სახლის დიზაინის 11 ტრენდი, რომელიც პოპულარული იყო თუმცა ახლა მოდაში აღარაა

სტატისტიკის მიხედვით ადამიანების 30 პროცენტი ირჩევს თანამედროვე ინტერიერის დიზაინს სახლის განახლებისას. თუმცა, ასეთი იდეების გაცოცხლება საკმაოდ რთული შეიძლება იყოს, რადგან მოდის ტრენდები გამუდმებით იცვლება. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ იმ ტრენდებს, რომლებიც უკვე მოძველებულია და ამიტომ მათი ჩანაცვლება თანამედროვე დიზაინის ელემენტებითაა საჭირო:

კუთხის პლასტმასის თაროები აბაზანაში

ასეთი დეკორაცია განსაკუთრებით კერამიკული ფილების ფონზე ინტერიერს ბევრად უფრო იაფფასიანს აჩენს. ამიტომ ყოველდღიურად გამოყენებადი ნივთები შენახვა მცირე ზომის კარადაში სჯობს.

მეტალის ზედაპირები

ინდუსტრიული ტიპის სამზარეულოები ოთხმოცდაათიან წლებში იყო პოპულარული, თუმცა დღეს ეს სტილი მოძველებულია. ახლა მათ გმაგივრად სჯობს ბევრად უფრო ნათელი მასალა და ფერადი ელემენტები გამოიყენოთ სამზარეულოს მოსაწყობად.

პუფები

პუფები უკვე რამდენიმე წელია, რაც მოძველებული ტრენდის ნაწილად ითვლება. დიზაინერები მათ ჩანაცვლებას თანამედროვე სტილის სახელურებიანი სავარძლებით გვირჩევენ.

ნაცრისფერი ან ყავისფერი გრანიტით დაფარული ზედაპირები

ასეთი დიზაინის პოვნა ძალიან ბევრ სახლშია უკვე შესაძლებელი და მათი დანახვისას ნებისმიერი თანამედროვე ინტერიერი შეიძლება უგემოვნოდ მოგვეჩვენოს. მათ მაგივრად სჯობს აირჩიოთ უფრო პრიალა მასალები მაგალითად სამზარეულოში არსებული ზედაპირების დასაფარად.

ხის პარკეტის არასწორი ფორმა

ხის პარკეტი ყოველთვის იდეალურ არჩევანს წარმოადგენს სახლის განახლებისას. თუმცა, მარცხენა სურათზე მოცემული პატერნის გამოყენება ნებისმიერ სივრცეს უფრო მოძველებულ და წინა საუკუნის დროინდელი სახლის იერს აძლევს. ამიტომ სჯობს გამოიყენოთ ღია ფერის მართკუთხა ფორმები ხის იატაკის დაგებისას.

ჰოლივუდური სარკის განათებები

ბევრ ქალს სურს თავი ვარსკვლავად იგრძნოს, თუმცა ასეთი ინტერიერის ელემენტები უკვე დიდი ხანია მოძველდა. ჯობია იგი ნეიტრალური დიზაინით და უფრო მსუბუქი განათებით ჩაანაცვლოთ.

რუსტიკული სამზარეულო

ჟანგისფერი ორნამენტებითა და ყვავილებით გაფორმებული სამზარეულო შესაფერისად მხოლოდ მაშინ გამოიყურება, როდესაც სამზარეულოს ფანჯარა ლამაზ ბაღს ან გარეუბნის ხედს გადაჰყურებს. მათი ხილვა ინდუსტრიულ უბნებში საკმაოდ არამოდური გახდა, რის გამოც დიზაინერები გვირჩევენ უფრო ეკო-მეგობრული დიზაინის გამოყენებას. ასევე მწვანე ფერები და ნატურალური მასალები იმას წარმოაჩენს, თუ როგორ ახლოს ხართ ბუნებასთან.

მძიმე კლასიკური სტილი

მუქი ხავერდი, ნატურალური ხე და ჩუქურთმები უკვე დიდი ხანია გადავიდა მოდიდან. ასეთი პრეტენზიული და რადიკალური ესთეტიკის სტილი უფრო მსუბუქმა და მინიმალისტურმა დიზაინმა ჩაანაცვლა. დიზაინერები ახლა არჩევენ უფრო ღია ფერის ფარდებს და ხავერდი იცვლება ბამბით.

ლოფტის სტილის აგურის კედლები

როდესაც დიზაინერები ლოფტის სტილის დიზაინს ქმნიდნენ, მათ ინსპირაციას აგურის კედლებიანი ქარხსნის სივრცეები წარმოადგენდა. თუმცა, ძველი ინდუსტრიული დიზაინის მსგავსად, ეს ლოფტის სტილის დიზაინიც მალე გავრცელდა ფართო მასშტაბებით და შესაბამისად მოდიდანაც გადავიდა. იგი უკვე დიდი ხანია ჩაანაცვლა ღია ფერებითა და ხის სტრუქტურებით გაფორმებულმა ინტერიერის დიზაინმა.

ალუბლის ხის კარადები

მუხი წითელი ალუბლის ფერი განსაკუთრებით პოპულარულია სამზარეულოს დიზაინებში. თუმცა იგი ავეჯს უფრო მძიმეს აჩენს და ოთახს უფრო ძველმოდურ იერს სძენს. ინტერიერის დიზაინერები გვირჩევენ უფრი ღია ფერის ხის გამოყენება, რაც სამზარეულოს უფრო თანამედროვეს გამოაჩენს.

ლინოლეუმის ძველებური დიზაინები

ლინოლეუმი იაფ და პრაქტიკულ მასალად ითვლება. თუმცა იგი ინტერიერს დაუხვეწავ და მოძველებულ იერს სძენს. ეს განსაკუთრებით მართალია მაშინ, როდესაც მისი პატრონი დიზაინის შერჩევისას ირჩევს ისეთ ვიზუალს, რომელსაც ჰოსპიტალებში, სკოლებში, მუზეუმებში და ბიბლიოთეკებში ვხვდებით. ამის ნაცვლად ყოველთვის სჯობს აირჩიოთ ხე ან ფილები. ეს მასალები უფრო ძვირია, მაგრამ შედარებით უფრო დიდი ხნით შეინარჩუნებენ ხარისხს.