
სახლის განახლება საკმაოდ კომპლექსური პროცესია და მისი შესრულების დროს შესაძლოა უამრავი შეცდომა დაუშვათ. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ყველაზე ხშირი და ადვილად დასაშვები შეცდომების სიას, რომელიც აუცილებლად უნდა აირიდოთ თავიდან:
იაფი მასალების გამოყენება – აუცილებელია გქონდეთ საკმარისი თანხა ან მოიცადოთ საკმარისი თანხის შეგროვებამდე იმისათვის, რომ მაღალი ხარისხის მასალები შეიძინოთ. იაფფასიანი ელემენტებით სახლის გარემონტება მის ფასს პირიქით დაბლა დაწევს.
ბიუჯეტზე კონტროლის დაკარგვა – ბევრ ადამიანს ავიწყდება ბიუჯეტის გეგმის მიხედვით მოქმედება ან საერთოდ ბიუჯეტის ქონის უზრუნველყოფა. ბიუჯეტის გარეშე შეიძლება ფინანსები მარტივად გამოგელიოთ პროექტის დასრულებამდე. წინასწარ გაწერეთ ხარჯების და ბიუჯეტის გეგმა.
არასწორად გაზომვა – ყველას გაგვიგონია გამოთქმა “ორჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი” და მართლაც არსებობს სწორი მიზეზი ამ გამოთქმის არსებობის. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ეს მოწოდება, თუკი არ გსურთ ზედმეტი ხარჯების გაწევა.
სინათლის უგულებელყოფა – ბუნებრივი განათება სახლის იდეალური დეტალია, რომელიც მზის ჩასვლასთან ერთად ქრება. ბევრი სახლის პატრონს ავიწყდება იმის გათვალისწინება, თუ რა სჭირდება სახლს მზის ჩასვლის შემდეგ. ყოველთვის სჯობს გქონდეთ ბევრი განათება იმისთვის, რომ არასაკმარისი განათების გამო გეგმების შეცვლა არ მოგიწიოთ მათ ჩასამატებლად.
ზედმეტად ტრენდული და მკვეთრი ფერები – ტრენდები ძველდება და რადიკალური ფერების გადაწყვეტა მალე იღებს ძველმოდურ იერს. ამიტომ არ უნდა დააფუძნოთ სახლის საბაზისო დეტალები ტრენდულ მკვეთრ გადაწყვეტილებებზე. ტრენდული დიზაინის ელემენტებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი დეტალები, რომლების შეცვლაც სამომავლოდ შედარებით უფრო მარტივი იქნება კედლების დანგრევის გარეშე.
სიმწვანეზე უარის თქმა – დღეს არაფერი გიშლით ხელს ეკო-მეგობრული სახლის მოწყობაში. თანაც მწვანე ალტერნატივები უკვე შედარებით ძვირიც აღარ არის. საბოლოოდ მათი დახმარებით კომუნალურ გადასახადებსაც მნიშვნელოვნად დაზოგავთ.
არასწორი ფანჯრების არჩევა – კარებები და ფანჯრები სახლის ერთადერთი ელემენტია, რომელიც ინტერიოზე და ექსტერიორზე ერთნაირად მოქმედებს. ყოველთვის აარჩიეთ ისინი არა ბიუჯეტის, არამედ ესთეტიკის და ფუნქციონალის მიხედვით. მინიმუმ მონდომებით იზრუნეთ სახლის წინა ფასადზე არსებული ფანჯრების ხარისხიანად შერჩევაზე, რადგან ამ ასპექტის მაღალი დონე სახლის ფასს მნიშვნელოვნად გაზრდის.
ელექტროგაყვანილობის განახლებაზე უარის თქმა – ძველ სახლებს ყოველთვის მოძველებული ელექტროგაყვანილობის პრობლემა აწუხებთ. მოძველებული დენის კაბელები პოტენციურად ხანძრის წყაროც კი შეიძლება გახდეს. ამიტომ მათი განახლება ყოველთვის აუცილებელი ასპექტია.