გარე ბუხრების საუკეთესო ვარიანტები და რჩევები: შეარჩიეთ ჩვენთან ერთად

თუკი გსურთ თქვენი საზაფხულო ეზო უპრობლემოდ გადააქციოთ შემოდგომისთვის შესაფერის დასასვენებელ გარემოდ, მაშინ რამდენიმე პლედისა დ ბალიშების გარდა სრული კომფორტისთვის ბუხარიც დაგჭირდებათ. თუმცა, სწორი ბუხრის ყიდვა და მისი სწორად დამონტაჟება შესაძლოა ოდნავ რთული იყოს. თუკი პირველად გიწევთ ამ დავალების შესრულება, მაშინ აუცილებლად უნდა გაეცნოთ ბუხრების დამონტაჟების ექსპერტი ჯოშ დოუნინგის და ლანდშაფტის არქიტექტორი ჯენის პარკერის რჩევებს.

1. დარწმუნდით იმაში, რომ თქვენი ეზო უსაფრთხოა

ბუნებრივი ხის წვის ადგილს მინიმუმ 45 სანტიმენტრიანი პერიმეტრი უნდა ჰქონდეს ირგვლივ იმისათვის, რომ ნაპერწკლებმა ირგვლივ ხანძრის გაჩენა არ გამოიწვიოს. ელექტრიკული და გაზზე მომუშავე ბუხრები უფრო თანამედროვე ხედვით გამოირჩევა და ამხელა სივრცეს არ საჭიროებს. ასევე აუცილებელია ბუხრის ქვეშ იყოს საკმარისად სოლიდური საძირკველი და ასევე მის ირგვლივ უნდა გაათავისუფლოთ სივრცე ზედმეტად დაბლა ჩამოწეული ტოტების მქონე ხეებისგან და მცენარეებისგან.

2. მოხერხებულობა

ძალიან მნიშვნელოვანია ბუხრის განთავსება ისეთ ადგილას, სადაც მის ირგლივ მარტივად მოაწყობთ კომფორტულ დასაჯდომ სივრცეს და ასევე კარგად დაიჭერთ Wifi-ის სიგნალს.

3. გადაწყვიტეთ როგორი ბუხარია თქვენთვის შესაფერისი

ეზოებისთვის სჯობს ცეცხლის ბუხრის მოწყობა. ისინი მარტივად მოსაწყობი და ძველმოდური იერის მქონეა. ტერასებზე და ბალკონებზე სჯობს გამოიყენოთ ელექტრიკული ან გაზზე მომუშავე ბუხრები, რომლებიც ერთ მთლიან დანადგარს წარმოადგენენ. ასევე უნდა იცოდეთ თქვენი ლოკალურ რეგიონში არსებული წესები სახლში ცეცხლის წყაროს განთავსების შესახებ. როგორც წესი კანონი მოითხოვს, რომ ასეთი აქსესუარები დაამონტაჟებინოთ პროფესიონალს.

4. იფიქრეთ სხვადასხვა სტილზე

ბუხრის შერჩევის პროცესის ყველაზე სახალისო ნაწილი დიზაინის უამრავი ვარიანტის დათვალიერებაა. ექსპერტების აზრით თქვენი გარეთ განთავსებული ბუხრის სივრცის სტილი უნდა შეეფერებოდეს თქვენი სახლის ინტერიერის სტილს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან როგორც წესი ამ სივრცის დანახვა მარტივადაა შესაძლებელი თქვენი სახლის შიგნიდან. პარკერის სამი ფავორიტი დიზაინია ქვის კლასიკური ბუხარი, ქვების ბეჭდის ფორმის ბუხარი და ცეცხლის თასი.

” ცეცხლის თასები ლანდშაფტის ლამაზ დანამატს წარმოადგენენ და ბევრნაირ გარემოს შეეფერებიან, ტერასებისა და ბალკონების ჩათვლით. ასეთი აქსესუარები როგორც წესი გაზზე მუშაობს, რითაც გარემოს დალაგებას აადვილებს და თანაც ისინი უამრავი განსხვავებული სკუპლტურული სტილებით გამოირჩევიან” – აცხადებს ჯენის პარკერი.

5. გაითვალისწინეთ ფასი

ბუხრის შერჩევის პროცესი მხოლოდ მისი სასურველი ვიზუალის არჩევით არ სრულდება. ბუხრის საყიდელი თანხის გარდა ასევე უნდა გაითვალისწინოთ მისი დამონტაჟების და მის ირგვლივ არსებული სივრცის მოწყობისთვის საჭირო ფინანსური ხარჯების ბიუჯეტიც.

6. დააკონკრეტეთ თქვენი მოთხოვნები დამხმარეების დაქირავებისას

ბუხრების ექსპერტის, ლანდშაფტის სპეციალისტის ან ნებისმიერი მსგავსი პროფესიონალის დაქირავებისას ყოველთვის აუცილებელია მიაწოდოთ მათ რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია თქვენი მოთხოვნების და გემოვნების შესახებ, რათა თავიდან აიცილოთ დაბნეულობა და ზედმეტი ხარჯები. თუკი გსურთ ბუხრის სივრცის მოწყობა ნოლიდან ან თანამედროვე ცეცხლის მაგიდის დადგმა, მაშინ უნდა გამოკითხოთ სპეციალისტებს ყველა დეტალი და ზუსტი ფასი წინასწარ.