როგორ მოვაწყოთ სამზარეულოში მოსახერხებელი და მიმზიდველი კუნძული

თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე სამზარეულოს კუნძულის ზომა შეიძლება ბევრნაირი იყოს. მისი არჩევისას უნდა იფიქროთ იმაზე, თუ სამზარეულოს სივრცის როგორი განლაგება გსურთ ყველაზე მეტად. დაფიქრდით რომელ კუთხეებში აპირებთ ტექნიკის განთავსებას და რამხელა მანძილითაა ისინი დაშორებული პირსაბანიდან. ასევე კარგად გაზომეთ კედლიდან დახლების პირამდე მანძილი და ასეთი ხრიკებით მარტივად ჩამოაყალიბებთ თქვენი სამზარეულოს სივრცის ერგონომიკას. სწორი ზომის შერჩევის შემდეგ შეგიძლიათ ასეთი იდეალური კუნძულის სტილებიდან ერთ-ერთი შეარჩიოთ თქვენი სახლისთვის:

მოძრავი კუნძული

მოძრავი კუნძულის უამრავი სახეობა არსებობს. თუკი პატარა სივრცე გაქვთ, მაშინ შეგიძლიათ ბორბლებიანი კუნძული აარჩიოთ, რომელსაც გვერდით გაწევთ სტუმრების მიღებისას. ასეთი კუნძული ყველაზე მეტად ინდუსტრიული ინტერიერის მქონე სახლს და სამზარეულოს უხდება, თავისი დიდი ბორბლებითა და მეტალის ზედაპირით.

ჩანჩქერი

ჩანჩქერის სტილის კუნძულის ზედაპირი ერთი მხარიდან იწყება, თაღოვანი სტილით გადადის მეორე ნახევრამდე და შემდეგ უბრუნდება იატაკს. ასეთი სტილის კუნძულები ძალიან მოდურია და როგორც წესი მარმარილოს ზედაპირით კეთდება. ეს იდეალურად ერწყმის ტრადიციული სტილის სამზარეულოებს. უნიკალური ინტერიერის მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ფერადი მარმარილოც.

გადამუშავებული ავეჯის გამოყენება კუნძულის სახით

ეს ეკო-მეგობრული და ტრენდული ვარიანტი გახლავთ. ამით შეგიძლიათ მოძველებული მაგიდის სიცოცხლე გაახანგრძლივოთ და სამზარეულოს უნიკალური იერი შესძინოთ. თანამედროვე სტილის სახლს და ძველებური ინტერიერის მქონე ბინასაც ერთნაირი წარმატებით უხდება ასეთი ვინტაჟური სტილის სამზარეულოს კუნძული.

კუნძული გვერდითა მაგიდით

ტრადიციული სასადილო ოთახები უკვე ქრება მეტი სივრცის მისაღებად, რის გამოც მაგიდით გაფორმებული სამზარეულოს კუნძულები უფრო და უფრო ტრენდული ხდება. ეს იდეალური საშუალებაა სივრცის დასაზოგად, განსაკუთრებით გრძელ სამზარეულოებში.

სამზარეულოს კუნძული როგორც ლანჩის დახლი

სამზარეულოს კუნძულების უმრავლესობა დასაჯდომ სივრცესთან ერთად გვხვდება. ყოველთვის სასარგებლოა თავის გართობა საჭმლის მომზადების დროს ან ბავშვების ყურება საშინალო დავალების კეთებისას. ასეთი სიტუაციებისთვის ლანჩის დახლის მქონე კუნძული მართლაც კლასიკური ვარიანტია.