რა ფერისაა სარკე და კიდევ 11 კითხვა, რომლებზე პასუხიც ყველას აინტერესებს

ცნობისმოყვარეობა ადამიანებს სწავლის, კითხვების დასმისა და ინოვაციების შექმნის მოტივაციას აძლევს. თუმცა, ზოგჯერ არსებობს ძალიან საინტერესო კითხვები, რომლებზე პასუხის მიღებაც ძალიან რთულია. ამ სიაში სწორედ ასეთი კითხვების პასუხებია წარმოდგენილი:

ვის ეკუთვნის შუა სკამის სახელურები?

ერთ მხარეს მჯდომ ადამიანს ფანჯარაზე მიყუდებისა და საინტერესო ხედის ცქერის ფუფუნება აქვს, მეორე მხარეს მჯდომ ადამიანს კი ფეხების გაშლა შეუძლია თავისუფლად. სწორედ ამიტომ ეკუთვნის შუაში მჯდომ მგზავრს სახელურები, რადგან მას არც თავისუფლად მოძრაობა და არც რამეზე მიყრდნობა არ შეუძლია.

რატომ აქვს გაზიანი სასმელების ბოთლებს შეღუნული ძირი, ხოლო წყლის ბოთლებს – არა?

ასეთი შეღუნული ფორმები ბოთლის სიძლიერის გასაზრდელად კეთდება. ეს საჭიროა იმისთვის, რომ პლასტიკურმა ბოთლმა მასში მოთავსებული გაზის წნევას გაუძლოს. ასევე ასეთი სასმელების გაციებისას სითხის მოცულობა იცვლება და ამან ბოთლის ფორმის შეცვლა არ უნდა გამოიწვიოს, რის გამოც გამოწეული ძირის წვერებს ოდნავ გამოზრდა შეუძლიათ მოცულობის და წნევის გასაკონტროლებლად.

რატომ ვერ პოულობენ ბუზები ღია ფანჯარას?

ბუზების თვალებს სინათლის და სიბნელის გარჩევა მარტივად შეუძლიათ. ღია ფანჯრიდან სინათლე შემოდის, თუმცა იქიდან ასევე შემოდის ჰაერის ნაკადიც, რომლის წინააღმდეგ ფრენასაც ბუზები მიჩვეულები არ არიან. სწორედ ამიტომ იწყებენ ისინი სინათლის სხვა წყაროს ძებნას.

რატომ სრიალებს ყინული?

ყინულის ზედაპირი სრიალაა მაშინ, როდესაც იგი დადნობის წერტილს აღწევს. სრიალი გამოწვეულია მის ზედაპირზე წყლის მოლეკულების მოძრაობით, რომლებიც ზედაპირზე სხვა მოლეკულებთან მიმაგრებას ვერ ახერხებენ. ეს ბურთებით დაფარულ საცეკვაო მოედანს გავს.

რატომ კრუტუნებენ კატები?

კატების მიერ გამოცემულ ასეთ ხმას სამკურნალო და საკომუნიკაციო ფუნქციები გააჩნია. კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ ამ ვიბრაციის მიერ წარმოქმნილი რადიოტალღები კურნავს ტკივილს, ედემას და ჭრილობებს. სწორედ ამიტომ მშვიდდებით კატის მოფერებისას.

რა ფერისაა სარკე?

იდეალური სარკე ირეკლავს ყველა არსებულ ფერს. თეთრი ფერი მეცნიერული ახსნის მიხედვით ყველა არსებული ფერის შერევით მიიღება. სწორედ ამიტომ სარკე თეთრად ითვლება.

რატომაა ზარმაცა ნელი?

მათი დიეტა მთლიანად მცენარეებისგან შედგება, რაც ნუტრიენტების დაბალ რაოდენობას შეიცავს და მათი მენიუ დაბალკალორიულია. ისინი ასევე ხეებზე ბინადრობერ, რის გამო მათ ყოველდღიურ აქტივობად ითვლება ცოცვა, რასაც ბევრი ენერგია სჭირდება. მათ სჭირდებათ მეტაბოლიზმის დაბალი სიჩქარე დაბალკალორიული დიეტის ფონზე ცოცვისთვის საკმარისი ენერგიის შესანახად, რის გამოც ასე ნელა მოძრაობენ.

რატომ არ ეწებება წებო მისი შეფუთვის შიდა ნაწილს?

წებოების უმრავლესობა წყლის გამხსნელებს შეიცავს, რაც მათ სისქესა და თხევად ფორმას უნარჩუნებს ბოთლში. მათი გარეთ გადმოსხმის შემდეგ წყალი ჰაერში ორთქლდება და წებო უფრო მაგრდება. ამის შემდეგ მასში მხოლოდ ის მოლეკულები რჩება, რომელიც ნივთებს ერთმანეთზე აწებებს.

რატომ არის საქორწილო კაბები თეთრი?

მეცხრამეტე საუკუნეში ქალები ისეთი კაბებით ქორწინდებოდნენ, რომლების გამოყენებაც სხვა ღონისძიებების დროსაც შეეძლოთ. ასევე თეთრი კაბის შესახებ ფანტაზიების დანერგვას ჰოლივუდის ფილმებმაც შეუწყო ხელი. თუმცა, ასევე ტრადიცულად მხოლოდ მდიდარ ოჯახებს შეეძლოთ თეთრი კაბების ყიდვა და მხოლოდ 1950 წლების შემდეგ გახდა ისინი ხელმისაწვდომი სხვა ოჯახებისთვისაც ქსოვილების გაიაფების გამო.

რა ფერისაა ზებრა?

ზებრას ორიგინალი ფერი შავია, ხოლო მისი თეთრი ზოლები მისი დედის მუცელში გაზრდის დროს წარმოიშობა.

რატომ აქვს ფორთოხლის წვენს ცუდი გემო კბილების გამოხეხვის შემდეგ?

კბილის პასტა გემოს რეცეპტორებს ოდნავ აზიანებს და მათ მიერ სიტკბოს აღქმის უნარს თიშავს დროებით. სწორედ ამიტომ ფორთოხლის წვენის დალევისას მისი სიტკბო ნაკლებად აღიქმება, ხოლო მისი სიმჟავე უფრო მკვეთრად იგრძნობა ამის ფონზე.

რატომ ოფლიანდება ხელები ნერვიულობისას?

ოფლიანობის მთავარი ფუნქცია სხეულის ტემპერატურის კონტროლია მაშინ, როდესაც მას რაიმეს გაკეთება უწევს. თანაც ყველაზე მეტი ოფლის ჯირკვლები ფეხის გულებსა და ხელის გულებზეა მოთავსებული. შესაბამისად სტრესული ოფლიანობა ნერვული აქტიურობის შედეგია, რაც ადრენალინის გამოყოფას იწვევს. ეს პროცესი კი გულის ცემას აჩქარებს და ასე ემზადება სხეული მოსალოდნელი დატვირთვისთვის.