იდეა: როგორ განაახლა ინტერიერის ექსპერტმა უგემოვნოდ მოწყობილი სახლი

ინტერიერის დიზაინერი ტინა რამჩადანი და მისი მეუღლე მანჰეტენზე ახალ საცხოვრებელ სახლს ეძებდნენ მაშინ, როდესაც პატარა მაგრამ უნიკალური აპარტამენტი იპოვეს. ტინას ყურადღება სივრცის გეგმამ მიიქცია, რის გამოც მან სახლი მაშინვე შეიძინა. 4 თვიანი განახლების პროცესების ჩატარების შემდეგ მან საბოლოოდ 92 კ/მ ფართობის საოცარი ქმნილება მიიღო.

ტინა ცნობილია თანამედროვე ინტერიერის სიყვარულით, რის გამოც მან მაშინვე შავ-თეთრი ფერების განლაგება აირჩია სახლის განახლებისთვის და პრიორიტეტად მუქი წითელი კედლების და ხის პანელების მოშორება იქცა. მისი მთავარი მიზანი მზის სინათლის მაქსიმალურად შენარჩუნება იყო, რის გამოც კედლები ღია თეთრი ფერით შეღება და ნაცრისფერის და შავი საღებავის აქცენტებით გააფორმა. თანხის დასაზოგად მას ძველი იატაკის შენარჩუნებაც სურდა თავიდან, თუმა მისი ცუდი ვიზუალის გამო საბოლოოდ იგი ნაცრისფერი ხის პარკეტით ჩაანაცვლეს.

კიდევ ერთ პრიორიტეტს სწორი ავეჯის შერჩევა წარმოადგენდა. ტინა და მისი მეუღლე ყოველთვის უამრავ სტუმარს მასპინძლობენ, რის გამოც ტინას სურდა სივრცის გადატვირთვის გარეშე განეთავსებინა სახლში ისეთი ავეჯი, რომელიც ბევრ ადამიანს თავისუფლად დაიტევდა. ამის მისაღწევად მან სპეციალური ფორმის კუთხის დივანი შეუკვეთა რობერტ ალენის ნაჭრის ზედაპირით. მას ასევე კრეატიული ადგილი მოუძებნა ტელევიზორსაც და იგი კუთხეში დაამონტაჟა, რისი დახმარებითაც მის უკან კაბელების დასამალი საკუჭნაო მარტივად დამალა.

სასადილო სივრცე მოწყობილია ხის განახლებული მაგიდის ირგვლივ, რომელიც ბევრ დასაჯდომ ადგილს სთავაზობს სტუმრებს. ამ კუთხის ელექტრიკული დიზაინის გასაფორმებელ დეტალად ტინამ ორიგინალური ნახატი გამოიყენა.

თავდაპირველად სამზარეულო დახურული იყო, თუმცა ტინამ მისი კედელი გამოანგრია სტუმრების დიდი რაოდენობის მარტივად მისაღებად. მას სურს, რომ ხალხს შეეძლოს საჭმელების მომზადება, ლაპარაკი და სასმელებით დატკბობა ერთდროულად. თეთრმა კარადებმა და დახლებმა მართლაც განაახლა სივრცის ვიზუალი.

საძინებელი იყო ის ერთი ოთახი, რომელიც თეთრად არ შეღებეს. ამ სივრცის კედლებს ახლებული ნაცრისფერი იერი შემატეს და ფარდების გაფორმებისას მშვიდი ლურჯი ფერი შეარჩიეს.

აბაზანის გადატვირთული სივრცე მინიმალისტურ, თუმცა პრაქტიკულ სივრცედ აქციეს. ტინამ იცოდა, რომ არასდროს გამოიყენებდა აბაზანას, რის გამოც იგი შხაპის სივრცით ჩაანაცვლა. საშხაპის მცირე სივრცის გამო მის შესასვლელში მხოლოდ ნახევარი ზომის შუშა დაამონტაჟეს. კედლებზე დიდი ზომის ფილები გამოიყენეს, რისი დახმარებითაც პატარა სააბაზანო უფრო დიდი ჩანს. მუქი ფერის კარადამ და პირსაბანის თეთრმა ზედაპირმა სივრცეს კომფორტული გარემოს ბოლო შტრიხები შემატა.

ტინამ ამ სივრცის მოწყობისას ნიუ-იორკის აპარტამენტის ყველა იდეალური ასპექტი გამოიყენა: კარგი განათება, მინიმალისტური დიზაინი და მაქსიმალურად დიდი სივრცე.