როგორ დავუბრუნოთ ქსოვილებს პირვანდელი სიქათქათე და სილამაზე

ახალი თოვლივით თეთრი პირსახოცების შეძენისას ფარულად ვიმედოვნებთ, რომ მისი ძაფების სირბილე და ფერი დიდხანს შენარჩუნდება. თუმცა, მრავალჯერადი რეცხვის შემდეგ, ნაწარმი ხდება უხეში, ჩრდილები კი ნაცრისფერ ან ყვითელ ფერებში გადადის. როგორ მოვუაროთ სწორად თეთრ პირსახოცებს, რათა მათ რაც შეიძლება დიდხანს არ დაკარგონ თავდაპირველი იერი? დაიხსომეთ ჩვენი ხრიკები.

1. რატომ ფუჭდება პირსახოცები

ექსპლუატაციისა და არასათანადო მოვლის დროს, ქსოვილი უფრო სქელდება. ამის ხარჯზე ხდება ბოჭკოების დადაბლება და დეფორმაცია, პირსახოცი კი კარგავს სიფაფუკეს და სირბილეს.

შეცდომები, რომლებიც ქსოვილის გაუხეშებას იწვევს: 

– რეცხვა ჩვეულებრივი სარეცხი ფხვნილით და არა დამარბილებელი საშუალებით;

– დამარბილებელი საშუალებების უგულებელყოფა, თუ სახლში ხისტი წყალი გაქვთ;

– ფხვნილის არასაკმარისი რეცხვა, თუ წყლის ეკონომიური ნაკადით რეცხავთ. სარეცხი საშუალებების ნაწილაკები პროდუქტზე ჯდება და ისინი უარყოფითად მოქმედებს ქსოვილის ბოჭკოების მდგომარეობაზე;

– პირსახოცის ცხელი უთოთი დაუთოება ცხელი ორთქლით დამუშავების ნაცვლად;

– მწარმოებლის რჩევების უგულებელყოფა მოვლისა და მოხმარების წესებთან დაკავშირებით.

2. როგორ გავრეცხოთ პირსახოცები სწორად, მანქანაში

ქათქათა პირსახოცები დელიკატური მოვლას საჭიროებს. სარეცხ მანქანაში რეგულარული რეცხვის დროსაც კი შეგიძლიათ ნაწარმს ხანგრძლივი დროით შეუნარჩუნოთ პირვანდელი თვისებები.

1. თხევადი საშუალებების გამოყენება უზრუნველყოფს ძაფების სიფაფუკეს.

2. თეთრი პირსახოცების რეცხვისას წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 60 გრადუსს. აირჩიეთ სტანდარტული რეჟიმი, ავზი მთლიანად წყლით უნდა იყოს სავსე. რეცხვის დასრულებისას შეგიძლიათ დამატებით გაავლოთ ნივთები კიდევ ერთხელ.

3. ხრიკი: მანქანის ბარაბანში ჩადეთ ბურთები, რომლებიც ზამთრის სამოსის გასარეცხად გამოიყენება. ეს პროდუქტი რეცხვის დროს ხელს შეუწყობს ძაფის ბოჭკოების მოცულობის შენარჩუნებას და თავიდან ააცილებს მათ დაზიანებას.

4.  მათეთრებელი საშუალებები და კონდიციონერები უმჯობესია გვერდზე გადადოთ. ისინი კიდევ უფრო ცვლის ძაფების სტრუქტურას და ცუდად ირეცხება.

5. არ დააუთოოთ პირსახოცი, იგი დისტანციურად დაამუშავეთ ცხელი ორთქლით.

3. რეკომენდაციები ხელით რეცხვისთვის

ხელით რეცხვა კიდევ უფრო სათუთი უნდა იყოს, ვიდრე სარეცხი მანქანით.

  1. სარეცხი ფხვნილის ნაცვლად გამოიყენეთ დამარბილებელი გელი ან თხევადი საპონი.
  2. ქსოვილის გახახუნება კატეგორიულად იკრძალება, რომ არ მოხდეს ძაფების დეფორმაცია.
  3. ჭუჭყის ამოსაყვანად ჩაალბეთ პირსახოცი თბილ წყალში სარეცხი საშუალების და 1-2 ს.კ. მარილის ან 2 ს.კ. სოდის დაატებით. ეს ტექნიკა არბილებს ქსოვილს.
  4. ფუმფულა პირსახოცები ხსნარში 30-40 წუთის განმავლობაში გააჩერეთ.
  5. ქსოვილი გარეცხეთ მსუბუქი, ნაზი მოძრაობებით.
  6. სუფთა წყალში მინიმუმ 3-ჯერ გაავლეთ.
  7. მესამე ჯერზე წყალი 1/2 ფინჯანი ძმრით გააზავეთ, რათა მოაშოროთ სარეცხი საშუალებების ნარჩენები და ძაფები დაარბილოთ.

ხრიკი: სამრეცხაო საპონი – უნივერსალური ბუნებრივი მათეთრებელი. ის არა მხოლოდ ამოიყვანს ქსოვილიდან დაბინძურებას და ხელს შეუწყობს ფუმფულა ბეწვის სიფაფუკეს, არამედპირსახოცს პირვანდელ სითეთრეს შეუნარჩუნებს.

4. როგორ დავარბილოთ ხისტი წყალი

ხისტი წყალი უარყოფითად მოქმედებს პირსახოცების მდგომარეობაზე. დასარბილებლად ერთ-ერთი ვარიანტი – გამწმენდი ფილტრის დამონტაჟებაა, რომელიც წყალს მავნე მინარევებისგან გაწმენდს. ასევე გამოგადგებათ იმპროვიზებული საშუალებები, რომლებიც ყველა დიასახლისს აქვს: სოდა, მარილი და ძმარი. ეს ნივთიერებები უზრუნველყოფს ქსოვილის ძაფის სიფაფუკეს და შეუნარჩუნებს ფერს როგორც ფერად, ასევე ქათქათა თეთრ პირსახოცებს.

სოდა

გამოდგება როგორც კალცირებული, ისე საკვები სოდაც. საკმარისია ჩაყაროთ ბარაბანში 3-4 ს.კ. საშუალება. წყალი დარბილდება, პირსახოცი კი დაზიანების გარეშე იქნება გარეცხილი.

მარილი

გამოგადგებათ ჩვეულებრივი სუფრის მარილი ან ანალოგი ავტომატური მანქანებისთვის. პირველი ვარიანტი: დაუმატეთ 3 ს.კ. ნივთიერება სარეცხ მანქანას. მეორე: გახსენით საკვები პროდუქტი ერთ ჭიქა თბილ წყალში და პირდაპირ ავზში ჩაასხით.

ძმარი

კონდიციონერისთვის განკუთვნილ ჭურჭელში ჩაასხით 1/2 ჭიქა 9%-იანი სუფრის ძმარი და მანქანაში ჩაასხით. ძმრის კიდევ ერთი სასარგებლო თვისებაა არასასიამოვნო არომატების აღმოფხვრა.

ძმრისა და სოდის ხსნარი

ამ საშუალებების ერთდროულად გამოყენების რამდენიმე ვარიანტი არსებობს. პირველ შემთხვევაში, კონდიციონერისთვის განკუთვნილ ჭურჭელში უნდა ჩაასხათ 1/2 ჭიქა ძმარი, მანქანის ბარაბანში კი 1/2 ჭიქა სოდა უნდა ჩაყაროთ.

მეორე ვარიანტი – მოამზადეთ კონდიციონერი საკუთარი ხელით. შეურიეთ ერთმანეთს 1 ჭიქა წყალი, 6 ჭიქა 9%-იანი ძმარი და 1 ჭიქა სოდა. მიღებული ნივთიერება აქაფდება, რის შემდეგაც მას კიდევ 6 ჭიქა წყალი უნდა დაამატოთ. სურვილისამებრ შეგიძლიათ დაუმატოთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი, რათა საშუალებას სასიამოვნო არომატი მისცეთ. ხსნარი ჭურჭელში ჩაასხით და გამოიყენოთ 1/2 ჭიქა სითხე ერთ რეცხვაზე.

გარეცხეთ სქელი ქსოვილი ყოველ 3-4 დღეში ერთხელ სხვა ნივთებისგან განცალკევებით.

ძველი პირსახოცების მეორე სიცოცხლე

ჩვენი ხრიკები არა მხოლოდ ახალი პირსახოცის “ვარგისიანობის ვადის” გახანგრძლივებაში, არამედ ძველი პირსახოცებისთვის პირვანდელი იერის დაბრუნებაშიც დაგეხმარებათ.

უხეში ხაო

თუ გარეცხვამდე პირსახოცებს წინასწარ ჩაალბობთ, შეძლებთ მათთვის პირვანდელი სიფაფუკის დაბრუნებას. პირველ რიგში, უნდა მოამზადოთ მარილიანი ხსნარი ქსოვილის ჩასალბობად. 5 ლიტრ თბილ წყალს დაუმატეთ 2-3 ს.კ. მარილი. გააჩერეთ პირსახოცი ხსნარში 30-40 წუთის განმავლობაში. შემდეგ ნაწარმი დამარბილებელი საშუალებებით გარეცხეთ.

გაცვეთილი ქსოვილი

ძველი ლაქების და მონაცრისფრო-მოყვითალო ჩრდილების მოშორება სავსებით  რეალურია. ამაში მარილიან-ამიაკიანი ხსნარი დაგეხმარებათ. თქვენ დაგჭირდებათ: 1 ლ წყალი ოთახის ტემპერატურის, 1 ს.კ. მარილი და 1 ჩ.კ. ამიაკი. ჩაალბეთ ტექსტილის ნაწარმი 8-10 საათით, შემდეგ კი გარეცხეთ.

ქათქათა ნაწარმების მოვლა უფრო ადვილია, ვიდრე გგონიათ. გამოიყენეთ დელიკატური სარეცხი საშუალებები და საჭიროების შემთხვევაში დაარბილეთ წყალი. მოერიდეთ ინტენსიურ წურვას, სარეცხ ფხვნილებს და მაშინ თქვენი პირსახოცები გაცილებით დიდხანს შეინარჩუნებს სირბილეს და სიქათქათეს.