ნუ გადაყრით ძველ პირსახოცებს! აი, რისი გაკეთება შეგიძლიათ მათგან

გადავაგდო თუ არ გადავაგდო? ამ კითხვას პრაქტიკულად ყველა პასუხისმგებლიანი დიასახლისი უსვამს საკუთარ თავს, როდესაც უყურებს ძველ ნივთებს, რომლებიც ხმარებისგან გაიცვითა. დღეს ჩვენ დაგეხმარებით განსაზღვროთ ძველი პირსახოცების ბედი! გაიგეთ, როგორ შეკეროთ სამზარეულოს ხელთათმანი და სხვა სასარგებლო წვრილმანი მათგან.

რა მოვუხერხოთ ძველ პირსახოცებს

ხაოიანი პირსახოცები დიდხანს ძლებს, თუმცა, ისინიც იცვითება. ასეთი ნივთის გადაგდება, ხშირად, გვენანება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ჯერ კიდევ კარგად გამოიყურება. როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ძველი პირსახოცები?

წვრილმანები ძველი ხაოიანი პირსახოცისგან

1. სამზარეულოს ხელსახოცები

თუ პირსახოცი მხოლოდ ნაწილობრივ არის გაცვეთილი, შეგიძლიათ გადაჭრათ იგი და კუთხეები დაუმუშავოთ. ასეთი ხელსახოცები შესანიშნავად წმენდს სისველეს, და სახლის დასუფთავებისას აუცილებლად გამოგადგებათ.

2. ხალიჩა სააბაზანო ოთახისთვის

რამდენიმე პირსახოცის ზოლები შეგიძლიათ დაწნათ და მათგან მოსახერხებელი ხალიჩა დაამზადოთ სააბაზანო ოთახისთვის. ასეთი ხალიჩა ხშირად შეგიძლიათ შეცვალოთ, მათი გადაგდება ნამდვილად არ დაგენანებათ!

3. სამასაჟე ჯაგრისი

დილაობით კარგი მასაჟი ენერგიულობას და კარგ თვითგანწყობას უწყობს ხელს. ასეთი საქმისთვის შეგიძლიათ საკუთარი ხელით შეკეროთ პატარა სახეხი ხელთათმნის ფორმით. მას მარტივად ჩაიცვამთ. სახეხის დასამზადებლად აირჩიეთ პირსახოცი მსხვილი ძაფებით.

4. ჩანთა პლაჟისთვის

სანაპიროზე წასვლისას, გვსურს ყოველ წუთს არ ვიფიქროთ ჩვენი ნივთების უსაფრთხოებაზე. პირსახოცისგან დამზადებული ჩანთა კი ამაში დაგვეხმარება. რა თქმა უნდა, მისი საერთოდ უყურადღებოდ დატოვება არ ღირს, თუმცა, ალბათ არავის მოუნდება ჩვეულებრივ პირსახოცში შეხედვა.

5. იატაკის ჯოხის თავი

თუ იყენებთ შვაბრას, რომელსაც მოსახსნელი თავი აქვს, მაშინ შეგიძლიათ შეკეროთ რამდენიმე შესაცვლელი ვარიანტი ძველი პირსახოცებისგან. აირჩიეთ ისინი, რომლებიც წყალს კარგად შეიწოვს.

აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება პირსახოცის სიძველის ხარისხს. ნუ შეინახავთ იმ ნივთებს, რომლებსაც გაცვეთისგან ნახვრეტები გაუჩნდა და სრულიად უვარგისია. ხოლო თუ პირსახოცი მხოლოდ გაუფერულდა და არ გსურთ მისი გამოყენება დანიშნულებისამებრ, შეგიძლიათ ადვილად გადააკეთოთ იგი.

6. უბრალო სამზარეულოს ხელთათმანი პირსახოცისგან

შეგიძლიათ ნებისმიერი ფორმის სამზარეულოს ხელთათმანი შეკეროთ. გირჩევთ დაიწყოთ მარტივი კვადრატული ვარიანტით. გადაჭერით პირსახოცის ყველა გაცვეთილი კიდეები და ქსოვილის ნაჭერს კვადრატის ფორმა მიეცით.

  • ფრთხილად გადაკეცეთ პირსახოცი რამდენიმე ფენად. ფენების რაოდენობა ნაწარმის სისქის მიხედვით დაარეგულირეთ. კიდეები შიგნით შეაბრუნეთ.
  • მთელი ქსოვილი კიდეებში რამდენჯერმე გაკერეთ, ხელთათმანს შემდეგ პატარა საკიდი გაუკეთეთ.

თუ კერვა გეხერხებათ, გირჩევთ სხვადასხვა პირსახოცისგან რამდენიმე კვადრატული ნაჭერი გამოჭრათ და ერთად შეკეროთ. ამ ტილოებიდან შეგიძლიათ შეკეროთ ხელთათმანები პეთჩვორკის სტილში. ასეთი მოზაიკური დიზაინის ნაწარმი კარგად გამოიყურება სამზარეულოს ინტერიერში.