენობის დანიშნულების გაპიარებაც. მათ სურდათ გამოეჩინათ შენობის შიგნით არსებული კონტენტის სახე, ნაკლებად შემაწუხებელი ნიშნით.