თუ სახლში ამ 7 მცენარიდან ერთ-ერთი მაინც გექნებათ, ჯანმრთელობას აღარ შესჩივლებთ

საშუალოდ ყველა სახლში შეხვდებით ფორმალდეჰიდის, ნახშირორჟანგის, ტრიქლორეთილენის და ამიაკის მსგავსი საშიში ტოქსინების ელემენტებს ჰაერში. საბედნიეროდ მათგან ჰაერის გაწმენდა მცენარეების საშუალებით ძალიან მარტივადაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ იმ მცენარეების სიას, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობაზე ძალიან ეფექტურად ზრუნავენ:

1. ჟასმინი

ჟასმინს იდეალური ეფექტი აქვს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობაზე იმ ქიმიკატის დახმარებით, რომელიც ამსუბუქებს შფოთვას, კურნავს ხასიათის ცვლილებებს, აუმჯობესებს ძილის ხარისხს და დიდი ოდენობის შემთხხვევაში იმუნიტეტს და ლიბოდას კი ზრდის.

2. როზმარინი

ეს მცენარე კონცენტრაციის და მახსოვრობის გაუმჯობესების ეფექტითაა ცნობილი. ის ასევე ამსუბუქებს კუნთების ტკივილს და აუმჯობესებს იმუნურ სისტემას. მისი ახალი ფოთლების გამოყენება საჭმლის მომზადების დროსაც შეგიძლიათ.

3. ლავანდა

ლავანდა სუნამოს ან მცენარის სახით გვაშორებს სტრესს და კურნავს ინსომნია, ნერვიულობას, შფოთვებს და დეპრესიას.

4. ალოე ვერა

იგი ანაზებს და ატენიანებს გაღიზიანებულ კანს და კურნავს მზისგან, ყინულისგან და ცეცხლისგან მიყენებულ დაზიანებებს, ცივ მუწუკებთან ერთად.

5. ბრომელიადები

სახლში დადგმული ბრომელიადები ოთახის ჰაერში არსებული ბენზოლის მსგავსი ქიმიკატების 90 პროცენტს იწოვს. მათი განთავსებისთვის საუკეთესო ადგილები მზიანი კუთხეებია.

6. გერბერა

ახლახან ნასამ გერბერა საუკეთესო მცენარედ დაასახელა ჰაერის ბენზოლისგან განთავისუფლების და ღამით ჟანგბადის გამომუშავების საკითხში. ეს მართლაც იდეალურ დახმარებას გაუწევს იმ ადამიანებს, რომლებიც ძილის პრობლემებითა და ინსომნიით იტანჯებიან.

7. აზალეა

ულამაზეს ფერებთან ერთად, აზალეა ოთახის ჰაერის გასუფთავების ეფექტითაც გამოირჩევა. იგი იწოვს ქიმიკატებს, თუმცა მას მოსწონს ნესტიან გარემოში ყოფნა, ამიტომ სჯობს ხშირად მორწოთ.