
ადამიანი ყოველთვის ოცნებობდა ფრინველების მსგავსად დაეპყრო ზეციური სივრცე. თავდაპირველად, ეს ექსპერიმენტები განსაკუთრებით წარმატებული არ იყო, მაგრამ თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიის კოლოსალური განვითარებით, ჰორიზონტები მნიშვნელოვნად გაფართოვდა. და ახლა ყველას აქვს არა მხოლოდ ცაში ფრენის, არამედ სურვილის მიხედვით მფრინავი აპარატის არჩევის შესაძლებლობაც. ჩვენი რედაქცია გთავაზობთ გაეცნოთ საინტერესო ვარიანტებს და მიზნად დაისახოთ, რომ აუცილებლად სცადოთ ფრენა, მაგალითად, რეაქტიული ჯეთპაკით ან უახლესი თაობის დელტაპლანერით.
1. რეაქტიული ჯეთპაკი Martin Jetpack
Martin Jetpack წარმოუდგენლად მსუბუქი, მაგრამ ამავე დროს ძლიერი და მოსახერხებელი პერსონალური მფრინავი აპარატია ვერტიკალური აფრენისთვის და დაჯდომისთვის. ბევრს გვინახავს რეაქტიული ჯეთპაკები ფუტურისტულ ფილმებსა და მულტფილმებში, მაგრამ ისინი, საბედნიეროდ, მართლა არსებობს. მარტინ ჯეთპაკი ხორციელი სიზმარია ყველასთვის, ვინც ასეთი უჩვეულო მფრინავი აპარატით მფრენაზე ოცნებობდა, რომელიც ბოლო დრომდე მხოლოდ ფანტაზიად ითვლებოდა. იგი აღჭურვილია ორი მფრინავი პროპელერით, რომელთა სიმძლავრე საკმარისია ერთი კილომტრის სიმაღლეზე ასაფრენად, ასევე მნიშვნელოვან მანძილზე საფრენად.
მფრინავი აპარატის ერთჯერ შევსება 45 ლიტრი ნავთით, საკმარისია 300 კილომეტრის დასაფარად. შიდა წვის ძრავა საშუალებას იძლევა 74 კმ/სთ-მდე სიჩქარე განავითაროთ. მარტინ ჯეთპაკის მოცულობა 120 კგ-ს შეადგენს. მოწყობილობას აქვს ბორტ კომპიუტერი, რომელიც დაგეხმარებათ სწრაფად დაეუფლოთ ყველა საკონტროლო მოქმდებას.
2. მულტიკოპტერი Volocopter VC200
Volocopter VC200 არის ახალი ტიპის კონსტრუქცია, რომელიც მულტიკოპტერის კატეგორიას მიეკუთვნება. მფრინავი აპარატი დრონისა და ვერტმფრენის ჰიბრიდს წარმოადგენს. იმის გამო, რომ შიგნით ორადგილიანი კაბინა ნახშირბადის ბოჭკოსგან არის შექმნილი, მასში ყოფნისას ვერც ვიბრაციას იგრძნობთ და ვერც ხმას გაიგონებთ. კაბინის თავზე ერთდება 6 სეგმენტი, თითოეულზე 3 ელექტრო როტორია დამონტაჟებული. გადაადგილების წყაროებსი დიდი რაოდენობა (ჯამში 18) მოწყობილობის მაღალ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მაშინაც კი, თუ 2-3 როტორი არ იმუშავებს, ფრენა მაინც გაგრძელდება, თუნცა უფრო დაბალი სიჩქარით.
მულტიკოპტერი კონტროლდება ბორტ კომპიუტერისა და ჯოისტიკის გამოყენებით, რომლებსაც გამოუცდელი პილოტებიც კი გაუმკლავდებიან. მაქსიმალური განვითარებული სიჩქარე 100 კმ/სთ-მდე აღწევს. იმის გამო, რომ კაბინის ზემოთ არსებული მთელი მრგვალი სტრუქტურა იხსნება და იშლება, შენახვის დროს მფრინავი აპარატი ძალიან ცოტა ადგილს იკავებს.
საინტერესო ფაქტი: ამ ორიგინალური მფრინავი აპარატის შემქმნელებმა მას White Lady უწოდეს. ძალიან უჩვეულო და ამავე დროს ორგანული სახელია ასეთი ლამაზი მანქანისთვის.
3. რეაქტიული ფრთა Jetwing
ეს მფრინავი აპარატი აღაფრთოვანებს ყველას, ვისაც მძაფრი შეგრძნებები უყვარს. Jetwing-ით შეგიძლიათ თავი ნამდვილ ადამიან-რაკეტად იგრძნოთ. მოწყობილობა უზრუნველყოფს თავისუფალი ფრენის შეგრძნებას, თითქოს საკუთარი ფრთები გამოგეზარდათ. ხელში ჯოისტიკების საშუალებით შეგიძლიათ გადახრის კუთხის რეგულირება, თუმცა, თვითმფრინავის ძირითადი კონტროლი უშუალოდ სხეულის მოძრაობებით ხორციელდება. Jetwing-ის სიჩქარე ხშირად 180 კმ/სთ-ს აღემატება, ხოლო აწევის მაქსიმალური დონე 4500 მეტრს შეადგენს. უსაფრთხო ფრენისთვის რეაქტიულ ფრთაზე დამცავი მოწყობილობა და ორი პარაშუტია მიმაგრებული.
4. მფრინავი ავტომობილი PAL-V Liberty
ყველას არ მოსწონს ფრენა ღია სივრცეში. ასეთ ადამიანებს, თანამედროვე გამომგონებლები ნამდვილ მფრინავ ავტომობილს სთავაზობენ – მანქანისა და ჰიროპლანის ჰიბრიდი. PAL-V Liberty-ის მოწყობილობა აღჭურვილია სამი ძრავით, რომელთაგან ერთი განკუთვნილია სახმელეთო მოძრაობებისთვის, ხოლო დანარჩენი ორი ფრენისთვის. მართვის მაქსიმალური სიჩარე 100 კმ/სთ-ია, ხოლო ფრენებისთვის – 180 კმ/სთ. მფრინავ ავტომობილს 3500 მეტრის სიმაღლეზე შეუძლია აფრენა. 100 ლიტრით გავსილი საწვავის ავზი უზრუნველყოფს ფრენის მნიშვნელოვან ხანგრძლივობას – 500 კმ-მდე. ასაფრენად საჭიროა მხოლოდ შესაფერისი ასაფრენი ბილიკი.
5. Flyboard Air
გიროსკუტერების, სკუტერ-სავარძლებისა და მონობორბლების მაღალმა პოპულარობამ ამ მანქანებისა და მფრინავი აპარატების ჰიბრიდის – Flyboard Air-ის წარმოშობის პროვოცირება მოახდინა. მოწყობილობა აღჭურვილია ოთხი მძლავრი რეაქტიული ძრავით, რომლებიც ნავთის საწვავზე მუშაობენ. თვითმფრინავის ტევადობა 102 კილოგრამია. მაქსიმალური სიმაღლე 1524 მეტრს შეადგენს, ფრენის გასავითარებელი სიჩქარე კი 150 კმ/სთ-ს. საწვავის ავზი, რომლის მოცულობა 23 ლიტრია, სათავსოში პილოტის მხრებზე მდებარეობს, ჩვეულებრივ, ეს საკმარისია 10 წუთის განმავლობაში ეფექტური ფრენისთვის.
6. Utias Snowbird
თვითმფრინავის შესაქმნელად საუკეთესო ინსპირაცია, რა თქმა უნდა, ჩიტები არიან. კუნთოვანი ორნიტოპტერი Utias Snowbird 94 კგ-ს იწონის, ამასთნ, მისი ფრთების სიგრძე 32 მეტრს შეადგენს. მფრინავ აპარატს შეუძლია განავითაროს 27 კმ საათში. სხვადასხვა მოქნილი პოლიმერების გამოყენებით, Utias Snowbird ფრინველის მსგავსად მოძრაობს, რომელიც ფრთებს იქნევს.
7. ვერტმფრენი-პლანერი Archaeopteryx
Archaeopteryx არის მსოფლიოში ყველაზე მსუბუქი დელტაპლანი, მასით სულ რაღაც 61 კგ. მას შეუძლია აფრინდეს 2,5 მ/წმ სიჩქარით, ასევე განავითაროს ფრენის სიჩქარე 130 კმ/სთ-მდე. მფრინავ აპარატს ადგილიდან სტარტის აღება ბუქსირით ან სიმაღლიდან გადახტომით შეუძლია.