როგორ გარდაისახა ძველებური სამზარეულო თანამედროვე დიზაინის შესანიშნავ ნიმუშად

უძრავი ქონების კონკურენტულ ბაზარზე მნიშვნელოვანია უამრავ ვარიანტს შორის საუკეთესოს პოვნა. სწორედ ამიტომ დიზაინის სერვისების კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი აისლინგ მიტმანი განსაკუთრებით გაოცდა მაშინ, როდესაც ხელუხლებელი ტრადიციული სტილის სახლი აღმოაჩინა. მან მაშინვე გააცნობიერა, რომ ამ სახლის კედლებში მართლაც დიდი შესაძლებლობები იმალებოდა და სწორედ ამიტომ გადაწყვიტა მისი განახლების პროცესების ხელმძღვანელობა. ნახეთ როგორი საოცარი ტრანსფორმაცია განიცადა სახლის მოძველებულმა, რეტრო სამზარეულომ:

განახლებამდე: უფუნქციო

რენოვაციებისთვის აისლინგმა ლოს-ანჯელესის მშვიდ უბანში მდებარე სახლი შეიძინა. სამზარეულოს განახლებისთვის მან ინტერიერის დიზაინერი ნადია დილლიონი მოიწვია სივრცის თანამედროვე სტილით მოსაწყობად.

განახლების შემდეგ: ღია და ჰაეროვანი

სამზარეულოს მუქი, წითელი აგურის კედელი მთლიანად დაიფარა და მისი მოძველებული ფილების იატაკი ფიქალით დაფარეს.

განახლებამდე: რეტრო ფერები

განახლებამდე კარადები, საღებავები და ფილები 1970 წლის რელიქვიებს გავდა.

განახლების შემდეგ: სკანდინავიური ხასიათი

ნახევარი კედელი, რომელიც სამზარეულოს სასადილო ოთახისგან ყოფდა, მთლიანად დაანგრიეს და მარმარილოს ნახევარკუნძულით ჩაანაცვლეს.

ხანგრძლივი დიზაინი

აისლინგს სურდა გამოეყენებინა ისეთი მასალები, რომლებიც დიდი ხანი გაძლებდა. ამიტომ მან არჩევანი უჟანგავი მეტალის პირსაბანზე და კლასიკურ თეთრ ფილებზე შეაჩერა.

კრეატიული კარადები

ნახევრად ხელნაკეთი შეიკერის სტილის კაბინეტები იდეალურად შეუწყვილეს მარმარლოს დახლებს. დამატებითი შესანახი სივრცისთვის გამოიყენეს ჩამოკიდებული თაროები, საჭმლის მოსამზადებელი ყველაზე საჭირო აქსესუარების ჩამოსაკიდად.

უახლესი დანამატები

“განახლებამდე სამზარეულო იყო უფუნქციო, ამიტომ ახალი აქსესუარებითა და საჭმლის მოსამზადებელი შესაფერისი სივრცის არსებობამ ეს პროცესი უფრო სასიამოვნო გახადა. დედაჩემმა საკუთარი რეცეპტების წიგნის ვინტაჟური ასლიც კი მაჩუქა და ერთად მოვამზადეთ გემრიელი კერძები” – განაცხადა აისლინგმა.

სწრაფი დანაყრება

ღია სივრცის გეგმის წყალობით სასაუზმე ბარი სამზარეულოს სასადილო ოთახისგან ჰყობს, თუმცა მას მაინც ხელმისაწვდომს ხდის. თანაც იგი იდეალური ხელმისაწვდომი ადგილია აისლინგის შვილის, რაიდერისთივის სკოლაში გაქცევის წინ საუზმის ასაღებად.

უდროო ვიზუალი

“არ მინდოდა სამზარეულოს ტრენდული ხასიათი ჰქონოდა. მგონია, რომ მთლიანად თეთრი სამზარეულო თეთრი ფილებითა და ფერმის პირსაბანით მოსაბეზრებელია და ამიტომ მსურდა სახლისთვის უფრო შესაფერისი რამის მოწყობა. შენობა შუა საუკუნეების დროინდელი რანჩოა, რის გამოც ჩვენი სამზარეულო ტრადიციული ელემენტებით გამოირჩევა, მაგრამ ასევე თანამედროვე სივრცის შეგრძნებასაც ტოვებს” – განაცხადა აისლინგმა.