დარგეთ ეს დეკორატიული მცენარეები თქვენს ეზოსა და ბაღში და სარეველები აღარასდროს შეგაწუხებთ

ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომელი ყვავილები დარგოთ საყვავილეებში გაზაფხულის მიწურულს? შეწყვიტეთ ფიქრი, აირჩიეთ და დარგეთ!

ჩვენმა რედაქციამ თქვენთვის მოამზადა ყველაზე ლამაზი და ადვილად მოსავლელი ყვავილების ნაკრები სააგარაკე ნაკვეთზე დასარგავად.

ჩვენს დღევანდელ ნაკრებში წარმოდგენილი ყვავილები არა მარტო დაამშვენებს თქვენს კლუმბებს, არამედ საშუალებას მოგცემთ სამუდამოდ დაივიწყოთ შემაწუხებელი და მომაბეზრებელი სარეველების არსებობა, რომელთა ძირფესვიანად ამოსაძირკვად ყველაზე თავგამოდებულ მებაღესაც კი არ აქვს არც დრო და არც ძალისხმევა.

რომელი ყვავილები დავრგოთ კლუმბებში

1. ნარცისებმა უკვე დიდი ხანია შეაყვარეს თავი გამოცდილ მებაღეებს. ტიტებისგან განსხვავებით, მათ არ სჭირდებათ გადარგვა, რაც, უდაოდ დიდ დადებით მხარედ ითვლება. ეს ყვავილები ძალიან სწრაფად იზრდება და უპრბლემოდ ყვავილობს ერთსა და იმავე ადგილზე ათ წელზე მეტ ხანს.

უნდა აღინიშნოს, რომ რაც უფრო ველური სახეობა აქვს ნარცისს, მით უფრო კაპრიზულია იგი. აქედან გამომდინარე, ყველა ჯიშს არ შეუძლია გაუმკლავდეს მავნე სარეველებს, არამედ მხოლოდ ყველაზე უბრალოებს.

2. კოსმეა ერთ-ერთი ყველაზე გამძლე და უპრეტენზიო მცენარეა. საკმარისია მისი დარგვა მხოლოდ ერთხელ, რათა მომავალში ყოველწლიურად აღმოცენდეს თესლიდან.

მისი ყვავილობა საერთოდ არ არის დამოკიდებული ამინდზე: კოსმეას არ აწუხებს არც წვიმა და არც ივლისის მწველი მზე.

3. ასევე მარტივად უმკლავდება საზიზღარ სარეველებს უნაზესი შროშანები. ჰორიზონტალური მცოცავი ფესვების წყალობით, ისინი სწრაფად მრავლდებიან და ავსებენ ყველა თავისუფალ ადგილს.

მიუხედავად მისი მყიფე გარეგნობისა, ეს მცენარე წარმოუდგენელი გამძელობით გამოირჩევა. მაგრამ ეს პაწაწუნა ლამაზმანები თავს ყველაზე უკეთ ჩრდილში გრძნობენ.

4. პეონის ფესვებს შეუძლია სიღრმეში 90 სმ-მდე ჩააღწიოს. სწორედ ამიტომ, მჭიდროდ დარგული ყველაზე გვარცელებული ვარდისფერი პეონები შესანიშნავად გაანადგურებს ყველა სარეველას.

ისევე როგორც კოსმეა, პეონები იტანენ ამინდის ნებისმიერ პირობებს.

5. სააგარაკე კლუმბების გასაფორმებლად შესანიშნავი ვარიანტია ლავანდა. აყვავებული ლავანდა არა მხოლოდ ლამაზი და არომატული, არამედ სასარგებლოც კია. ითვლება, რომ ამ მცენარეს დამამშვიდებელი ეფექტი აქვს ადამიანებზე.

ლავანდა კი აუცილებლად მზიან ადგილას უნდა დარგოთ.

6. მარტივ ყვავილებს შორის ასევე უნდა აღინიშნოს ყვითელი დეკორატიული ფარსმანდუკიც.

მისი ნათელი ყვავილები იდეალურად ჯდება ნებისმიერ ყვავილოვან კომპოზიციასთან და ყველაზე უსიცოცხლო ბაღსაც კი სიცოცხლით სავსეს გახდის.

7. განსაკუთრებულად მზიანი ადგილებისთვის, იდეალურია ბორდიულის ირისების დარგვა. მათი სქელი ფოთლები მცირე შანსსაც არ დაუტოვებს სარეველებს გასამრავლებლად.

გარდა ამისა, ბორდიულის ირისები გაცილებით დიდხანს ინარჩუნებენ დეკორატიულ გარეგნობას, მათი ზედმეტად პრეტენზიული მოძმეებისგან განსხვავებით.

8. და, რაღა თქმა უნდა, არ შეიძლება არ ვახსენოთ ყვითელი შროშანი. ამ მცენარემ თითქმის მთელ მსოფლიოში მოიპოვა პოპულარობა.

ყვითელი შროშანი ცნობილია არამარტო თავისი მომხიბლავი კვირტებით, არამედ მაღალი გამძლეობით მავნებლებისა და დაავადებების მიმართ.

მისი ბუჩქები სიმაღლეში ერთ მეტრამდე აღწევს და მრავალი წლის განმავლობაში არ წყვეტენ მებაღეების გახარებას მათი ულამაზესი ყვავილებით.

როგორც ხედავთ, ვარიანტები მართლაც ბევრია. ასე რომ, ყოველწლიურად სარეველების მოშორება ბაღში აღარ მოგიწევთ. რადგან შეგიძლიათ ერთხელ და სამუდამოდ გაათავისუფლოთ საყვარელი ბაღი, შემდეგ კი დატკბეთ თქვენი ძალისხმევის შედეგით.