თუ კოსმეტიკურ საშუალებებს ასე გამოიყენებთ, ყოფითი ცხოვრება გაცილებით მარტივი გახდება

კბილის პასტას შეუძლია უთოს გაწმენდა

თუკი თქვენი უთოს ზედაპირზე დაწვი კვალს შეამჩნევთ, მაშინ მის გასასუფთავებლად შეგიძლიათ კბილის პასტა გამოიყენოთ. იგი მას ახალივით გააპრიალებს.

გამოიყენეთ ტანის ლოსიონი მშრალი ტყავის დასატენიანებლად

თუკი გსურთ, რომ ტყავმა დიდი ხნით გაგიძლოთ და მისი ხარისხი არ გაფუჭდეს, მაშინ იგი ხშირად უნდა დაატენიანოთ. ამისთვის უამრავი პროდუქტი არსებობს, თუმცა სპეციალური მაზების გარდა ამ დავალებას იდეალურად შეასრულებს ტანის უალკოჰოლო ლოსიონიც.

თმის შამპონი მაკიაჟის ფუნჯის მოსავლელად

ფუნჯების ხარისხის შესანარჩუნებლად მათ თმასავით უნდა მოუაროთ. გარეცხეთ ისინი შამპონით და დაატენიანეთ თმის ბალზამით.

ფრჩხილების ლაქი ღილებს მოძრობისგან დაიცავს

თუკი ღილი მოძრობის პირასაა და ნემსზე და ძაფზე ხელი არ მიგიწვდებათ, მაშინ შეგიძლიათ ღილის თოკებზე ფრჩხილების ლაქი გადაუსვათ და ეს მას ადგილზე მიაწებებს.

ვაზელინი იდეალურია გაყოფილი ბოლოების მოსავლელად

უბრალოდ წაისვით თმის გაყოფილ ბოლოებზე ვაზელინი, დაიტოვეთ 1 საათით და შემდეგ ჩამოიბანეთ. ამის შემდეგ თქვენი თმა სრულიად განსხვავებულ და ლამაზ ვიზუალს მიიღებს.

თვალის ჩრდილის პროდუქტები შეიძლება გამოიყენოთ ფრჩხილების გასალამაზებლად

უბრალოდ წაისვით ასეთი პროდუქტები პირდაპირ ფრჩხილებზე განსხვავებული ვიზუალის მისაღებად ან აურიეთ იგი ფრჩხილების ლაქთან თქვენი უნიკალური ფერის მისაღებად.

გამოიყენეთ ტუჩის საცხი გაჭედილი ბეჭედის მოსაძრობად

ტუჩების დასატენიანებელი საცხების გამოყენება ასევე საკმაოდ მარტივად შეგიძლიათ თითზე გაჭედილი ბეჭდის ადვილად მოსაძრობად. უბრალოდ წაისვით იგი თითზე და ბეჭედი თავისით მოგძვრებათ.

გამჭირვალე პუდრი მშრალი შამპონის მაგივრად

მშრალი შამპონი მართლაც გამოსადეგი რამეა, მაგრამ თუკი იგი გაგითავდათ და სწრაფად გჭირდებათ მისი შემცვლელი, მაშინ ასეთ დროს მარტივად შეგიძლიათ გამოიყენოთ გამჭირვალე პუდრი, რომელიც მშრალი შამპონივით ეფექტურია.

დამალეთ ცელულიტები თმის სპრეით

აღნიშნული პროდუქტის საშუალებით მარტივად შეგიძლიათ შენიღბოთ ცელულიტები თქვენს ფეხებზე ზედმეტი თანხის დახარჯვის გარეშე. უბრალოდ დაისხით კანზე აეროზოლი, დაელოდეთ რამდენიმე წუთი მის გაშრობას და შემდეგ შეგიძლიათ გახვიდეთ სახლიდან.

მოიშორეთ სუპერწებო ფრჩხილების ლაქის მოსაშორებელი სითხის დახმარებით

თუკი ერთმანეთზე არასწორი ნივთებია მიწებებული, მაშინ ამ პრობლემის მოგვარება ფრჩხილების ლაქის წასაშლელი სითხით შეგიძლიათ. დაასხით იგი წებოზე და პრობლემა მარტივად მოგვარდება.

გამოიყენეთ მზის კრემი მუდმივი მარკერის მოსაშორებლად

თუკი თქვენმა შვილმა არასწორ ადგილას წაუსვა ასეთი რადიკალური მარკერი, მაშინ მისი ზოლების გაქრობა მზის კრემით შეგიძლიათ. ასეთი პროცედურისთვის ვადაგასული კრემიც კი გამოდგება.

გამოიყენეთ შამპონი დაბურული სარკის წინააღმდეგ

წაუსვით შამპონი სარკეს და გადაანაწილეთ ზედაპირზე თანაბრად პირსახოცის დახმარებით. ეს მას მარტივად დაიცავს დაორთქლვისგან.

მოათავსეთ დეოდორანტი კარადაში ცუდი სუნის გასაქრობად

კარადებში, რომლებიც დიდი ხნით დახურული რჩება, ვერ ხერხდება ჰაერის კარგად განიავება და ამიტომ შეიძლება უცნაური სუნიც გაჩნდეს. ამიტომ უნდა აარჩიოთ დეოდორანტი მსუბუქი ტონით და მოათავსოთ კარადაში. ეს ტანსაცმელს სასიამოვნო სურნელს შესძენს.

გამოიყენეთ მაკიაჟის ჯოხები ტუჩების გასაუმჯობესებლად

ასეთი ჯოხების გადაგდების ნაცვლად ისინი შეგიძლიათ გაწმინდოთ და გამოიყენოთ შაქრის და ზეითუნის ზეთის წასასმელად თქვენს ტუჩებზე. მისი საშუალებით ტუჩების გახეხვა და მკვდარი კანის უჯრედების მოშორებაც იდეალურ შედეგებს მოგცემთ.

საპარსი კრემი ჭრიალა კარებების პრობლემას მოაგვარებს

ჭრიალა კარის საკიდებზე საპარსი კრემის წასმით ამ უსიამოვნო ხმის გამოცემის პრობლემას მარტივად მოაგვარებთ.

თმის ფენით შეგიძლიათ გამოასწოროთ შეღუნული მანქანის წერტილები

გაახურეთ თმის ფენით შეღუნული წერტილი და შემდეგ დაადეთ მას მაშინვე ყინულის კუბები. ეს მცირე შეღუნვებს მაშინვე გამოასწორებს.