
ზოგიერთი რამე, რაც ჩვენს კულტურაში ჩვეულებრივად ითვლება, სხვა ქვეყანაში შეიძლება ძალიან უჩვეულოდ ითვლებოდეს და პირიქით. ასეთი დეტალების ცოდნა გაგიმარტივებთ მოგზაურობას და დაგიცავთ შერცხვენისგან სხვადასხვა ტრადიციების გაცნობის დროს:
1. იაპონიაში ბევრ ქუჩას სახელი არ აქვს
იაპონიაში სახელების ნაცვლად უბნების და სექციების ნომრებს იყენებენ. ამ წესის გამონაკლისია მთავარი ქუჩები და გზატკეცილები.
2. ჰოლანდიელების უმრავლესობა ფარდებს არ ხურავს
ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, მაგალითად ჰოლანდიაში თქვენ იშვიათად ნახავთ ფარდებიან ფანჯრებს. ეს იმის დამსახურებაა, რომ ასეთ ქვეყნებში ადამიანები ერთმანეთის პირად სივრცეს სხვანაირად სცემენ პატივს და არავინ არ იხედება სხვის ფანჯარაში.
3. სინგაპურში ადგილობრივები ტანსაცმელს ბამბუკის ჯოხებზე აშრობენ
სინგაპურელი მოსახლეობა ტანსაცმლის გასაფენად ჩვეულებრივი თოკების ნაცვლად ბამბუკის ჯოხებს იყენებს. დღესდღეისობით ბამბუკის ჯოხებს ხშირად ანაცვლებენ პლასტმასის ჯოხებითაც. მათი ხილვა მართლაც ფერადი და შთამბეჭდავი სანახაობაა.
4. თურქეთში არსებობს ქათმის მკერდისგან დამზადებული დესერტი
თურქული პუდინგი სახელად tavuk göğsü ქათმის მკერდისგან, რძისგან, ბრინჯისგან, შაქრისგან და დარიჩინისგან მზადდება. ეს თურქებისთვის ერთ-ერთ საყვარელ დესერტად ითვლება.
5. ჰოლანდიაში ყველაზე დახრილი კიბეებია
ექსტრემალური დახრის მქონე კიბეები ჰოლანდიური სახლების დამახასიათებელი ნიშანია. ესეთი დეტალები ჭარბობს კანალებსი აშენებულ სახლებში, რადგან ისინი ძალიან მაღალი და წვრილია წყლით დაფარვისგან თავის დასაცავად.
6. ბრაზილიაში ქალები, თმის მოშორების მაგივრად, იღიავებენ
ბრაზილიელები ტანზე თმას სილამაზის ნიშნად მიიჩნევენ, რის გამოც მისი მოშორების მაგივრად თმის ღერებს სპეციალური ხსნარებით იღიავებენ. ბრაზილიელი ქალები ამ პროცედურას ხშირად სანაპიროზე ატარებენ და კანზე გასაღიავებელ ხსნარს მზის კრემის მსგავსად ისვავენ.
7. იაპონური ხის აბაზანები
თანამედროვე აბაზანების უმრავლესობა პლასტიკისგან და უჟანგავი მეტალისგან მზადდება, თუმცა იაპონიაში ხის აბაზანებსაც შეხვდებით. მათში აბაზანის მიღება მთელი რიტუალია. მასში ადამიანი მხრებამდე ეფლობა და შემდეგ წყალს ზემოდან ხის თავსახურს აფარებენ და ასე ინარჩუნებენ მის სითბოს. მასში ყველა ოჯახის წევრი იღებს აბაზანას წყლის შეუცვლელად, რის გამოც ისინი აბაზანაში ჩასვლამდე შხაპს იღებენ.
8. კოლუმბიაში ცხელ ოკოლადს მასში ჩადებული მარილიანი ყველის ნაჭერთან ერთად მოგართმევენ
კოლუმბიაში ხალხს შოკოლადის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვს. ისინი ცხელ შოკოლადს ყველთან ერთად სვავენ და ტურისტების თქმითაც კი ეს მართლაც უგემრიელესი სასმელია.
9. საფრანგეთში რძეს ოთახის ტემპერატურაზე ინახავენ
ფრანგულ მარკეტებში უმეტესად ულტრა პასტერიზებული რძე იყიდება, რის გამოც მათი მაცივარში შენახვა უჩვეულობა.
10. სამხრეთ კორეაში წითელი მელანი ტაბუა
სამხრეთ კორეაში ადამიანის სახელის წითელი კალმით დაწერა ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი გარდაცვლილია.