
ცოტა ხნის წინ, სამუშაოდ თურქეთში წავედი. ამავე დროს, თვალი შევავლე, როგორ ცხოვრობენ იქ ადამიანები. შევაფასე თურქული სახლები და ბინები, რათა გამეგო, მენდომებოდა თუ არა ამ ქვეყანაში დარჩენა.
ბევრს მიაჩნია, რომ თურქეთში ცხოვრება ნამდვილი სამოთხეა. ხალხი ხედავს ულამაზეს ცხოვრებას კურორტებზე და ფიქრობს, რომ თურქები ზუსტად ასე ცხოვრობენ. სინამდვილეში, საცხოვრებელს თურქეთის პრროვინციაში რამდენიმე ნაკლი აქვს. მე მოგიყვებით მათ შესახებ და ჩემს შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ.
თურქული სახლები და ბინები
ბინას, რომელიც შემომთავაზეს, მეპატრონეები საკმაოდ მომგებიან ფასად მაძლევდნენ. მაგრამ მასზე უარი ვთქვი და გადავწყვიტე, რომ იგი ამ ფულად არ ღირდა. სხვა ვარიანტების დათვალიერების შემდეგ მივხვდი, რომ თურქეთში ჩემთვის მყუდრო სახლს ვერსად ვიპოვიდი. ამ სტატიაში მოგიყვებით ხუთ უარყოფით მხარეზე, რომლებიც საცხოვრებლის ძიებისას აღმოვაჩინე.
1. ძალიან ბევრი ობი
საცხოვრებელი ძალიან სწრაფად იფარება ობით. განსაკუთრებით იმ პროვინციებში, რომლებიც შავი ზღვის მახლობლად მდებარეობს. უფრო მეტიც, ობს შეიძლება ახლად აშენებულ ბინებშიც კი შეხვდეთ. თურქმა დეველოპერებმა კარგად უნდა იმუშაონ მრავალსართულიანი ბინების ვენტილაციაზე.
2. ფანჯარა ფანჯარაში
ჩვეულებრივი თურქები ცხოვრობენ სახლებში, სადაც ფანჯრები ერთმანეთის პირისპირ მდებარეობს. მათთვის სავსებით ნორმალურია სახლების აშენება ასე ახლოს. ისინი ფანჯრებს სქელი ფარდებით ან ჟალუზებით ხურავენ. მე კი მომეჩვენა, რომ ასე ცხოვრება არც თუ ისე კომფორტულია.
როგორც ჩანს, მხოლოდ ტურისტებს ხელეწიფებათ ზღვისა და სანაპიროს ულამაზესი ხედებით ტკბობა. ან მოგიწევთ მოძებნოთ უფრო ძვირი ბინა, მაგრამ არც ამ შემთხვევაში იქნებით დაზღვეული, რომ იქ ყველაფერი რიგზე იქნება.
3. სიცივე სახლებში
თურქეთის პროვინციაში, ძნელია იპოვოთ სახლი ნორმალური გათბობით. სახლები სხვადასხვანაირად თბება, მაგრამ, როგორც წესი, ცივ სეზონზე ბინებში ძალიან ცივა. ჩემი მოგზაურობაც სწორედ ზამთარს დაემთხვა. მე პრობლემის მთელი მასშტაბის შეფასება შევძელი. ძალიან ცივა, განსაკუთრებით დილაობით ცივ იატაკზე ადგომა. თანაც, ყველა მხრიდან ქარი უწყვეტად უბერავს.
4. ეზოების არარსებობა
რატომღაც, საცხოვრებელი კორპუსების მახლობლად ნორმალური ტერიტორია არ არსებობს. ან საერთოდ არ არის ეზო, ან რაღაც ბოსტნის მსგავსია. ყველაზე მძიმე შემთხვევებში – მიმოფანტულია სამშენებლო მასალები და ნაგავი. თურქები უფრო მეტ დროს ატარებენ კაფეებში ან ზღვაზე. ლამაზი ეზო მათ არ სჭირდებათ. ჩემთვის კი ეს მნიშვნელოვანია.
5. მშენებლობის ცუდი ხარისხი
დიდ ქალაქებში მაინც შეგიძლიათ იპოვოთ კარგი ბინები. მაგრამ თურქულ პროვინციებში ყველა საცხოვრებელი ძალიან დაბალი ხარისხისაა, რადგან მრავალბინიან კაპიტალურ სახლებზე მოთხოვნა არ არის. იქ ყველაფერი ნაჩქარევად კეთდება, ოღონდაც სწრაფად გაიყიდოს დაბალ ფასში. ბინებში ჟონავს მილები, ცვივა თაბაშირი, ფილები ტყდება. ამიტომ, დამატებითი თანხის გადახდა მოგიწევთ რემონტის ჩასატარებლად.
შეჯამებისთვის, თურქეთის პროვინციაში სახლის ყიდვას ნამდვილად არ გირჩევდით. იქ მხოლოდ დიდ ქალაქებშიი და კარგ ფასად უნდა შეიძინოთ საცხოვრებელი. როგორც ამბობენ, ძუნწი ორჯერ იხდის. კარგად უნდა აწონ-დაწონოთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე თურქეთში საცხოვრებლის შეძენამდე. მაგრამ მე მეჩვენება, რომ უარყოფითი მხარეები ჯერ უფრო მეტია.