როგორ უნდა მოვაწყოთ სამზარეულო იდეალურად – სწორი და არასწორი მეთოდები

სწორი მეთოდი: გამოიყენეთ სივრცე სწორად

განახლებული სამზარეულოს წარმოდგენისას ადამიანების უმრავლესობა ფიქრობს მეტალის ტექნიკაზე, გრანიტის დახლებზე და დიდ კუნძულზე ცნობილი ტრენდების მსგავსად. თუმცა, ყოველთვის სჯობს დაფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ გამოიყენებს სივრცეს თქვენი ოჯახი ყოველდღიურ ცხოვრებაში. იქნებ ამ ოთახში სურთ ბავშვებს მეცადინეობა, ან აქ გნებავთ სტუმრების მისაღებად სასადილო ოთახის დადგმა? გათვალეთ ასეთი ინდივიდუალური დეტალები წინასწარ.

არასწორი მეთოდი: ბიუჯეტის დავიწყება

სამზარეულოს საშუალო დონის განახლების პროექტიც კი საკმაოდ ძვირი ჟდება, ამიტომ წინასწარ ბიუჯეტის შექმნა აუცილებელია. ჩამოწერეთ ორი სია იმ დეტალების, რომელიც აუცილებლად გჭირდებათ და რომელი ასპექტებიც უბრალოდ გსურთ რომ გქონდეთ. ეს სიები მოგცემთ იმის წარმოდგენის საშუალებას, თუ რაში უნდა დახარჯოთ ბევრი ფული და რაზე უნდა დაზოგოთ თქვენი ფინანსები. მაგალითად შეცვალეთ კარადების ზედაპირები მათი მთლიანად გამოცვლის მაგივრად და დაზოგეთ ფინანსები მსგავსი გადაწყვეტილებებით.

არასწორი მეთოდი: საწყობის დავიწყება

სამზარეულო ხშირად სახლის ყველაზე გადატვირთული სივრცეა. ჭურჭელსა და პროდუქტებს საკმაოდ ტევადი საწყობი სჭირდებათ დასაბინავებლად, რის გამოც განახლებისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ სამზარეულოსთვის საკმარისი საკუჭნაო სივრცის გამოყოფა. ასეთ დროს უნდა ჩამოწეროდ გულახდილად იმ ნივთების სია, რომელსაც ხშირად იყენებთ და იმ ნივთების სია, რომლის გამოყენებაც იშვიათად გიწევთ. ასეთი ნივთების ზუსტი სიის წყალობით საკმარის სივრცეს მარტივად გამოყოფთ საკუჭნაოსთვის ან დამატებითი კარადისთვის პირსაბანის გვერდით.

სწორი მეთოდი: საკმარისი განათების უზრუნველყოფა

სამზარეულო მართლაც ის სივრცეა, სადაც დამატებითი განათება მართლაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ყოველთვის კარგია იმის წარმოდგენა, თუ როგორ მუშაობთ ამ სამზარეულოში და ამის დახმარებით განათებების განაწილება მაგალითად გაზქურის, პირსაბანის, ან დახლის თავზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანა კარგი განათების დამონტაჟება იმ წერტილში, სადაც სისტემატიურად შეასრულებთ მოქმედებების უმრავლესობას.

არასწორი მეთოდი: ზედმეტი სიფრთხილე

ყველასთვის ცნობილია, რომ სახლის გარემონტების დროს მისი მფლობელები ხშირად ფიქრობენ სახლის გასაყიდი ფასის აწევაზეც. თანაც ხშირად სახლის მყიდველები ყიდვის გადაწყვეტილებაზე მოქმედ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად სწორედ განახლებულ სამზარეულოს ასახელებენ. თუმცა, ამის გამო არ უნდა შეაჩეროთ არჩევანი სამზარეულოს საბაზისო დიზაინზე, რომელიც ყველას გემოვნებას მოერგება. შეიტანეთ მის ინტერიერსა და დეტალებში ისეთი ასპექტებიც, რომლებიც ყოველდღიურად თქვენ მოგიტანთ სიხარულის გრძნობას და თავს სახლში გაგრძნობინებთ. სურვილის ქონის შემთხვევაში ნუ იტყვით უარს მკვეთრი ფერების გამოყენებაზე ან სპეციფიური ზედაპირის მქონე იატაკის დაგებაზე. დაამატეთ მკვეთრი განათებები, ლამაზი ხალიჩები და თქვენთვის ყველაზე კომფორტული ავეჯის დეტალები სრული პერსონალური ხასიათის გამოსავლენად. ხშირად ასეთი სამზარეულოს მქონე სახლის გაყიდვა უფრო მარტივია.