
ლავანდა
ლავანდის ზეთი კოღოებს აფრთხობს, ხოლი კარადაში მისი გამხმარი ფოთლების ჩამოკიდებით ჩრჩილებისგან დაიცავთ სამოსს.
რეჰანი
რეჰანი თქვენს ბაღს კოღოებისგან დაიცავს. არსებობს ნატურალური ექვსი ნივთიერება, რომლებიც კოღოებს აფრთხობს და რეჰანი მათგან ოთხს შეიცავს.
პიტნა
პიტნა კოღოებისგან, ჭიებისგან და ტკიპებისგან დაიცავს თქვენს სივრცეს. იგი ასევე ჭიანჭველებს და ობობებსაც აფრთხობს. ბონუსად მას ვირთხების გაგდებაც შეუძლია.
როზმარინი
თუკი ეზოში გრილზე ხორცის შეწვა გსურთ, მოაბნიეთ მასზე როზმარინის ნამცეცებიც და ბოლში მათი შერევა კოღოებს და ხოჭოებს მოგაშორებთ ბაღიდან.
გულყვითელა
ეს ლამაზი მცენარი კოღოებთან ერთად ასევე თქვენი მცენარეების ფესვებს მიკროსკოპული ჭიებისგანაც იცავს.
კატაპიტნა
ეს მცენარე ხოჭოების დასაფრთხობ სითხეებზე ათჯერ უფრო ძლიერი საშუალებაა თქვენი სივრცის დასადავად ამ უსიამოვნო მწერებისგან. თუმცა, მან შეიძლება კატები მიიზიდოს.
მწვანე ფორთოხალი
კიდევ ერთი ნატურალური საშუალება, რომლითაც ხოჭოებს წარმატებით დააფრთხობთ, სწორედ მწვანე ფორთოხალია. ისინი უსიამოვნო მწერებს ჩედარის მსგავსი სუნით აფრთხობენ.
ქრიზანთემა
ქრიზანთემები შეიცავენ ქიმიკატ პირეტრუმს, რომელსაც შეუძლია ჭიანჭველების, ტკიპების, ბუზების, ობობის ტილების, იაპონური ხოჭოების და ლოგინის მწერების დაფრთხობა და მოკვლა.
დედოფლის ყვავილი
ამ ყვავილს უსიავოვნო მწერების დატყვევება შეუძლია მის გულში, რისი დახმარებითაც იგი მის გვერდით დარგულ ლამაზ მცენარეებს იცავს. თუმცა, რეგულარულად უნდა შეამოწმოთ მისი მახეები და იგი მწერებისგან გაათავისუფლოთ.
ნიორი
ეს მცენარე სუნიან ჭიებს, ლოკოკინებს და ბაღის სხვა უსიამოვნო მწერებს მოგაშორებთ. მისი ბაღის ირგვლივ დარგვა ასევე ცხოველებსად დააფრთხობს. თანაც, მათი გამოყენება სამზარეულოშიც შეგიძლიათ.
ლიმონის ბალახი
ეს მცენარე ციტრონელას შეიცავს. ეს ნატურალური ინგრედიენტი კოღოების საწინააღმდეგო ხსნარების დასამზადებლად გამოიყენება. ამ ნივთიერებას ყვავილკი უფრო მკვეთრად აფრქვევს.
ვენერა
თუკი ბაღის დაცვის უფრო ექსტრემალური საშუალებების გამოყენება გსურთ, მაშინ ვენერას მახეების დარგვაა საუკეთესო არჩევანი. ეს ყვავილი მწერებს და ქვეწარმავლებს ჭამს.