წლის უგემოვნება: როგორ გაარემონტეს ამერიკის თეთრი სახლი

პრეზიდენტი დონალდ ტრამპის ოვალური ოფისის განახლება მხოლოდ დასაწყისი იყო ინტერიერის განახლების იმ პროცესების, რომლებიც თეთრი სახლის ტერიტორიაზე ხორციელდებოდა. პრეზიდენტი ნიუ-ჯერსიში არსებულ ოფისში ატარებდა დროს რემონტის პერიოდში. განახლების გეგმები და ახალი ასპექტები დამტკიცდა პრეზიდენტი ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ და ჯამში 3.4 მილიონი დოლარი დაჯდა. ეს მოიცავდა გათბობის, ვენტილაციისა და ჰაერის კონდიცირების სისტემების განახლებას. ასევე შენობის IT სისტემების, სამზარეულის და დასავლეთის ფრთის დარბაზების გარემონტებას.

2 კვირიანი სამუშაოების შედეგად თითქმის მთელი სარემონტო პროცესი დასრულდა. ახალი და გაუმჯობესებული ოვალური ოფისი, რუზველტის ოთახი და დასავლეთის ფრთა კვლავ გაფორმებულია ტრადიციული სტილის დეკორაციებით და მათ ინტერიერში მხოლოდ მსუბუქი ცვლილებებია შეტანილი.

ყველაზე შესამჩნევი ცვლილება ოვალურ ოფისში გაკრული ახალი შპალერია. განახლებამდე კედლებზე ყვითელზოლიანი ქაღალდი იყო გაკრული, ახლა კი ამ ოთახის სივრცეს ნაცრისფერი ასპექტებით გაწყობილი დეკორაციული ელემენტები ახასიათებს ოქროსფერ ფარდებთან და ცენტრში განთავსებულ ამერიკის დროშასთან ერთად.

რუზველტის ოთახში ნაცრისფერი და თეთრი ხალიჩა დააგეს.

დასავლეთ მხარეში განთავსებული დარბაზები რუზველტის ოთახის მსგავსი ხალიჩით გააფორმეს და გახსნის ცერემონიისთვის ასევე თეთრი და ყვითელი ყვავილებით მორთეს.

განახლებამდე თეთრი სახლის ოვალური ოფისი პლასტიკური გადასაფარებლებით იყო დაფარული.

განახლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნაწილი იყო 27 წლის წინ დამონტაჟებული გათბობის, ვენტილაციის და ჰაერის კონდიცირების სისტემის გამოცვლა.

რემონტის დროს რუზველტის ოთახს ხელსაწყოების და საჭირო მასალების შესანახ სივრცედ იყენებდნენ.

დაბლითა და მაღლითა სივრცეში განთავსებული პრესის ოთახებში ამ ნაცრისფერი და თეთრი ასპექტებით გაფორმებული ხალიჩის დამონტაჟება იყო გადაწყვეტილი.

განახლებამდე შიგნით დასაგებ ლურჯ ხალიჩას ასე ჭრიდნენ ეზოს ტერიტორიაზე მუშები.

სამხრეთ ნაწილში განთავსებული კიბეების განახლება ბოლოს 1952 წელს მოხდა და იგი მას შემდეგ არ გაურემონტებიათ. დუაიტ ეიზენჰაუერის პრეზიდენტობიდან დღემდე ამ კიბეების გარემონტება პირველად მიმდინარეობს.

ასევე განახლების პროცესში იყო ბრეიდის სახელობის ბრიფინგის ოთახის წინ არსებული ბალახის მონაკვეთიც, ექსტერიერის დეტალებთან ერთად. ასევე ეს ტერიტორია გაფორმბდება ახალი გრანიტის ორნამენტებითაც, რომლის დანახვაც მოსახლეობას ქუჩიდანაც შეეძლება.