5 რამ, რაზეც ფული არ უნდა დაზოგოთ: მერე ორმაგად მოგიწევთ გადახდა

ფული ჩვენი მთავარი მატერიალური რესურსია, რომელიც ცხოვრების ხარისხს უზრუნველყოფს. ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ სხვადასხვა ხარჯებს: მიზანმიმართულს და სპონტანურს, საჭიროს და მეორეხარისხოვანს. თუმცა, არსებობს ისეთი ნივთებიც, რომლებზეც არ ღირს ეკონომიის გაკეთება თუნდაც შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში. ჩვენ გვსურს რამდენიმე რჩევა მოგცეთ იმის შესახებ, თუ როდის უნდა გადაიხადოთ მეტი, რადგან, როგორც მოგეხსენებათ, ხარბი ორჯერ იხდის.

რაზე არ უნდა გავაკეთოთ ეკონომია? 

1. ლეიბი

ბევრი ადამიანი არ აქცევს დიდ ყურადღებას ძილს და საძინებელ ადგილს, თუმცა, ეს დიდი შეცდომაა. ღამის დასვენების პროცესში ჩვენი ცხოვრების მესამედს ვატარებთ. ძალზე მნიშვნელოვანია, ძილის დროს თავი კომფორტულად ვიგრძნოთ, დილით კი ზურგისა და კისრის ტკივილის გარეშე გავიღვიძოთ.

საძინებელი ადგილისთვის საუკეთესო ვარიანტია საწოლი ორთოპედიული ლეიბითა და ბალიშით, რომელიც სპეციალურად თქვენთვისაა მორგებული. პროდუქტები ხელს შეუწყობს მაქსიმალურ დასვენებას და მოდუნებას. უმჯობესია უარი თქვათ ზედმეტად მაგარ ლეიბზე ან დივანზე. თანაც, ხარისხიანი ორთოპედიული პროდუქტები გაცილებით დიდხანს მოგემსახურებათ, თუ მათ სწორად გამოიყენებთ.

2. ინტერნეტის მოდემი

ალბათ, ერთხელ მაინც გითქვამთ: რა განსხვავებაა მოდემის ფასებს შორის, თუ ინტერნეტი მაინც იგივეა. ნაწილობრივ, ეს განცხადება მართალია, თუ თქვენ გადაიხდით საბაზისო სიჩქარისთვის იგი საკმარისიც იქნება.

მომხმარებლებისთვის, რომლებიც მაღალსიჩქარიან ინტერნეტს ამჯობინებენ, მნიშვნელოვანია დარწმუნდნენ, რომ მოდემს შეუძლია დატვირთვის ატანა. დააზუსტეთ პროვაიდერთან ინტერნეტის კავშირის სიჩქარე და შეადარეთ იგი მოდემის მახასიათებლებს. თუ მოწყობილობა ასეთი სიგნალის გასატარებლად არ არის შექმნილი, მოდემის განახლებაა საჭირო. უფრო ძლიერი მოდელები ბევრად მეტი ეღირება, მაგრამ სიგნალის ხარისხიც შესამჩნევად გაუმჯობესდება. იაფი ანალოგის არჩევისას უნდა გახსოვდეთ, რომ ფულის ტყუილად გადახდა გიწევთ.

3. საღებავი

საღებავის იაფფასიან ანალოგს, გარე თუ შიდა სამუშაოებისთვის, შეუძლია გააფუჭოს არა მხოლოდ ზედაპირის გარეგნობა, არამედ ჩვენი განწყობაც. ძვირადღირებული და მაღალი ხარისხის ნივთიერებას აქვს გაჯერებული ფერი, მკვრივი ტექსტურა და ერთ ფენად ისმება.

როდესაც დაზოგვის მიზნით უფრო იაფ საღებავს ყიდულობთ, კომპლექტში მრავალ პრობლემას აწყდებით: თხევადი კონსისტენცია, გაუჯერებელი ფერი, თხელი ფენა. იმისათვის, რომ საფარი ისეთი გამოვიდეს, როგორიც თქვენ გინდათ, საღებავი რამდენიმე ფენად უნდა წაუსვათ ზედაპირს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ხარჯებს. ნუთუ ეს ამად ღირს?

4. ტუალეტის ქაღალდი

ვინ იფიქრებდა, რომ ამ პროდუქტზეც არ ღირს ეკონომიის გაკეთება. სრულიად ლოგიკურია, რომ ასეთი საჭიროებისთვის ყველაზე იაფი ქაღალდი შეიძინოთ. თუმცა, ჩვენ გთავაზობთ ექსპერიმენტს. შეიძინოთ ტუალეტის ქაღალდის 2 რულონი: ჩვეულებრივი, რომელსაც იყენებთ და უფრო ძვირი, ორფენიანი პერფორაციით. გაკვირვებული დარჩებით, როდესაც დაინახავთ ორივე ვარიანტის ხარჯს. სპოილერი: ორფენიანი ქაღალდის ყიდვა ბევრად უფრო მომგებიანია.

5. ჭურჭლის სარეცხი საშუალება

სიტუაცია წინას მსგავსია – რატომ უნდა გადაიხადოთ მეტი იმისთვის, რაც ისედაც ძალიან სწრაფად იხარჯება. თუმცა, ყველაფერი ასე მარტივად არ არის. იაფი ჭურჭლის სარეცხი საშუალებების უმეტესობა სწრაფად მთავრდება არა სითხის მოცულობის, არამედ კონცენტრაციის გამო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ისინი წყალს წააგავს. ძვირიან პროდუქტებს სქელი კონსისტენცია აქვთ, ამიტომ სითხის ერთი წვეთიც კი საკმარისია დიდი რაოდენობით ჭურჭლის გასარეცხად.

ერთხელ, ბარონ როტშილდმა, ევროპელი ბანკირების დინასტიიდან, თქვა: “ჩვენ არც ისეთი მდიდრები ვართ, რომ იაფი ნივთები ვიყიდოთ.” რა თქმა უნდა, მაღალი ფასი არ არის მაღალი ხარისხის გარანტი. თუმცა, შენაძენს, რომლებზეც ჩვენი ჯანმრთელობა, ემოციური მდგომარეობა და ცხოვრების სხვა მნიშვნელოვანი სფეროებია დამოკიდებული, პასუხისმგებლობით და გააზრებულად უნდა მოვეკიდოთ.