
თითოეულ ჩვენგანს უწევს სახლში რემონტის ჩატარება. ცოტა ხნის წინ მეც მომიწია ამ პროცედურის ჩატარება და პირადი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ პირველი რემონტი ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი მოვლენაა. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და, შეიძლება ითქვას, ზრდასრული ცხოვრების ახალ დონეზე გადასვლა.
შეუძლებელია შეცდომების თავიდან აცილება, როდესაც აკეთებთ საქმეს, რომელშიც საკმარისად განსწავლული არ ხართ. და მიუხედავად იმისა, რომ მეჩვენებოდა, თითქოს არცერთ ოსტატზე ნაკლები არ ვიცოდი, რადგან უამრავი რჩევა წავიკითხე სხვადასხვა საიტებზე, რამდენიმე შეცდომა მაინც დავუშვი. ერთ-ერთი ასეთი იყო გადაწყვეტილება, მაშინვე არ დამეხურა კედელსა და აბაზანას შორის არსებული ნაპრალი, რის შედეგადაც ახალ ბინაში გადასვლიდან უკვე ორ წელში მეორე რემონტის ჩატარება მომიხდა.
“უსასრულო რემონტი” ძალიან დიდ თანხებს წაიღებს ფულს თუნდაც ყველაზე შეძლებული ადამიანის საფულიდან. ჩვენი მომხმარებლების ფულის და ნერვების მოსაფრთხილებლად, ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ სააბაზანო ოთახის რემონტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიუანსს, კერძოდ კი: აბაზანასა და კედელს შორის არსებული ნაპრალის დახურვის ეფექტურ გზებს.
ნაპრალი აბაზანასა და კედელს შორის
მნიშვნელოვანია უზრუნველყოთ გაზრდილი ჰერმეტულობა აბაზანის ზედაპირზე არსებულ ყველა შეერთების ადგილზე, რათა წყალმა ნაპრალებში არ შეაღწიოს. ნაპრალები აბაზანის შეერთების ადგილებზე იწვევს ჰაერის მომატებულ ტენიანობას, ქრონიკულ ნესტიანობას ოთახში და, შედეგად, ობის წარმოქმნას.
ობს ძალიან სწრაფად გავრცელების თვისება აქვს, ასე რომ, თუ ის თქვენს სააბაზანოში გაჩნდება, სულ მალე, ალბათ, იგი მთელს ოთახს მოიცავს. ეს ავნებს ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობას, მაგრამ ობი ბინაში განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, ალერგიულ ადამიანებს და მოხუცებს, რომლებსაც იმუნიტეტი დაქვეითებული აქვთ.
პრობლემების გადაწყვეტის საშუალებები
1. სააბაზანოს მზღუდი ლენტი – ეს ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებაა მცირე ნაპრალების დასაფარად. სპეციალისტები გირჩევთ მის გამოყენებას იმ შემთხვევაში, თუ ნაპრალების დახურვა 1-2 წლით არის საჭირო. შესანიშნავი გამოსავალია მათთვის, ვინც საცხოვრებელს აქირავებს, მაგრამ, ეს საშუალება უფრო გრძელვადიან ჰიდროიზოლაციას არ იძლევა, ასე რომ, უმჯობესია ყურადღება მიაქციოთ მომდევნო ვარიანტებს.
2. სანიტარული სილიკონის პლომბი. ეს საშუალებაც შესაფერისია ყველაზე ვიწრო ნაპრალების ამოსავსებად. ის უზრუნველყოფს უფრო საიმედო და მდგრად ჰერმეტულობას, თუმცა, მის გამოყენებაზე ორჯერ მეტი ძალისხმევის და დროის გამოყენება დაგჭირდებათ. ასეთი საშუალების არჩევისას გახსოვდეთ, რომ მისი გაშრობისას გამოიყოფა ძმარმჟავა, რომელსაც საკმაოდ არასასიამოვნო სუნი აქვს, ასე რომ, პლომბის გამოყენების შემდეგ ოთახი კარგად უნდა გაანიავოთ.
3. ნესტგამძლე სამონტაჟე ქაფი – ნაპრალების დალუქვის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი საშუალება. საჭიროა მხოლოდ ზედაპირის გაწმენდა და გაშრობა, შემდეგ კედელსა და აბაზანას შორის არსებულ ნაპრალში სამონტაჟე ქაფის წასმა. მასალა გაფართოვდება და შეავსებს არსებულ სივრცეს. რის შემდეგაც, ქაფს კარგად გაშრობის საშუალება უნდა მისცეთ.
4. ცემენტის ხსნარი. დიდი ნაპრალების დახურვისას, ეს საშუალება, ალბათ ყველაზე ეფექტურია. ასეთი საშუალებით, ნაპრალი, საკმაოდ უსუფთაოდ გამოიყურება, ამიტომ, ზოგი გირჩევთ იგი ზემოდან სასაზღვრე ლენტით ან კერამიკული ფილით დაფაროთ.
5. კერამიკული საზღვარი – ყველაზე ესთეტიკური ვარიანტი. ასეთ საზღვარს ამონტაჟებენ სპეციალური ფილების წებოთი. გაცილებით დიდი დროისა და ძალისხმევის ჩადება მმოგიწევთ ამ საშუალების დაომონტაჟების პროცესში, მაგრამ შედეგი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს!
რედაქციის რჩევა
1. საჭიროა კარგად გაწმინდოთ ყველა დასამუშავებელი ზედაპირი.
2. ნაპრალების დასაფარი საშუალების დატანებამდე საჭიროა კედლისა და აბაზანის გაუცხიმოება და გაშრობა გაწმენდის შემდეგ.
3. დაპლომბვისთვის გამოყენებული ქიმიური კომპონენტები შეიძლება მავნებელი იყოს ჯანმრთელობისთვის, ამიტომ აუცილებლად გამოიყენეთ საყოფაცხოვრებო რესპირატორი, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ოთახი კარგად გაანიავეთ.
4. ნებისმიერი მასალა, რომელიც ნაპრალების დასახურად გამოიყენება, პლომბის და ცემენტის ხსნარის ჩათვლით, არ უნდა დაგროვდეს ან მოხვდეს ნაპრალში დიდი რაოდენობით. შემადგენლობის ოპტიმალური შეღწევა აბანოს ზღვარზე არ უნდა იყოს 1 სმ-ზე მეტი.
5. ყურადღება მიაქციეთ, რომ სილიკონის ან ხსნარის დატანებისას არ გამოგრჩეთ მცირე ადგილებიც კი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაპრალის ჰერმეტულობა დაირღვევა.