რას სწავლობდნენ საბჭოთა ბავშვები: რა უნდა ისწავლონ თანამედროვე ბავშვებმა მათგან

საბჭოთა ბავშვებს სურდათ გამხდარიყვნენ ინჟინრები, ექიმები, მძღოლები ან ჯარისკაცები, რათა თავიანთი შრომით ადამიანებისთვის სარგებელი მოეტანათ. თანამედროვე ბავშვსისთვის არჩევანი ბევრად ფართოა, თუმცა, სამწუხაროა, რომ  დღევანდელი ბავშვებისთვის შრომის სარგებელი უკანა პლანზე ინაცვლებს. მთავარია თავად ისინი გრძნობდნენ თავს კარგად მომავალში…

და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმაზე, თუ როგორ შეიცვალნენ თანამედროვე ბავშვები, საბჭოთა პერიოდის თანატოლებთან შედარებით. რადგან ჩვენ გვეჩვენება, რომ ახლა ეს უფსკრული გაცილებით ღრმაა, ვიდრე ოდესმე.

საბჭოთა სკოლის მოსწავლეები

ცხადია, თანამედროვე ცხოვრება საბჭოთა ეპოქას ვერ შეედრება. და პრობლემას არა მხოლოდ ინტერნეტის, გაჯეტების და ახალი ტექნოლოგიების გაჩენა წარმოადგენს. საქმე იმაშია, რომ სსრკ-ში ბავშვები ადრეული ასაკიდან ემზადებოდნენ ზრდასრული ცხოვრებისთვის. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ მოზარდობის პერიოდში, საბჭოთა ბავშვი სრულიად დამოუკიდებელი ადამიანი იყო, მან იცოდა, რა სურდა ცხოვრებისგან, შეეძლო საკუთარი საჭიროებების უზრუნველყოფა.

საზოგადოებაში, სადაც შრომისადმი სიყვარული ნამდვილი კულტი იყო, საბჭოთა პერიოდის სკოლის მოსწავლეები ვერ იქნებოდნენ ზარმაცები და ნაცარქექიები. ამიტომაც, ისინი მუდმივად ითვისებდნენ ახალ უნარებს, სწავლობდნენ უფროსებისგან, იძენდნენ სასარგებლო ჰობიებს.

ბიჭები ინტერესდებოდნენ რადიოინჟინერიით და ელექტრობით, ხისგან ნაკეთობებს ამზადებდნენ ან ენთუზიაზმით აწყობდნენ სატრანსპორტო საშუალებებს. ეს უნარები შემდეგ სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვებოდათ და ხშირად საკუთარი თავის გამოკვებაში ეხმარებოდათ.

შრომის გაკვეთილებზე გოგონები სწავლობდნენ კულინარიას, ქსოვას და ქარგვას, ბიჭები კი ჩაქუჩების, საჭრისების და სხვა ინსტრუმენტების ხელოვნებას ითვისებდნენ. ეს დისციპლინა ზოგიერთ სკოლაში დღესაც არის შემორჩენილი, თუმცა, იგი მხოლოდ შოუსთვის შემორჩა. რადგან პირობითად უბრალო ტაბურეტის აწყობის საკითხიც კი თანამედროვე სკოლადამთავრებულისთვის შეიძლება ამოუხსნელი ამოცანა იყოს.

გასაკვირია, მაგრამ საბჭოთა ეპოქის ბავშვებს უკეთ შეეძლოთ კომუნიკაცია, ვიდრე მათ თანამედროვე თანატოლებს. ინტერნეტისა და გაჯეტების (და ზოგჯერ ელექტროენერგიის და შუქის) არარსებობა ბავშვებს ნებისმიერ ამინდში ეზოში გასვლისკენ უბიძგებდა. სახლს გარეთ, ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ, იკრიბებოდნენ კომპანიაში, თამაშობდნენ და საუბრობდნენ.

გარდა ამისა, სსრკ-ში ბავშვებს სწორ კომუნიკაციას ასწავლიდნენ უფროსებთან და ბავშვებთან, და მათ ქცევით წესებს უწესებდნენ. რა თქმა უნდა, იმ დროს ბავშვები ნაკლებად იყვნენ თავისუფლები, ვიდრე ახლა არიან, სამაგიეროდ, მათგან უფრო მეტი პატივისცემა მოდიოდა გარშემო მყოფების მიმართ.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თანამედროვე ბავშვი ძალიან განებივრებულია იმით, რომ მისთვის ყველაფერი ხელმისაწვდომია. ის ვერ ხედავს ფასეუობას ნივთებში, რადგან დარწმუნებულია, რომ ნებისმიერი ნივთი აუღელვებლად შეუძლია შეცვალოს. მაშინ რატომ უნდა შეაკეთოს ძველი, თუ შეიძლება სრულიად ახალი ნივთი შეიძინოს? საბწოთა ბავშვებს კი ყვეაფრის შეკეთება შეეძლოთ – ფეხსაცმლის, გირლანდების, უთოს, და მაგნიტოფონისაც კი.

ცალკე უნდა ვისაუბროთ ისეთ მნიშვნელოვან და განვითარებად საქმიანობაზეც, როგორიც წიგნების კითხვაა. და თუ საბჭოთა პერიოდში კითხვა და ბიბლიოთეკაში სიარული მოდური იყო, იშვიათი წიგნი კი საუკეთესო საჩუქრად ითვლებოდა, მაშინ დღეს ბავშვებისა და მოზარდების ყურადღება საკმარია მხოლოდ სიახლეების წასაკითხად.

სამწუხაროა, რომ თანამედროვე ბავშვებმა წიგნების კითხვა არ იციან. ისინი ძალიან არიან გათამამებული იმ ნათელი გატაცებებით, რომლებიც დღესდღეობით ხელმისაწვდომია, და ხანგრძლივი კითხვა, რაც დამოუკიდებელ ფანტაზიას და წაკითხულის ანალიზს მოიცავს, უბრალოდ საკმარისი დრო და სურვილი არ აქვთ. იმისდა მიუხედავად, რომ დღეს ნებისმიერი წიგნი უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ოდესმე.

შედეგად, იზრდება ადამიანების მთელი თაობა, რომლებსაც რაღაც გაუგიათ ყველაფრის შესახებ, მაგრამ ზედმიწევნით არაფერი იციან. და თუ საბჭოთა ბავშვებმა, რომლებსაც დისციპლინების მცირე ნაკრები ჰქონდათ, კარგად იცოდნენ ყველაფერი, მაშინ თანამედროვე ბავშვებს ბევრი დატვირთვა აქვთ, მაგრამ ყველაფრის დაუფლება მათთვის შეუძლებელია.

ჩვენ ხშირად გვესმის ფრაზა, რომ “ადრე ყველაფერი უკეთესი იყო”. მაგრამ ყოოველთვის იქნებიან ამ განცხადების როგორც მომხრეები, ასევე მოწინააღმდეგეებიც. კაცობრიობა მუდმივად მიიწევს წინ და, შესაბამისად, ყოველი თაობა ყოველთვის რაღაცით განსხვავდება წინა თაობისგან.

და ვინაიდან ბოლო დროს ცვლილებები მართლაც ძალიან სწრაფია, გასაკვირი არაა, რომ საბჭოთა ეპოქის ბავშვები და თანამედროვე ბავშვები ასე საოცრად განსხვავებულები არიან. მაგრამ მხოლოდ დრო გვიჩვენებს, ვინ იყო უკეთესი და ვინ მოუტანა კაცობრიობას უფრო მეტი სარგებელი.