რატომ არ იყენებენ ევროპაში მეტალო-პლასტმასის ფანჯრებს ისე ხშირად, როგორც ჩვენთან

გამოცდილ მოგზაურებს ერთი კითხვა აწუხებთ: რატომ არ აყენებენ ევროპაში პლასტმასის ფანჯრებს? როგორც გაირკვა, ამის უამრავი მიზეზი არსებობს.

ცოტა იმედგაცრუებულნიც კი დავრჩით, რადგან პირველად სწორედ გერმანელებმა შეიძინეს PVC-ის (პოლივინილქლორიდი) პატენტი 1952 წელს. ხის ფანჯრები უფრო ძვირია და მოვლას საჭიროებს, მაგრამ, როგორც ამბობენ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, ძუნწი კი ორჯერ იხდის.

ეკოლოგიურობა

ზოგადად, მათი ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვისთის, ევროპელები ხშირად არჩევანს ხის ფანჯრების სასარგებლოდ აკეთებენ. აი, საქმე რაშია: კედელში ასეთი ფანჯრები ბუნებრივ ვენტილაციას უზრუნველყოფს, ხოლო პლასტმასი მთლიანად ჰერმეტულია.

ზიანი ჯანმრთელობისთვის

ბევრი ადამიანია მიჩვეული იმ ფაქტს, რომ პლასტმასის ფანჯრები ჯანმრთელობისთვის საზიანოა. განსაკუთრებით საშიშია მასშ ტყვიისა და თუთიის არსებობა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ეფექტი ზოგან მნიშვნელოვნად გაზვიადებულია (მავნე ელემენტების გამოყენება მინიმუმამდეა შემცირებული), პლასტმასის ფანჯრებს კვლავ ალმაცერად უყურებენ. და ამას მათი უპირატესობაც კი ვერ ცვლის: ხმის იზოლაცია, სითბოს შენარჩუნება და გამძლეობა.

სტატისტიკურად რომ ვთქვათ, ევროპული სახლების უმრავლესობაზე ხის ფანრები ჭარბობს. ზოგიერთ ქვეყანაში, მათი რაოდენობა ფანჯრების მთლიანი რაოდენობის სამ მეოთხედს შეადგენს. განსაკუთრებით აფასებენ მათ ბუნებრივობას და გამძლეობას ტემპერატურის ცვალებადობის მიმართ.

აუტანელი ხმა

ალბათ, არა ერთხელ მოგისმენიათ ეს საშინელი და საშიში ჭრაჭუნის ხმა, რომელიც პლასტმასის ფანჯრებს ახასიათებს. მიზეზები შეიძლება იყოს შუშის უეცარი გაცხელება ან გაცივება, არასწორი მონტაჟი და კედლების დაწევაც კი. ნათელია, რომ ასეთ შემთხვევებში ხის ფანჯრები არ იხმაურებს.

დაკონსერვებული ქალაქები

უხეშად რომ ვთქვათ, ბევრი ევროპელი არ ენდობა PVC ფანჯრების საეჭვო მწარმოებლებს და ხის ფანჯრებს ანიჭებენ უპირატესობას. ბევრ რეგიონში კი პლასტმასის ფანჯრების დამონტაჟება კანონით აკრძალულია. რეგიონების ისტორიული ავთენტურობის შენარჩუნება სერიოზული საკითხია და ამ შემთხვევაში პლასტმასის ფანჯრებს ასეთ ადგილებში არაფერი ესაქმება.

რატომ არ არის ევროპაში დაყენებული პლასტმასის ფანჯრები

ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ტრადიციებისა და ეკოლოგიისადმი მიდრეკილება, ესთეტიკა და გადამუშავების საკითხები, ეს არის მიზეზები, რომლებიც განმარტავს, თუ რატომ მზადდება იმავე ფინეთში ფანჯრების 80% ხისგან. შეიძლება, ერთ დღესაც გამოიგონონ ფანჯრები სენსორული ეკრანით და თვითგაწმენდის ფუნქციით, მაგრამ ახლა ისინი კმაყოფილნი არიან იმით, რაც აქვთ.

რა თქმა უნდა, უცხოელი კოლეგების გამოცდილება საინტერესოა, მაგრამ თქვენ დამოუკიდებლად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება და თქვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე უნდა იმოქმედოთ.