როგორ გავკვანძოთ თოკი ისე, რომ საყოფაცხოვრებო პრობლემები გადავჭრათ

თოკის კვანძი – ძალიან სასარგებლო რამაა ყოფაცხოვრებაში. სხვადასხვა ტიპის კვანძების გამოყენება შეგიძლიათ სხვადასხვა სიტუაციებში. მნიშვნელოვანია მხოლოდ იმის ცოდნა, თუ როგორ გამოვიყენოთ ესა თუ ის კვანძი სწორად. თავისთავად, ასევე უნდა შეგვეძლოს თუნდაც რამდენიმე მათგანის გაკვანძვა. დღეს ვისაუბრებთ საყოფაცხოვრებო პრაქტიკის თვალსაზრისით ყველაზე სასარგებლო თემაზე.

1. მოძრავი კვანძი (ყულფი)

როგორ უნდა გააკეთოთ: თოკს სამ ზიგზაგად კეცავთ, ხელით ნასკვს მკაცრად ცენტრის მიმართულებით ათავსებთ, მის გარშემო ახვევთ თოკის მეორე კიდეს, თანდათანობით ინაცვლებთ კუთხეში. დარჩენილ კიდეს ქვემოდან გამოაძვრენთ. მიიღებთ გამოსაყენებლად მზა კვანძს, რომელიც შეგიძლიათ დაჭიმოთ სასურველ ზომაზე.

სად გამოიყენოთ: ასეთი მარყუჟის გამოყენებით შეგიძლიათ აიღოთ და დაუშვათ სხვადასხვა ობიექტები.

2. ორი მახრჩობელა ან “კონსტრიქტორი”

როგორ გააკეთოთ: აკეთებთ მარყუჟს თოკის ცენტრში, შემდეგ ერთ მხარეს ისე ატრიალებთ, რომ რვიანის მსგავსი ფიგურა მიიღოთ. მიღებულ მარყუჟებს ცენტრზე ათავსებთ და მზა კვანძში დებთ.

სად გამოიყენოთ: შეგიძლიათ მისი მეშვეობით ქამარზე დაიმაგროთ რაიმე ინსტრუმენტი, ან გამოიყენოთ იგი მხრებით სხვადასხვა ობიექტის გადასაადგილებლად.

3. ბოთლის კვანძი

როგორ გააკეთოთ: აკეთებთ ორ მარყუჟს, რომლებიც ერთმანეთთან იკეცება. ერთი მარყუჟი მეორეში ტარდება, შემდეგ კიდევ ერთხელ ტარდება იგი მიღებულ კვანძში. შემდეგ მეორეს ატარებთ პირველში და მთელი კონსტრუქცია იჭიმება, ტრიალდება, რის შემდეგაც ვიღებთ მოსახერხებელ სახელურს ბოთლებისთვის.

რისთვის გამოვიყენოთ: გამოიყენეთ მძიმე ბოთლების გადასაადგილებლად.

4. კასრის კვანძი

როგორ გააკეთოთ: თოკზე დებთ საჭირო ნივთს (სათლს, ქილას, ყუთს) და მას შვეულებრივი კვანძით კრავთ. შმდგომ ჭიმავთ კვანძის მარყუჟს ისე, რომ იგი კედლებზე კარგად დაიჭიმოს და საიმედოდ ამაგრებთ.

რისთვის გამოიყენოთ: ვერტიკალურ სიბრტყეებში სხვადასხვა სიმძიმის ტვირთის ტრანსპორტირებისთვის.

5. ბოძების დაკავშირება ჰორიზონტალურად

როგორ გააკეთოთ: ერთ-ერთ ბოძზე კეთდება ჩვეულებრივი კვანძი, რის შემდეგაც მასზე მეორე ბოძი მაგრდება. შემდეგი ნაბიჯი არის 8-ჯერ (შესაძლოა ნაკლები, ან უფრო მეტი რაოდენობით) შემოხვევა მის გარშემო. ბოლო ნაბიჯი – გაკვანძვა ბოძებს შორის.

რისთვის გამოიყენოთ: თუ ორი პატარა ჯოხისგან ერთი დიდი ზომის ჯოხის გაკეთებაა საჭირო.